საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 4-6 ოქტომბერს პოლონეთში და 15-16 ოქტომბერს ესტონეთში ვიზიტის ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-13382/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-13382/21 22-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიმდინარე წლის 4-6 ოქტომბერს პოლონეთში და 15-16 ოქტომბერს ესტონეთში ვიზიტის ანგარიშებს. გთხოვთ მიიღოთ ცნობად. დანართი 7 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ესტონეთში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტე„ტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის სამუშაო ვიზიტის ანგარიში 12-15 ოქტომბერი ქ.ტალინი, ესტონეთი 2021 წლის 12-15 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ტალინის მე-7 კონფერენციაში, სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რას აკეთებ დღეს“. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარკო მიჰკელსონთან, ესტონეთისაქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევა-მარია ლიიმეტსთან, ასევე ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან და ესტონეთის დიპლომატიის სკოლის მსმენელებთან. მარკო მიჰკელსონთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი, აღნიშნული ფორმატის განვითარების/განახლების მნიშვნელობა, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ხელისუფლების მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინები, საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს როლი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში. მარკო მიჰკელსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ ბალტიელ კოლეგებთან ერთად, მომავალ წელს ვიზიტით ესტუმრება თბილისს. ნიკოლოზ სამხარაძე მიესალმა ერთობლივი ვიზიტის სურვილს; ამასთან, აღნიშნა, რომ მისასალმებელი იქნებოდა, თუ მომავალი წლის განმავლობაში, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში განახორციელებდა ორმხრივ ვიზიტსაც და შეპირდა ესტონელ კოლეგას მოსაწვევი წერილის გამოგზავნას. ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრაზე განხილვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის დესტრუქციული ქმედებები, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, არაღიაღების პოლიტიკა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და პრიორიტეტები და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. მეგობრობის ჯგუფმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ესტონეთი იყენებს ყველა შესაძლო პლატფორმას აღნიშნული მხარდაჭერის ხაზგასასმელად. ევა-მარია ლიიმეტესთან შეხვედრაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისათვის. ევა-მარია ლიიმეტსმა აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელება და ხაზი გაუსვა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ესტონეთის არამუდმივ წევრობას (2020-2021 წწ), როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის დამატებით შესაძლებლობას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დემოკრატიული რეფორმები, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევები. ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მსმენელებთან შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ყარაბაღის ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება. ყურადღება გამახვილდა გლობალურ ჭრილში, მათ შორის, ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს და რეფორმების დღის წესრიგს. ნიკოლოზ სამხარაძემ ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. ესტონეთის დიპლომატიის სკოლის მსმენელებთან შეხვედრაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ისაუბრა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებზე; ყურადღება გაამახვილა სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას. მსმენელები კავკასიის რეგიონში არსებული ვითარებით და სამშვიდობო პროცესში საქართველოს როლით დაინტერესდნენ, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა. ტალინში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ტალინის მე-7 კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ, სახელწოდებით: „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ: მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რას აკეთებ დღეს“ და სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ეხებოდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებს. ნიკოლოზ სამხარაძემ მოხსენებისას ისაუბრა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ, მიმოიხილა საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღა, ყურადღება გაამახვილა პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა პროკურატურის ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად გამოყოფას. მან აღნიშნა პენიტენციურ სისტემაში გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებიც, რაც მისი განცხადებით, ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ რეფორმად არის აღიარებული მათ შორის, ევროკავშირის მიერ. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში ანტიკორუფციული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით რეფორმა ქვეყანაში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ასევე აღნიშნა საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, რომლის შესაბამისად გაიმართა 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები. ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ხსენებული რეფორმები მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს იმ დღის წესრიგისა, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან და რაც განაპირობებს კიდეც ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას. მისივე განცხადებით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შემდგომ, საქართველო, მსოფლიო ბანკის 2021 წლის კანონის უზენაესობის რეიტინგებში, ძალიან დიდი უპირატესობით უსწრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და ასევე, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებსაც კი, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროგრესის მაჩვენებელია კანონის უზენაესობის სისტემის რეფორმირებაში. დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირებაზე, რომლის განხილვა პარლამენტში უკვე მომავალი წლიდან დაიწყება და კანონის უზენაესობის მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა 22.10.2021
ანგარიში
