საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ“ (№1-9092/21; 30.06.2021) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-18
ბიუროს ნომერი 88
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-13058/21
15-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს დაევალა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი
„მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ“
საკანონმდებლო წინადადების განხილვა (№1- 9092/21; 30.06.2021).
კომიტეტი ელოდება აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე შესაბამისი სამთავრობო
უწყებებიდან პოზიციების მიღებას. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge