საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე გიზო ჭყოიძის მიერ წარმოდგენილ არჩევნების წინ პარლამენტის წევრობის კანდიდატების მოვალეობების შესახებ (№1-4838/21; 14.04.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12867/21
12-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
გიზო ჭყოიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
გიზო ჭყოიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე პარლამენტის წევრობის
კანდიდატის მოვალეობების შესახებ (N1-4838/21; 14.04.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა გიზო ჭყოიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება პარლამენტის წევრობის კანდიდატის მოვალეობების შესახებ (N1-4838/21;
14.04.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს პარლამენტის
წევრობის კანდიდატს დაევალოს, ჩააბაროს ანალოგიური გამოცდა, როგორსაც აბარებენ
საჯარო მოხელეები, ხოლო იმ კანდიდატს, რომელიც სათანადოდ ვერ ჩააბარებს ამ გამოცდას,
უნდა გაუუქმდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს პარლამენტის იმ წევრებისთვის
სხვადასხვა სანქციის (ხელფასის შემცირებიდან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტამდე) დადგენას, რომლებიც თავიანთი საარჩევნო პროგრამის დაახლოებით
70%-ს მაინც ვერ შეასრულებენ. ამ საკითხზე კონტროლს კი, საკანონმდებლო წინადადების
ავტორის აზრით, უნდა ახორციელებდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო
უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც
სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.“1
ამგვარად, საქართველოს კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა
დაკმაყოფილებაც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს მოეთხოვება, ხოლო ამ
კრიტერიუმებს შორის არ არის საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი მოთხოვნა
პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ რაიმე სახის გამოცდის ჩაბარების შესახებ. აქედან
გამომდინარე, ასეთი მოთხოვნის პარლამენტის წევრობის კანდიდატისთვის კანონით
დადგენა შეუსაბამო იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტის წევრი
არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და
მისი
გაწვევა
დაუშვებელია,“2
ხოლო
პარლამენტის
წევრს
შესაძლოა
პარლამენტის
გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება, თუ იგი: პარლამენტს მიმართავს
პირადი
განცხადებით
შეუთავსებელ
უფლებამოსილების
თანამდებობას
ან
ეწევა
შეწყვეტის
შეუთავსებელ
შესახებ;
იკავებს
საქმიანობას;
სტატუსთან
მორიგი
სესიის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; სასამართლოს
გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის
სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ
დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; გარდაიცვალა; დაკარგავს საქართველოს
მოქალაქეობას; ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით.3
ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატის
პრინციპს
და,
ამავდროულად,
ამომწურავად
ჩამოთვლის
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს. საკანონმდებლო წინადადებით კი
შემოთავაზებულია საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის ახალი საფუძველი (საარჩევნო პროგრამის ნაწილის შეუსრულებლობა), რაც ასევე
შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი მოდელის
პირობებში
(რომელიც
პარლამენტის
წევრის
თავისუფალი
მანდატის
პრინციპს
დეკლარირებს) პოლიტიკურ პარტიათა და პარლამენტის წევრთა მიერ გაცემული საარჩევნო
დანაპირების შეუსრულებლობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იწვევს, რაც მომდევნო
არჩევნებში იმავე პოლიტიკურ პარტიათა და პარლამენტის წევრთა მიმართ ამომრჩევლის
მხარდაჭერის შემცირებაში გამოიხატება.
1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გიზო ჭყოიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება პარლამენტის წევრობის კანდიდატის მოვალეობების შესახებ (N1-4838/21;
14.04.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი