საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 18-20 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკაში კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-13461/21
25-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის 18-20 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და კომიტეტის
დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს.
გთხოვთ მიიღოთ ცნობად.
დანართი 2 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის - ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის
ანგარიში
18-20 ოქტომბერი
ქ. ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა
2021 წლის 18-20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის წევრების ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. დელეგაციას
ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე,
ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე - დავით ზილფიმიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი - ნიკოლოზ
ხატიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური შეხვედრა. ასევე, შედგა შეხვედრები აღნიშნული
კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის. ამის გარდა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ
გამართა შეხვედრა თურქეთის პარლამენტში არსებულ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელთან - ჰალილ ეთიემეზთან და ჯგუფის წევრებთან.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა
განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მიმართულებები. საუბარი
შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი,
თავდაცვა, უსაფრთხოება, ხალხთაშორისი კავშირები, კულტურა, ჯანდაცვა და სხვა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ
უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ამ კონტექსტში, ნიკოლოზ სამხარაძემ
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ
რთულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ქმედებებზე, საქართველოს
ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებზე და არაღიარების პოლიტიკაზე. აზერბაიჯანელმა და
თურქმა კოლეგებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოთქვეს მზაობა, რომ
მომავალშიც მხარი დაუჭირონ საქართველოს ამ საკითხში. შეხვედრის ბოლოს მხარეები
შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებენ საპარლამენტო განზომილებას, რომ ხელი შეუწყონ
რეგიონული სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას.
თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო
საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას,
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს მთავრობის
სამშვიდობო პოლიტიკას, არაღიარების პოლიტიკას, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების
პერსპექტივებს, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და რეგიონული კავშირების
გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, თურქეთსა და
აზერბაიჯანს შორის არსებული ენერგეტიული და ინფრასტრუქტურული პროექტების
მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის ხელშემწყობ ფაქტორზე.
თურქულმა მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა მზაობა, რომ მომავალშიც დაეხმაროს ჩვენს
ქვეყანას არაღიარების პოლიტიკის გატარებაში. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოთურქეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას, განსაზღვრეს რიგი მიმართულებები, სადაც არსებობს
ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას
საპარლამენტო კავშირების გასაძლიერებლად. ჰალილ ეთიემეზმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნნა, რომ თურქეთი გააგრძელებს საქართველოს
მხარდაჭერს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოთურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი
სხდომა, რომელიც მიეძღვნა რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, უსაფრთხოების და
სტაბილურობის ხელშეწყობას, და სამომავლო ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია სამი ქვეყნის
სტაბილურობისა და კეთიდღეობისკენ. ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ
საერთო ღირებულებებს, რომლებიც აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს აერთიანებს, რაც
მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირების გარდა მოიცავს, ისეთ გეოპოლიტიკური
ინტერესებს, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა,
ინფრასტრუქტურა და სხვა. მისი შეფასებით სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნების
წყალობით, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება
გლობალურ ჭრილში და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. „შავი ზღვისა და სამხრეთ
კავკასიის უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა
ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მჭიდრო
კავშირებისათვის“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრის ბოლოს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში
არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილეს საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე და
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონის უსაფრთხოების,
მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედზე.
თურქმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს გეოპოლიტიკურ
მნიშვნელობას და კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის,
რომ არსებული საპარლამენტო ფორმატი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანონ, რაც
პოზიტიურ გავლენას იქონიებს საპარლამენტო კავშირების გამყარებაზე და სტრატეგიული
კავშირების განმტკიცებაზე.
მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა
25.10.2021