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის - ნიკოლოზ სამხარაძის ვიზიტის ანგარიში 4-6 ოქტომბერი ქ.ვარშავა, პოლონეთის რესპუბლიკა 2021 წლის 4-6 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის - ნიკოლოზ სამხარაძის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ხატიაშვილი და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული - ნინო ბააკაშვილი. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე და შეხვედრები გამართა პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, კერძოდ: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - მარჩინ ფშიდაჩთან, ნატო-ს ევროპული სარდლობლის ყოფილ ხელმძღვანელთან, ატლანტიკური საბჭოს ბორდის წევრთან - გენერალ ფილიპ ბრიდლოვთან, პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან - იაცეკ ჩაპუტოვიჩთან, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრთან - ჯორჯე რადულოვიჩთან, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან - ფრანო მატუსიჩთან, პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარეკ კუხჩისნკისთან, გერმანიის ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საგარეო პოლიტიკის მდივანთან - ნილს შმიდთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან - არკადიუშ მულარჩიკთან, პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოადგილესთან, ოპოზიციური პარტიის წევრთან პაველ კოვალთან და ეუთო/ოდირის დირექტორთან - მატეო მეკაჩისთან. მარჩინ ფშიდაჩთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, პოლონეთის ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობა და პრიორიტეტები, მარჩინ ფშიდაჩის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები და 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე დაგეგმილ განაცხადთან დაკავშირებული საკითხები. პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა. გენერალ ფილიპ ბრიდლოვთან შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის პროვოკაციული და აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მთლიანად რეგიონში, მთიანი ყარაბაღის მოვლენების შემდგომი ახალი უსაფრთხოების და პოლიტიკური რეალობა, ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებული საქართველოს ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. გამოწვევები, აშშ- იაცეკ ჩაპუტოვიჩთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი და დაგეგმილი რეფორმები, პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი და ორმხრივი ურთიერთობები; ჯორკე რადულოვიჩთან შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას, მონტენეგროს მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ და გამოთქვა მზაობა, რომ დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში. ასევე, ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით მონტენეგრო მზად არის, რომ საქართველოს გაუზიაროს თავისი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იქნება 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის. შეხვედრის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მონტენეგროს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოიწვია თავისი ქართველი კოლეგა მონტენეგროში. თავის მხრივ, ნიკოლოზ სამხარაძემ, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოში მოიწვია მონტენეგროს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ფრანო მატუსიჩთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მან ასევე გააცნო ხორვატიულ მხარეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ტურიზმის და ვაჭრობის მიმართულებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე და ამ კუთხით, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში მოიწვია ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. მარეკ კუხჩინსკისთან შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე და ამ პროცესში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობას და უახლოეს მომავალში მის ჩატარებას საქართველოში. ამის გარდა, საუბარი შეეხო ახალი ფორმატების შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გააღრმავებს კავშირებს, როგორც საპარლამენტო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. ნიკოლოზ სამხარაძემ თავის პოლონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების და შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ. პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვა მზაობა, რომ მომავალშიც გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატებში. ნილს შმიდთან შეხვედრაზე კანონმდებლებმა ისაუბრეს გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებაზე, მათ მომავალ პრიორიტეტებსა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდგომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეფორმირების მნიშვნელობას, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს. გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის დირექტორს ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის მიზნით დამკვირვებლების მისიის მუშაობისთვის. ასევე, მან მიმოიხილა ქვეყანაში მიმიდინარე პოლიტიკური პროცესები და დაგეგმილი რეფორმები. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩატარებული სასამართლო რეფორმა. მატეო მეკაჩიმ პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გამოთქვა მზაობა, რომ მომავალში დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, ოდირის ექსპერტების ჩართულობით. სამხარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ ასამბლეაში ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და თურქეთის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სეიმის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტების პრეზიდიუმთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასალმბლეის პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან - არკადიუშ მულარჩიკთან შეხვედრაში, სადაც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უსაფრთხოება და ევროპის საბჭოს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის როლის გაზრდის მნიშვნელობა, რეგიონებში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. ნიკოლოზ სამხარაძე ასევე შეხვდა პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოადგილეს, ოპოზიციური პარტიის წევრს პაველ კოვალს. საუბარი შეეხო პოლონეთსა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ორმხრივი ასამბლეის, ასევე, საგარეო კომიტეტისა და მეგობრობის ჯგუფების ჩართულობით. პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში „ცენტრალური და შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევების“ გამართულ მრგვალ მაგიდაში და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. აღნიშნულ მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდა უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ჰანა ჰოპკო, იტალიის თავდაცვის ინსტიტუტის პროგრამის დირექტორი, ალესანდრო მარონე და ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრის, საერთაშორისო და უსაფრთხოების სწავლების კოლეჯის რექტორი, ანდრეუ მიხტა. თავის გამოსვლაში, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა დასავლეთის მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე, საქართველოს საკვანძო როლზე რეგიონში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის დესტრუქციულ ქმედებებზე, ასევე, მთიანი ყარაბაღის პოსტ-კონფლიქტურ გარემოებებზე და ავღანეთიდან ნატო-ს სამხედრო ძალების გასვლის შესაძლო შედეგებზე. მისივე განცხადებით, ნატო-ს ჯარების მიერ ავღანეთის დატოვება, ასევე, რეგიონში რუსეთის მზარდი გავლენა საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას. მან ხაზი ასევე გაუსვა იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთმა შეიმუშავოს თანმიმდევრული სტრატეგია რეგიონთან მიმართებაში და გააძლიეროს თავისი ჩართულობა. მისივე განცხადებით, შესაბამისად საჭიროა კიდევ უფრო გაღრმავდეს შავი ზღვის ქვეყნებთან კავშირები, განსაკუთრებით კი საქართველოსთან. მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა 11.10.2021