„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.10.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/82/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ აქტს - ბრძანებას ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“. 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეები შესაბამის დარგებში. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შესაბამის დარგებში.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები, რომელთა სტატუსი და ფუნქციები განისაზღვრება ხსენებული კანონით. აღნიშნული სააგენტოები შეიქმნა 2011 წელს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის (შემდგომში - ადმინისტრაცია) რეორგანიზაციის შედეგად - მის ბაზაზე. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს წარმოადგენდა სამი დეპარტამენტი: სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის და საავტომობილო ტრანსპორტის. ადმინისტრაციის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ნორმატიულ აქტებს. შესაბამისად, ავიაციის, საავტომობილო და საზღვაო სფეროს ტექნიკური რეგულირება ხდებოდა ადმინისტრაციის უფროსის ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2011 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სააგენტოებიდან, აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებს, ხოლო, სახმელეთო ტრანსპორტის დარგის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სატრანსპორტო ოპერაციების მნიშვნელოვანი ზრდიდან გამომდინარე, სახმელეთო ტრანსპორტის დარგის განვითარების, დარგში არსებულ საკითხებზე ოპერატიულად რეაგირების, პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს დირექტორს მიეცეს დარგის მარეგულირებელი ნორმატიულ აქტების გამოცემის უფლებამისილება. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება სააგენტოს დონეზე ისეთი საკითხის მოსაწესრიგებლად როგორიცაა - საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (რომელიც მიღებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ან/და პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით დადგენილი კვოტების ფარგლებში) საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე გაცემა, რომელიც შეზღუდული რაოდენობის პირობებში საჭიროებს ნორმატიულ მოწესრიგებას. ამასთან, წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი სადაც აღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა: ა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (რომელიც მიღებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ან/და პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით დადგენილი კვოტების ფარგლებში), რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე. ამ ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით;“. ასევე, მნიშვნელოვანია სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის სახით მოწესრიგდეს სააგენტოში არსებული საკვალიფიკაციო ცენტრის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი, რაც მოიცავს სწავლების ორგანიზაციულ საკითხებს, სასწავლო პროგრამების, სილაბუსების დამტკიცებას და ა.შ. 2. კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეები შესაბამის დარგებში. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შესაბამის დარგებში და სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დარგში. რამდენადაც ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, პროექტით, ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. 3. წინამდებარე კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას - მუხლი 2, რომლის საფუძველზე, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. აღნიშნული მიმართულებით, შესაბამისი უწყებების მიერ ჩასატარებელი იქნება შემდეგი სახის სამუშაო: 1) ცვლილების პროექტის მომზადება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის N89 დადგენილებაში - ტექნიკური რეგლამენტის „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე (რაც ითვალისწინებს ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ცვლილებას). 2) ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შემდეგი ბრძანებების: ა) „სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბრის N1-1/490 ბრძანება; ბ) „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 მარტის N1-1/100 ბრძანება; გ) „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 15 ნოემბერის № 1-1/323 ბრძანება. 3) სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მინისტრის წინამდებარე ბრძანებებით განსაზღვრულ საკითხებზე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებების გამოცემა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია სააგენტოს დირექტორს მიეცეს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სააგენტოსთვის დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, გაიზრდება დარგის ეფექტიანად და მოქნილად მართვის და განვითარების შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონში გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ სააგენტოს დირექტორს მიეცეს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება. შესაბამისად, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ აქტს - ბრძანებას ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება კანონის მე-10 მუხლის (გარდამავალი დებულებანი) მე-3 პუნქტში. ამასთან, კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვადებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოშობას. გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წე ვრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება სხვა ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.