საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინფორმაცია, 2021 წლის 12 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის მიერ, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-12940/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (6)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (7)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (8)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (9)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (10)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (11)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (12)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-10-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 12

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა 2021 წლის 12 ოქტომბერი 12:00 საათი ქ . თბილისი , რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი დღის წესრიგი 1. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისთვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/78; 01.10.2021) განხილვა. მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (110820/21/10; 30.07.2021). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე კულტურის კომიტეტის სხდომა დღის წესრიგი 3. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ელისო ბოლქვაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
ოქმი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომის სხდომის ოქმი N 12 2021წლის 12 ოქტომბერი 12:00 საათი ქ.თბილისი,რუსთაველის გამზირიN8 საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქეთევან დუმბაძე, ზაზა ლომინაძე (უფლებამონაცვლე) - დავით მათიკაშვილი, შოთა ხაბარელი (უფლებამონაცვლე) ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე, ხათუნა კვიციანი, როსტომ ჩხეიძე, ანა ნაცვლიშვილი (უფლებამონაცვლე) - არმაზ ახვლედიანი, გრიგოლ ვაშაძე. აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: ლალი ლორია - კულტურის თანამშრომელი. კომიტეტის აპარატის დღის წესრიგი 1. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022 2025 წლებისთვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/78; 01.10.2021) - განხილვა. მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-10820/21/10; 30.07.2021). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე კულტურის კომიტეტის სხდომა დღის წესრიგი 3. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ელისო ბოლქვაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა გახსნა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ. მან დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი. 2. მოისმინეს: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის თანახმად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 343 მლნ. ლარით იგეგმება. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის შესახებ, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მომხსენებლმა კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები, ფინანსური მაჩვენებლები და ის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის პროექტი დაიგეგმა. მომხსენებელმა ისაუბრა როგორც საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე, ასევე საბიუჯეტო დეფიციტის კლების ტენდენციაზე, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების მონაცემებზე. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხებიდან 131 მლნ. ლარამდე მასობრივი სპორტის განვითარებაზე, 4 მლნ. ლარამდე კი ახალგაზრდობის ხელშეწყობის ღონისძიებებზე მიიმართება. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და რიგი მიმართულებების დაფინანსების გაზრდის აუცილებლობა აღნიშნეს. და პროგრამების გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის პირვანდელი ვერსია დოკუმენტის სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს და მისი კორექტივებისთვის და ცვლილებების შეტანისთვის სამინისტრო მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციები გამართოს. კომიტეტის თავმჯდომარემ პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ კულტურის სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, პირველ რიგში ფინანსური. ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისათვის. 1.2. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების და წინადადებების გათვალისწინებით, კომიტეტის წევრებმა, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს. 3.მოისმინეს: სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ. მან კოლეგებს განუმარტა, რომ კულტურის კომიტეტთან დარგში მრავალმხრივი რეფორმების განსახორციელებლად, საკითხების სიღრმისეულად შესწავლის, მტკიცებულებებსა და ჩართულობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. აღნიშნული საბჭო სათათბირო ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გაანალიზებას, მათი დაძლევის გზების, ახალი შესაძლებლობების და სამომავლო გეგმების დასახვას. კულტურის კომიტეტი და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას საინიციატივო ჯგუფებთან, რომლებიც წარმოადგენენ მათ ხედვებს კულტურის სფეროში არსებული დარგების განსავითარებლად. ასევე მივესალმებით და მზად ვართ შევხვდეთ ყველა თაობის ხელოვანს და კულტურის სფეროს მუშაკებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, მოვისმენთ მათ აზრებს და საჭიროების შემთხვევაში გავიზიარებთ კიდეც. ყველა ხელოვანი, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ხელშესაწყობად მონაწილეობას მიიღებს და ჩაერთვება სამუშაო პროცესში. გარდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, კომიტეტი და საბჭო გაეცნობა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას კულტურის პოლიტიკის შესწავლის კუთხით“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ. 3.კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს შექმნას. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ელისო ბოლქვაძე ლალი ლორია წარმოდგენილი