საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ (მამუკა ტუსკაძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1183/21; 08.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12870/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-12870/21 12-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, მამუკა ტუსკაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისათვის“ (მამუკა ტუსკაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1183/21; 08.02.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისათვის“ (მამუკა ტუსკაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1183/21; 08.02.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია ცვლილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესში და შემოთავაზებულია, რომ „თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის და ამავდროულად გაუქმებული მანდატების რაოდენობა აღემატება 38 მანდატს, პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობისათვის ამ ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 60 დღისა ცესკოს თავმჯდომარე განკარგულებით ნიშნავს შუალედურ არჩევნებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სიითი შემადგენლობის სრულად შესავსებად.“ II. კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.“ კონსტიტუციის 56-ე და 58-ე მუხლების მიხედვით კი საქართველოს პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დასაშვებია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ორ შემთხვევას: პარლამენტის მორიგ არჩევნებსა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. მართალია, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს „ხელახალი არჩევნებისა“ და „განმეორებითი კენჭისყრის“ გამართვის შესაძლებლობას, მაგრამ „ხელახალი არჩევნები“ და „განმეორებითი კენჭისყრა“ იმართება ისევ და ისევ მორიგი ან რიგგარეშე არჩევნების ფარგლებში და დადგენილი წესით, რაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხორციელდება.1 ამგვარად, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული პარლამენტის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ახლებური ფორმატი ეწინააღმდეგება პარლამენტის არჩევნების ჩატარების, როგორც კონსტიტუციურ პრინციპს, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მთელ რიგ ნორმებს, ვინაიდან პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრთა რაოდენობის გარკვეულ ოდენობამდე შემცირების შემთხვევაში იგი ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ითვალისწინებს, ერთი მხრივ, პარლამენტის წევრთა მოქმედი მანდატების შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, პარლამენტის გამოკლებულ წევრთა მანდატების ასათვისებლად შუალედური არჩევნების გამართვას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, „შუალედური არჩევნები“ ტარდება შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით (ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად) და არა პროპორციული წესით.2 ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. 1 „ხელახალი არჩევნები“ არის არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა; თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში; ან თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). „განმეორებითი კენჭისყრა“ არის კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი (იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). 2 იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისათვის“ (მამუკა ტუსკაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1183/21; 08.02.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი