საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია 2021 წლის 26 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის გელა სამხარაულის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13520/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-10-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 18

📜 ტექსტი

ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი #18 2021 წლის 26 ოქტომბერი 1600 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი #304 (A-კორპუსი) სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია (უფლებამონაცვლე - ხათუნა კვიციანი), შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, გელა სამხარაული, გოდერძი ჩანქსელიანი, ცეზარ ჩოჩელი (უფლებამონაცვლე - რომან გოცირიძე), ხატია წილოსანი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, თინათინ ოდილავაძე, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, ნანო კორშია, ირმა ქიტიაშვილი, ალინა ძიძიგური. მოწვეული სტუმრები: ოთარ შამუგია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 2. აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით. (მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I.მოისმინეს: ნინო წილოსანის თავმჯდომარის ინფორმაცია პირველი - აგრარულ მოადგილის საკითხთა არჩევასთან კომიტეტის დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობაზე წარადგინა კომიტეტის წევრი - გელა სამხარაული. გადაწყვიტეს: კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ღია კენჭისყრით (8 მომხრე, 0 წინააღმდეგი), თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, აირჩია კომიტეტის წევრი - გელა სამხარაული. 2 II. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას გამოაკლდა წევრი - თამაზ კუნჭულია (გარდაცვალების გამო). ასევე, კომიტეტის ყოფილი წევრის - ალექსანდრე მოწერელიას ნაცვლად, ჯგუფს უხელმძღვანელებს კომიტეტის წევრი - ხატია წილოსანი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა, მხარი დაუჭირა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილი ცვლილების შეტანას . III. მოისმინეს: ლევან მეხუზლას ინფორმაცია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება მევენახეობა- მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები და სხვა. მომხსენებელმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა უმთავრესად მიმართული იყო რთველის ორგანიზებულად ჩატარების სამზადისსა და წარმართვაზე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე და სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამების განხორციელების მიმდინარეობაზე. 3 წარმოადგინა პროგრამის - „მევენახეობის განვითარების ღონისძიებები“ - მიზანია საქართველოს მევენახეობის უწყებრივი კადასტრის შექმნა. საქართველოში არსებული ყველა ვენახი უნდა აღირიცხოს ციფრულად, დადგინდეს თითოეული ნაკვეთის მდებარეობა, ფართობი, მფლობელი, ვაზის ჯიში, ძირთა რაოდენობა, ვენახის ასაკი და ა. შ. სრულად აღიწერა კახეთის ვენახები, რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონა. პროგრამა „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“. რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ თელავში 20 აგვისტოს გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით ყურძნის გადამუშავების პროცესში მონაწილება მიიღო 245 კომპანიამ, რომელთა მიერ გადამუშავებული იქნა 235 ათასი ტონა ყურძენი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ შეადგინა 285 მლნ ლარზე მეტი. კახეთის რეგიონში სამრეწველო დანიშნულებით, სულ გადამუშავებული იქნა 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, ღირებულებით 268 მლნ ლარი. ღვინო „ხვანჭკარის“ საწარმოებლად კომპანიების მიერ რაჭალეჩხუმის რეგიონში შეძენილი იქნა 1706 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ამ და სხვა ჯიშის ყურძნის რეალიზაციის შედეგად რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის შემოსავალმა შეადგინა 12 მილიონ ლარამდე. ყურძენი ჩააბარა 25 000-მდე პირმა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ყურძნის რაოდენობასა და ფასებზე კახეთში. ასევე, დეტალურად ისაუბრა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე ქვეყნების მიხედვით ( 