საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(№1-10424/21; 26.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-13439/21
25-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ლაშა ჯანიბეგაშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-10424/21; 26.07.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 18 ოქტომბრის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
ლაშა
ჯანიბეგაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-10424/21; 26.07.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შევიდეს ცვლილება საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
და
სისხლისსამართლებრივად
დასჯად
ქმედებად
გამოცხადდეს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა მისთვის ხელის შეშლის მიზნით.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის
საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევისათვის, ხოლო იმავე კოდექსის 365-ე მუხლი
ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადვოკატის ან მისი ახლო
ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების
განადგურების ან დაზიანების მუქარისათვის გამოძიებასთან, დაცვის განხორციელებასთან,
სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ამგვარად, საკანონმდებლო წინადადების
ავტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილების შინაარსი ასახულია საქართველოს სისხლის
სამართლის მოქმედ კოდექსში და, აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების
მისაღებად ცნობა არ არის მიზანშეწონილი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
ლაშა
ჯანიბეგაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-10424/21; 26.07.2021)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი