საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: გიორგი იაკობაშვილის, დავით მარღანიას, ალექსანდრე სვანიშვილის, ნოდარ ლაბარტყავას და დავით ზარდიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-2515/21; 02.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12869/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-12869/21 12-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, გიორგი იაკობაშვილს, დავით მარღანიას, ალექსანდრე სვანიშვილს, ნოდარ ლაბარტყავას, დავით ზარდიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა გიორგი იაკობაშვილის, დავით მარღანიას, ალექსანდრე სვანიშვილის, ნოდარ ლაბარტყავას და დავით ზარდიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2515/21; 02.03.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა გიორგი იაკობაშვილის, დავით მარღანიას, ალექსანდრე სვანიშვილის, ნოდარ ლაბარტყავას და დავით ზარდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2515/21; 02.03.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსისთვის გარდამავალი დებულებების დამატებას და საქართველოს პარლამენტის პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრისა და პარლამენტის წევრთა მანდატების ხელახალი განაწილების წესის შემოღებას იმ შემთხვევისთვის, თუ პარლამენტის წევრთა მანდატების გაუქმების გამო პარლამენტის სიითი შემადგენლობა პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ზე ნაკლები აღმოჩნდა. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დამატებით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს (მხოლოდ ეს პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები შეიტანება დამატებითი კენჭისყრის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საარჩევნო ბიულეტენში). საკანონმდებლო წინადადებით ასევე დგინდება, რომ „2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2021 წლის არჩევნების დღეს.“ II. კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.“ კონსტიტუციის 56-ე და 58-ე მუხლების მიხედვით კი საქართველოს პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დასაშვებია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ორ შემთხვევას: პარლამენტის მორიგ არჩევნებსა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. მართალია, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს „ხელახალი არჩევნებისა“ და „განმეორებითი კენჭისყრის“ გამართვის შესაძლებლობას, მაგრამ „ხელახალი არჩევნები“ და „განმეორებითი კენჭისყრა“ იმართება ისევ და ისევ მორიგი ან რიგგარეშე არჩევნების ფარგლებში და დადგენილი წესით, რაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხორციელდება.1 ამგვარად, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული პარლამენტის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ახლებური ფორმატი ეწინააღმდეგება პარლამენტის არჩევნების ჩატარების, როგორც კონსტიტუციურ პრინციპს, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მთელ რიგ ნორმებს, ვინაიდან პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრთა რაოდენობის გარკვეულ ოდენობამდე შემცირების შემთხვევაში იგი ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ითვალისწინებს, ერთი მხრივ, პარლამენტის წევრთა მოქმედი მანდატების შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, პარლამენტის გამოკლებულ წევრთა მანდატების ასათვისებლად პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრის გამართვას. 1 „ხელახალი არჩევნები“ არის არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა; თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში; ან თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). „განმეორებითი კენჭისყრა“ არის კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი (იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გიორგი იაკობაშვილის, დავით მარღანიას, ალექსანდრე სვანიშვილის, ნოდარ ლაბარტყავას და დავით ზარდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2515/21; 02.03.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი