საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ ადვოკატთა სტატუსის გაძლიერების შესახებ (№1-6738/21; 25.05.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13440/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-13440/21 25-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ადვოკატთა სტატუსის გაძლიერების შესახებ (N1-6738/21; 25.05.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 18 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ადვოკატთა სტატუსის გაძლიერების შესახებ (N1-6738/21; 25.05.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების1 ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის თაობაზე.2 ამასთანავე, ადვოკატი უფლებამოსილია ეს ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარუდგინოს. ამ შემთხვევაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უცვლელი სახით უნდა წარუდგინოს აღნიშნული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი).3 „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „საეჭვო გარიგება“ არის გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას. 2 იხ. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი. 3 იხ. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი და მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. 1 თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ადვოკატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებას და, შესაბამისად, ადვოკატის ზემოხსენებული ვალდებულებისგან გათავისუფლებას. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამ ვალდებულების არსებობა აკნინებს ადვოკატის დამოუკიდებლობას და ის − ადვოკატის პროფესიისთვის შეუფერებელი, ხოლო საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. II. კომიტეტის შეფასება 2012 წლის 6 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსგავს საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „მიშო საფრანგეთის წინააღმდეგ“.4 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში იმსჯელა ადვოკატთა იმ ვალდებულებაზე, რომლის თანახმადაც, მათ საფრანგეთში მოქმედი ფინანსური დაზვერვის ეროვნული ორგანოსთვის (Tracfin-ისთვის) გარკვეულ გარემოებებში უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია მათი კლიენტების კუთვნილი ფულის ოდენობის შესახებ, თუკი გაუჩნდებოდათ ეჭვი, რომ ეს ფული მოპოვებული იყო ისეთი დანაშაულებრივი საქმიანობის გზით, როგორიც არის ფულის გათეთრება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ იურისტის პროფესიული პრივილეგია არ არის ხელშეუხებელი და მის მნიშვნელობას უპირისპირდება სახელმწიფოს ფუნქცია დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული ისეთი შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც შესაძლოა, რომ, მაგალითად, ნარკოტიკით ვაჭრობასთან ან საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენებოდეს.5 საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადვოკატის ზემოხსენებული ვალდებულების ბუნებისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ადვოკატის ამ ვალდებულების იმ სახით არსებობა, როგორითაც ის საფრანგეთში მოქმედებდა, არ იყო არაპროპორციული ჩარევა იურისტის პროფესიულ პრივილეგიაში და, ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.6 „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით გათვალისწინებული ადვოკატის ვალდებულების ბუნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან 4 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მიშო საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Michaud v. France), განაცხადი N12323/11. 5 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მიშო საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Michaud v. France), განაცხადი N12323/11, 123-ე პუნქტი. 6 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მიშო საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Michaud v. France), განაცხადი N12323/11, 117-ე−132-ე პუნქტები. შესრულების მცდელობის შესახებ ანგარიშგების წარდგენის თაობაზე სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების არსსა და მიდგომას. ეს შესაბამისობა იქიდანაც ვლინდება, რომ ამავე კანონისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადვოკატი აღნიშნულ ანგარიშგებას წარადგენს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისთვის კანონით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპსა და ვალდებულებას.7 ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საკანონმდებლო წინადადების გაზიარებისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრების მიხედვით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს. ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ადვოკატთა სტატუსის გაძლიერების შესახებ (1-6738/21; 25.05.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იხ. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 11 პუნქტი. 7