2021 წლის 9 თვის მონაცემებით). აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელიც დაინტერესდა რამდენიმე საკითხით. პირველი კითხვა შეხებოდა ყურძნის ხარისხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა, როგორ იმუშავა კრიტერიუმმა, რომელიც სეტყვასთან და სხვა ბუნებრივ პირობებში მიღებული ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა ექსპორტის თემით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებით. მოხსენებაში წარმოდგენილ ბაზრებზე ქართული ღვინის შეტანის ზრდა მაჩვენებელია, რომ სწორი ნაბიჯებია გადადგმული. (პოლონეთი-24%-ით ზრდა, გერმანია - 21%-ით; აშშ 18%-ით და ა.შ). 2. ლევან მეხუზლა: რომელმაც გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ იზრუნა და აქცენტი გააკეთა მოსავლის ხარისხზე. ამ ეტაპზე 235 000 ტონიდან 15000 ტონამდე იყო არაკონდიციური ყურძენი. 4 ექსპორტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რაც გამოიხატება ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეირჩა სტრატეგიული ბაზრები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ჩინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც დაემატა გერმანია. მომავალი წლიდან, შესაძლოა დაემატოს სამხრეთ კორეა). სააგენტოს აღნიშნულ ქვეყნებში ყავს პარტნიორები. 3. იაგო ხვიჩია: რომელიც დაინტერესდა საქართველოს მოსახლეობის მიერ რეალიზებული ყურძნიდან მიღებული 285 მილიონი ლარიდან, რამდენია ბიუჯეტიდან დახარჯული და ასევე, დაინტერესდა 5 წლის სტატისტიკური მონაცემებით, რა თანხა იხარჯებოდა ამ პერიოდის მანძილზე ბიუჯეტიდან. იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, თუ მიზანია, გლეხისგან ყურძნის ჩაბარება, რატომ არ ხდება მოუწესრიგებელი საკადასტრო მონაცემების გამო ყურძნის მიღება. უწყებრივი კადასტრების შექმნით, რა ვალდებულება ექნება ადამიანს, რომ საქმიანობა შეძლოს. ვენახების კადასტრის მიზნობრიობა რა არის და სააგენტოს არსებობა, რა ვალდებულებას წარმოშობს ღვინის ბიზნესში ჩართული მოქალაქისათვის. 4. ლევან მეხუზლა: რომელმაც განმარტა, რომ 285 მილიონი ლარში, სავარაუდოდ, არ არის შესული იმერეთის და ცაგერის მონაცემები, თუმცა ეს ციფრი 90% სიზუსტისაა, რადგან კახეთში არის საქართველოს ვენახების 90%. სახელმწიფოს მხრიდან 100 მილიონია გამოყოფილი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე. რაც შეეხება ვენახების კადასტრს, ის უზრუნველყოფს მიკვლევადობას, ღვინის მაღალ ხარისხს. ნებისმიერი ბოთლისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომელი ვენახიდან არის ყურძენი. ბოთლის წარწერა უნდა იყოს უტყუარი. უმთავრესია, ვენახები სრულად იყოს აღწერილი. რეგისტრაცია სააგენტოში აუცილებელია და ექსპორტის დროსაც აუცილებელია შესაბამისობის სერტიფიცირება. მათ აქვთ ვალდებულება, რომ ღვინო აწარმოონ იმ ვენახიდან, რომელსაც აქვს კადასტრი. 5. ხატია წილოსანი: რომელმაც ბიუჯეტიდან დახარჯულ სტატისტიკაზე განმარტა, რომ თანამონაწილეობა და ინტერვენცია სახელმწიფოს მხრიდან დიდი არ არის. ადრე თუ მოდიოდა 50000 ტონა ყურძენი და იხარჯებოდა 50 მილიონი რთველის ღონისძიებებზე, ეხლა 5 235000 ტონაზე 100 მილიონია გამოყოფილი. წითელ ჯიშებზე საერთოდ არ ხორციელდება სუბსიდირება. კადასტრთან დაკავშირებით - კადასტრი ეხმარება სახელმწიფოს და პირველ რიგში გადასახადის გადამხდელებს, რომ არ იყოს არამიზნობრივი ხარჯები, მისი მეშვეობით ადგენენ მოსავლიანობას. თუ ადამიანს სუბსიდირების სქემაში უნდა მონაწილეობის მიღება, ამ შემთხვევაში გარდაუვალი ვალდებულება უდგება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის ერთად დანახვა, რომ სწორად იყოს მხარდაჭერის პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული და არ იყოს მაღალი არამიზნობრივი ხარჯები. მიწის რეგისტრაციის, ზოგადად, ქონების და საკუთრების რეგისტრაციის გარეშე, შეუძლებელია სწორი პოლიტიკის მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში გატარება და რადგან დაწინაურებულია, სწორი ნაბიჯებია გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან და ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რომლისთვისაც კადასტრი გაკეთდა, მეღვინეობას უკავშირდება. ასევე, აზრი გამოთქვეს: გელა სამხარაულმა, ოთარ შამუგიამ და სხვებმა, ხოლო მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 6