საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“ და „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ თემატური მოკვლევის ჯგუფების მუშაობის ვადის, ჯგუფების მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-13437/21
25-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიმდინარეობს შემდეგი
თემატური მოკვლევები:
-
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული
სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“,
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების
პერსპექტივები“ თემატური მოკვლევების დაწყების თაობაზე,
„განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“,
„მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები
კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის
თანახმად, „განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ და
„მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები
კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევების ვადა გავაგრძელეთ 1
თვით (N2-11985/21; 16.09.2021). თუმცა, აღნიშნულ ვადაში ვერ მოესწრო საკითხის ზეპირი
მოსმენა და დასკვნის მომზადება.
ზემოაღნიშნული საკითხების მოკვლევის ვადები ემთხვევა მუნიციპალიტეტის ორგანოების
არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდს, რის გამოც საქართველოს პარლამენტი სრული
დატვირთვით ვერ იმუშავებს. შესაბამისად, მოკვლევების ჯგუფების მიერ საკითხების
მოკვლევა შესაძლოა ვერ მოესწროს. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით,
გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული თემატური მოკვლევების ვადების გაგრძელება
ერთი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge