საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, საქართველოოს მოქალაქე მირზა ყურაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4369/21; 06.04.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-13442/21
25-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
მირზა ყურაძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის მირზა ყურაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4369/21; 06.04.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 18 ოქტომბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მოთავსებული
მსჯავრდებულის
მირზა
ყურაძის
მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4369/21;
06.04.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
ცვლილებებს
საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსსა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში; კერძოდ,
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ნარკოტიკული საშუალებებისა და
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ნივთიერებების უკანონო შეძენისა და
შენახვის ერთგვარი დეკრიმინალიზაცია, ნარკოტიკული საშუალებებისა და სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის ახალი წესი
(მათი კატეგორიზაცია მცირე ოდენობად, დიდ ოდენობად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად,
ზეოდენობად) და მათ უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული სასჯელების გადასინჯვა.
II. კომიტეტის შეფასება
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ძირეული ცვლილებები ნარკოტიკულ
საშუალებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა ნივთიერებათა უკანონო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ბრუნვის საკითხების მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებში. თუმცა აღნიშნული
ცვლილებები შემოთავაზებულია ფრაგმენტულად, ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადება
მოკლებულია სათანადო დასაბუთებასა და სამედიცინო და სხვა თვალსაზრისით ჯეროვან
ექსპერტულ ანალიზს; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებაში არ არის სათანადოდ
ნამსჯელი და გაანალიზებული ის რისკები და უარყოფითი შედეგები (თუნდაც ნარკოტიკულ
საშუალებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა ნივთიერებათა გასაღების
ალბათობის გაზრდის ნაწილში), რომლებიც ამ ნივთიერებების შეძენისა და შენახვის ერთგვარ
დეკრიმინალიზაციას სავარაუდოდ მოჰყვება; საკანონმდებლო წინადადებაში ასევე არ არის
წარმოდგენილი ნარკოტიკულ საშუალებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ
სხვა ნივთიერებათა ოდენობების ახალი კატეგორიზაციის ჯეროვანი ექსპერტული ანალიზი
სამედიცინო და სხვა საჭირო თვალსაზრისით.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მოთავსებული
მსჯავრდებულის
მირზა
ყურაძის
მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4369/21;
06.04.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი