საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გიორგი ფანგანის კანდიდატურის თაობაზე (№07-1/10; 09.09. 2021)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-13015/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გიორგი ფანგანის კანდიდატურის თაობაზე (№07-1/10; 09.09. 2021)

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-18
ბიუროს ნომერი 88

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-13015/21 13-10-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფანგანის კანდიდატურა (№07- 1/10; 09.09. 2021). აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-13005/21 13-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფანგანის კანდიდატურების თაობაზე (№07- 1/10; 09.09. 2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა და საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად წარმოგიდგენთ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გიორგი ფანგანის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (მომხრე-9), რეკომენდაციას უწევს გიორგი ფანგანი არჩეულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად არჩევის შესახებ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე10 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს გიორგი ფანგანი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად 6 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 28 ოქტომბერს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2021 წლის -№---- – Iს კახაბერ კუჭავა