საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა შპს „ალმას“ (გიორგი ტრაპაიძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-13391/21; 04.010.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12868/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-12868/21 12-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, შპს „ალმას“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა შპს „ალმას“ (გიორგი ტრაპაიძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13391/21; 04.10.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა შპს „ალმას“ (გიორგი ტრაპაიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13391/21; 04.10.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ შემუშავდეს და მიღებულ იქნეს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო სფეროში სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და მასში აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოლიტიკური სარეკლამო ბანერების მუნიციპალიტეტებში განთავსების თავიდან აცილებას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სფეროში სიძულვილის ენის გამოყენებისა და ღირსების შემლახავი ქცევისა და გამონათქვამების პრევენციის საკითხის მოწესრიგება, ზოგადად, ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ საკითხის სათანადოდ მოუწესრიგებლობა იწვევს, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირებას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების პოლარიზაციასა და მასში აგრესიის გაღვივებას. აღნიშნულ პრობლემასა და მისით გამოწვეულ დაძაბულ საარჩევნო გარემოზე მითითებულია აგრეთვე ცალკეული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ შემუშავებულ ანგარიშებსა და მათ მიერ განხორციელებულ შეფასებებში.1 წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) ორიენტირებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მათი მომავალი საქმიანობის პროგრამების შემუშავებასა და ამომრჩევლისთვის გაცნობაზე, რაც ამომრჩეველს მისცემს ინფორმირებული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას და მინიმუმადე შეამცირებს საზოგადოების პოლარიზაციის რისკებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემულ საკითხზე მსჯელობის დაწყებას, რაც საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ადამიანის ძირითად უფლებათა გათვალისწინებით ორიენტირებული იქნება საარჩევნო სფეროში სიძულვილის ენის გამოყენებისა და აგრესიის პროპაგანდის პრევენციაზე, ღირსების შემლახავი და ადამიანის დამამცირებელი შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაზე. ეს კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს ადამიანებში ზიზღის გაღვივების წახალისებისა და საზოგადოების პოლარიზაციის შემცირებას და, შესაბამისად, უკეთესი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. ამრიგად, კომიტეტი დადებითად აფასებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მის მიღებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შპს „ალმას“ (გიორგი ტრაპაიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო 1 იხ. https://www.osce.org/files/f/documents/5/5/299306.pdf https://www.osce.org/files/f/documents/f/a/375682.pdf https://www.osce.org/files/f/documents/a/c/414827.pdf https://www.osce.org/files/f/documents/d/9/499477_0.pdf https://gyla.ge/ge/post/saiam-2021-tslis-adgilobrivi-tvitmmartvelobis-archevnebis-grdzelvadianisadamkvirveblo-misiis-me-2-shualeduri-angarishi-moamzada#sthash.Eya8mA8M.dpbs https://isfed.ge/geo/angarishebi/saqartvelos-munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebistsinasaarchevno-garemos-ertoblivi-shefaseba https://transparency.ge/ge/post/media-zaladobisa-da-totaluri-ukanono-mosmenebis-samiznecinasaarchevno-mediagaremos-shepaseba https://transparency.ge/ge/blog/ganaxlebadi-cnobebi-saarchevno-dargvevebi-da-matze-reagireba-0 კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13391/21; 04.10.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო მიღებულად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი