საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-9322/21; 06.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13441/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-13441/21 25-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, მარიამ ჭყონიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9322/21; 06.07.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 18 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9322/21; 06.07.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 1261 მუხლის ამოღება, რომელიც ოჯახში ძალადობის დანაშაულებრიობასა და ამ დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელებს ადგენს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამ მუხლის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღება აუცილებელია, რადგან მას პრაქტიკაში ხშირად პროვოკაციულად და ბოროტად იყენებენ. II. კომიტეტის შეფასება 1261 მუხლი („ოჯახში ძალადობა“) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2012 წლის 12 ივნისის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად და ის ემსახურება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნების იმპლემენტაციას.1 საქართველომ ამ 1 იხ. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (N07-3/588; 11.04.2012) განმარტებითი ბარათი: https://parliament.ge/legislation/6591 https://info.parliament.ge/#law-drafting/6591 თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კონვენციის რატიფიცირება 2017 წლის 5 აპრილს განახორციელა.2 შესაბამისად, 1261 მუხლის შინაარსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღება მიზანშეუწონელია აღნიშნული კონვენციის მიზნების იმპლემენტაციის საკითხის შესაძლო დაზიანების გამო. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 1261 მუხლის ამოღების შემთხვევაშიც კი ამავე კოდექსში მაინც დარჩებოდა ნორმა, კერძოდ, 126-ე მუხლი, რომელიც ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, ქმედებათა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობას დაადგენდა. ამიტომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 1261 მუხლის ამოღებით თითქოს მოგვარდებოდა ამ მუხლის პრაქტიკაში პროვოკაციულად და ბოროტად შესაძლო გამოყენების შემთხვევები, დაუსაბუთებელია, რაც ასევე მიანიშნებს საკანონმდებლო წინადადების გაზიარების მიზანშეუწონლობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9322/21; 06.07.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 2 იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3634265?publication=0