საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 13 ოქტომბრის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება „მეწამეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-18
ბიუროს ნომერი 88
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-13061/21
15-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ რომ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება „მეწამეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა
და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის
შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე.
აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს
პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი
ზარქუა, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge