საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-15109/20; 06.11.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12872/21
12-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირს
ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15109/20; 06.11.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია
ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15109/20; 06.11.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, 2021 წელს ტარდება საქართველოს პარლამენტის
რიგგარეშე არჩევნები და წარმოდგენილია ამავე არჩევნებში მონაწილეობის პირობები და
საარჩევნო კომისიების შემადგენლობის დაკომპლექტების ახალი წესი.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 56-ე და 58-ე მუხლების თანახმად, საქართველოს პარლამენტის
დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დასაშვებია საქართველოს პარლამენტის მიერ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამგვარად,
საქართველოს კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს, თუ რა გარემოების წარმოშობის
შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ასეთი გარემოება კი
ამჟამად არც წარმოშობილია და, შესაბამისად, 2021 წლისთვის არც რიგგარეშე საპარლამეტნო
არჩევნები არის დანიშნული. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების გაზიარება
იქნებოდა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ხოლო მეორე მხრივ,
საღ აზრს მოკლებული, რადგან იმ სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო
ცვლილებით მოწესრიგება, რომელიც თავისთავად არ არსებობს, მიზანშეუწონელია (მით
უფრო, როცა ეს საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს კონსტიტუციის შინაარსთან
შეუთავსებელია).
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ასევე
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების 2024 წლამდე ჩატარების წესს (იმ შემთხვევისთვის, თუ
კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების წარმოშობის გამო 2024 წლამდე
დაინიშნა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები); კერძოდ, „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის
N1324-რს კონსტიტუციური კანონის 21 მუხლი აცხადებს: „2024 წლამდე საქართველოს
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში
შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება [საქართველოს პარლამენტის
2020 წლის არჩევნების დროს მოქმედი, კონსტიტუციით დადგენილი] წესით. 2024 წელს
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო
რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს,
ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება
ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების
ცნობის მომენტიდან.“ ამდენად, 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების
დანიშვნის შემთხვევაში პარლამენტის არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრული
წესით, ხოლო კონსტიტუციით განსაზღვრული წესისგან განსხვავებული წესის საქართველოს
საარჩევნო კოდექსით დადგენა (რასაც გარკვეულწილად გულისხმობს წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება) კონსტიტუციასთან შეუსაბამო და მიზანშეუწონელი იქნებოდა.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა:
უფალია
ჩვენი
სიმართლეს“
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15109/20;
06.11.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი