საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „შეცვალე საქართველო“-ს (გიორგი გაგნიძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-10188/21; 21.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12866/21
12-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას
„შეცვალე საქართველო“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „შეცვალე საქართველოს“ (გიორგი გაგნიძე) მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით და
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების
პროექტებთან დაკავშირებით (N1-10188/21; 21.07.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „შეცვალე
საქართველოს“ (გიორგი გაგნიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით და „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-10188/21;
21.07.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში,
საქართველო საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია
საამომრჩევლო პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომელიც გულისხმობს საარჩევნო კამპანიის
წარმოებისას გაცემული ძირითადი პარტიული დანაპირების ცესკოში რეგისტრაციას, ხოლო
ასეთი დანაპირების უმრავლესობის შეუსრულებლობის შემთხვევაში − საარჩევნო მანდატის
(პარლამენტის წევრის მანდატის) ავტომატურ ანულირებას. ამასთანავე, საკანონმდებლო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წინადადების
თანახმად,
საამომრჩევლო
პასუხისმგებლობის
საკითხის
დადგომის
შემთხვევაში პარლამენტი ვალდებული იქნება, აღძრას მთავრობისთვის უნდობლობის
გამოცხადების საკითხი, ხოლო თუ პარლამენტი არ აღძრავს მთავრობისთვის უნდობლობის
გამოცხადების საკითხს, საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს
რიგგარეშე არჩევნებს.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების თანახმად, საქართველოს პარლამენტის
წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით
და მისი გაწვევა დაუშვებელია,1 ხოლო პარლამენტის წევრს შესაძლოა პარლამენტის
გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება, თუ იგი: პარლამენტს მიმართავს
პირადი
განცხადებით
შეუთავსებელ
უფლებამოსილების
თანამდებობას
ან
ეწევა
შეწყვეტის
შეუთავსებელ
შესახებ;
იკავებს
საქმიანობას;
სტატუსთან
მორიგი
სესიის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; სასამართლოს
გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის
სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ
დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; გარდაიცვალა; დაკარგავს საქართველოს
მოქალაქეობას; ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით.2
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია ცვლილება, მათ შორის, საქართველოს
კონსტიტუციაში და შემოთავაზებულია საქართველოს პარლამენტის წევრის თავისუფალი
მანდატის პრინციპის შეცვლა; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს
საამომრჩევლო პასუხისმგებლობის მექანიზმის შემოღებას, რომელიც გულისხმობს საარჩევნო
კამპანიის
წარმოებისას
გაცემული
ძირითადი
პარტიული
დანაპირების
ცესკოში
რეგისტრაციას, ხოლო ასეთი დანაპირების უმრავლესობის შეუსრულებლობის შემთხვევაში −
საარჩევნო მანდატის (პარლამენტის წევრის მანდატის) ავტომატურ ანულირებას.
აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ მისი
მისაღებად ცნობა, პირველ რიგში, პროცედურული თვალსაზრისით არის მიზანშეუწონელი,
რადგან მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი
კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე
სუბიექტად ჩაითვლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,3 მაგრამ პარლამენტის კომიტეტი,
როგორც საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი, არ შეიძლება იყოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი (საკანონმდებლო ინიციატივის წესით
1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
3 იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-11 პუნქტი.
წარმდგენი).4 ამგვარად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობა ამ
თვალსაზრისით მიზანშეუწონელია.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი
მოდელის პირობებში (რომელიც პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატის პრინციპს
დეკლარირებს) პოლიტიკურ პარტიათა და პარლამენტის წევრთა მიერ გაცემული საარჩევნო
დანაპირების შეუსრულებლობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იწვევს, რაც მომდევნო
არჩევნებში იმავე პოლიტიკურ პარტიათა და პარლამენტის წევრთა მიმართ ამომრჩევლის
მხარდაჭერის შემცირებაში გამოიხატება.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „შეცვალე
საქართველოს“ (გიორგი გაგნიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს
კონსტიტუციაში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით და „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-10188/21;
21.07.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
4 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი.