საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ თავდაცვის ძალების ფონდის შექმნის თაობაზე (№1-8796/21; 25.06.2021) საკანონმდებლო წინადადებათან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-18
ბიუროს ნომერი 88
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-13083/21
15-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
თავდაცვის ძალების ფონდის შექმნის თაობაზე (1-8796/21. 25.06.21)
საკანონმდებლო წინადადების არსი არის ფონდის დაფუძნება თავდაცვის ძალების
სამხედროების თანადგომისთვის, ზუსტი დამიზნების მასალების შეძენისა და შექმნისთვის,
სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობით ეროვნულ დონეზე და მოკავშირე ქვეყნის
სახელმწიფოში. საერთო თავდაცვის დამატებითმა ანგარიშმა შემოწირულობა უნდა მიიღოს
საქართველოს მოქალაქეებისგან სხვადასხვა სახის ღონისძიებებით, რის ორგანიზაციასაც,
თავდაცვის ძალების მეგობრები სამოქალაქო საზოგადოებიდან განახორციელებენ ქვეყნის
ფარგლებში და მოკავშირე განვითარებულ ქვეყნებში საქართველოს თავდაცვის ძალების
საფონდო ორგანიზაციების დაფუძნებით. აგრეთვე უნდა მოხდეს აღნიშნული ქვეყნების
კანონდებლობების მიდგომის გაზიარება და რეფორმა, რომლებიც ითვალისწინებს მათი
მოქალაქის გადასახადებისგან განთავისუფლებას წელიწადში ზოგან 60%-ით, თუ ის
არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასოციაციებს და ფონდებს გაუკეთებს შემოწირულობას.
წარმოდგენილ შემთხვევაში იდეა შეეხება ფონდის დაარსებას, რომლისთვისაც ერთის
მხრივ საჭირო არაა კანონის მიღება, რადგანაც მისი დარეგისტრირება შესაძლებელია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით. შესაბამისად, რაიმე სახის
ფონდის დასაარსებლად კანონის მიღება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს (ისე
როგორც არსებობს მაგ. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი’’), ხოლო ფონდში
გადარიცხული თანხების დაბეგვრის რეჟიმიდან განთავისუფლების შემთხვევაში
წარმოდგენილი იდეის გათვალისწინება, წინააღმდეგობაში მოდის არსებულ საგადასახადო
პოლიტიკასთან: აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პრაქტიკული განხორციელება
გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ახლოვადიან, ასევე საშუალოვადიან და
გრძელვადიან საგადასახდო შემოსავლებზე, წინადადებას კი არ ერთვის შესაბამისი
საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშებები, გამომდინარე აქედან მიზანშეწონილი არ არის
საკითხის განხილვის შემდგომი გაგრძელება.
საკითხზე
მსჯელობისას
გასათვალისწინებელია
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს პოზიცია საკითხთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც ,,აღნიშნული ტიპის
ფონდის დაფუძნების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს
ამ თვალსაზრისით არსებული საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, წინა გამოცდილება,
წარმოშობილი პრობლემები და სირთულეები’’.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომიტეტს მართებულად მიაჩნია რომ წინადადების
ავტორმა კონსულტაციები გამართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო
აღნიშნული წინადადება კომიტეტის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნეს უარყოფილად.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია