საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/77; 29.09.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
📜 ტექსტი
წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-13416/21
25-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ მიხეილ ყაველაშვილის (2-13407/21; 24.10.2021) წერილი,
რომლითაც ავტორმა გვაცნობა, რომ
ითხოვს
საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/77; 29.09.2021) განხილვის გადავადებას ორი კვირით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე
გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა
გაუგრძელოთ ორი კვირით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი
2-13407/21
24-10-2021
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
გაცნობებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა,
მიმართა პარლამენტის ბიუროს (წერილი N2-13406/21; 23.10.2021) საქართველოს
კანონის პროექტის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/77; 29.09.2021) განხილვის ვადის ორი კვირით
გადადების თაობაზე, კანონპროექტის ღრმად შესწავლის და გაანალიზების მიზნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge