საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას და ხათუნა სამნიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/58; 20.05.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13393/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
შენიშვნა საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-13393/21 22-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/58; 20.05.21). აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მიმდინარე პერიოდში საქართველოს პარლამენტის სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ, ამ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge