საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქე ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-12164/21; 31.08.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13443/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-13443/21 25-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ოთარ ლოლუას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12164/21; 31.08.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 18 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12164/21; 31.08.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, პატიმრობის კოდექსის 61-ე მუხლს დაემატოს იმავე კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მსგავსი ნორმა, რომელშიც ჩაიწერება, რომ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისას მსჯავრდებულს მოეთხოვებოდეს, წერილობით გამოხატოს თანხმობა, რომ შეასრულებს დაწესებულებისთვის დადგენილ ვალდებულებებს, კერძოდ, ისწავლის ან/და იმუშავებს, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში და დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებსა და დაწესებულების მიერ დადგენილ წესებს. II. კომიტეტის შეფასება პატიმრობის კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს შემდეგი სახის ნორმას: „დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა, შეასრულოს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კერძოდ, ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.“ საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით კი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებების შესრულების (კერძოდ, სწავლის ან/და მუშაობის) და დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესახებ თანხმობის წერილობით გამოხატვა უნდა მოეთხოვებოდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულსაც; მეტიც, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისას მსჯავრდებულს ასევე უნდა მოეთხოვებოდეს, წერილობით გამოხატოს თანხმობა, რომ დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებსა და დაწესებულების მიერ დადგენილ წესებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ პატიმრობის კოდექსის ზემოხსენებული 601 მუხლის მე-2 ნაწილის ნორმა დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ გარკვეული წესების დაცვის შესახებ თანხმობის გამოხატვაში თავისთავად მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესების დაცვის შესახებ თანხმობასაც და, ამდენად, ამ საკითხის კოდექსში დამატებით დაკონკრეტების აუცილებლობა არ არსებობს. ანალოგიური თანხმობის გამოხატვის მოთხოვნის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზედაც გავრცელების საკითხთან მიმართებით კი გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი თანხმობის გამოხატვის მოთხოვნა ვერ გავრცელდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე, ვინაიდან, პატიმრობის კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული საერთოდ არ აცხადებს თანხმობას ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებაზე, განსხვავებით დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისაგან, რომელსაც დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისივე წერილობითი თანხმობით ათავსებენ. შესაბამისად, გარკვეული წესების დაცვის თაობაზე წერილობითი თანხმობის გამოხატვის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის მოთხოვნა ალოგიკურია, რადგან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული შესაძლოა საერთოდ არ იყოს თანახმა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებაზე, განსხვავებით დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისაგან, რომელიც თანახმაა, პირველ რიგში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებაზე და შემდეგ უკვე იქ არსებული წესების დაცვაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. კომიტეტი III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12164/21; 31.08.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი