საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-13450/20; 244.09.2020საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12873/21
12-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ანა დოლიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13450/20; 24.09.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„საქართველოს
საარჩევნო
კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-13450/20; 24.09.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს საარჩევნო
კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადება
ითვალისწინებს კოდექსის ამ ნორმისთვის შემდეგი შინაარსის ჩანაწერის დამატებას:
„კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველი ვალდებულია მობილური ტელეფონი
დატოვოს კენჭისყრის ოთახში სპეციალურად განკუთვნილ ნივთების შესანახ დახურულ
თაროზე.“ საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამომრჩევლისთვის ასეთი
ვალდებულების დაკისრება ემსახურება ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო
ხმის ფარულობის დარღვევის პრევენციას.
II. კომიტეტის შეფასება
ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გატარდა
ძირეული საარჩევნო რეფორმები (მათ შორის, 2021 წლის 28 ივნისს განხორციელებული
„ამბიციური საარჩევნო რეფორმა“) და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საარჩევნო
კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ცვლილების
ფარგლებში, კერძოდ, 2020 წლის 3 სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებით გამკაცრდა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მიდგომა და პასუხისმგებლობა ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის
ფარულობის დარღვევისათვის. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „დ.ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, „აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის
ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას.“ ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლი
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
ადგენს
არჩევნებში,
რეფერენდუმში
ან
პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისათვის, ხოლო იმავე
კოდექსის
1644
მუხლი
ითვალისწინებს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისათვის/საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევისათვის, თუ
ეს ჩადენილია იძულებით, მუქარით ან ძალადობით ან მატერიალური ან სამსახურებრივი
დამოკიდებულების გამოყენებით.
ამგვარად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და
საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის პრევენციის მიზნით ითვალისწინებს, როგორც
ამკრძალავ ნორმებს, ისე პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებს, და ამ მხრივ, ეს საკითხი
კანონით ჯეროვნად მოწესრიგებულია. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ
ნორმასთან მიმართებით კი გასათვალისწინებელია, რომ მისი მიღების შემთხვევაში დიდი
ალბათობით შესაძლოა წარმოიშვას პრობლემა, როგორც ამ ნორმის აღსრულების კუთხით, ისე
მისგან მომდინარე შედეგების ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტთან შესაბამისობის
თვალსაზრისით; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ნორმის მიღების
შემთხვევაში
საჭირო
გახდება
კენჭისყრის
შენობების
სათანადო
ტექნოლოგიური
აპარატურით აღჭურვა, რომელიც ლითონის შემცველი ნივთის ამომრჩევლის მიერ
კენჭისყრის ოთახში შეტანის შემოწმებასა და გამოვლენას მოახდენდა, რაც საგრძნობლად
შეაფერხებდა
ხმის
მიცემის
პროცესს.
ამასთანავე,
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული ნორმის აღსრულება გამოიწვევდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში
ამომრჩევლის გაჩხრეკის პროცედურის შემოღებას (წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო
ადმინისტრაციის წარმომადგენელს მოუწევს, რიგ შემთხვევებში კენჭისყრის ოთახში არ
შეუშვას ამომრჩეველი და, ამგვარად, შეუზღუდოს მას საქართველოს კონსტიტუციით
უზრუნველყოფილი აქტიური საარჩევნო უფლება), რაც საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედებაა და მისი შესრულება
სათანადო პირობების, სტანდარტისა და სპეციალური წესის დაცვას მოითხოვს.
თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაგრძელდეს მოცემულ
საკითხზე მსჯელობა, ზოგადად, საარჩევნო საკითხების მოწესრიგების სისტემურად,
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით გაუმჯობესების ფარგლებში, რაც,
იმავდროულად, არჩევნების მიმდინარეობისას იდენტიფიცირებული სათანადო საკითხების
გათვალისწინებით განხორციელდება.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადებაში არ არის მოცემული
კონკრეტული მითითება იმის შესახებ, უნდა ქონდეს თუ არა ამომრჩეველს უფლება,
კენჭისყრის ოთახში შეიტანოს ფოტოაპარატი ან (მობილური ტელეფონის გარდა) სხვა ისეთი
ნივთი, რომელიც ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების ფუნქციით არის აღჭურვილი.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„საქართველოს
საარჩევნო
კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-13450/20; 24.09.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი