საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება იურიდიული პროფესიის დაცვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041216109428
23.10.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება იურიდიული პროფესიის დაცვის შესახებ
შინაარსი: ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დანართი XIV-B
(სექტორი: 1. ბიზნეს მომსახურება - A. პროფესიული მომსახურება) ზღუდავს ქართველ
იურისტთა მიერ ევროკავშირის ტერიტორიაზე იურიდიული მომსახურების გაწევის
შესაძლებლობებს და უკავშირებს მას ადგილობრივ ადვოკატთა ასოციაციებში წევრობას,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართვთველოს ადვოკატთა
ასოციაციასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, გთხოვთ, განიხილოთ
ანალოგიური პირობების შემცველი საკანონმდებლო ნორმის შემოღება, რომელიც აღკვეთს ამ
ბოლო წლებში საქართველოში მომრავლებულ "იურიდიულ ფირმებს", რომლებიც
გაურკვეველი წარმოშობის პირების, "ექსპერტების" და იურიდიულ პროფესიასთან არანაირი
კავშირის არმქონე თაღლითების მიერ ნაწარმოები "იურიდიული კონსულტაციებით"
ატყუებენ უცხოელ და ქართველ მომხმარებელს, სთავაზობენ მათ არაპროფესიონალურ
მომსახურებას და ამგვარი მაქინაციებით აკნინებენ იურიდიულ პროფესიას და თავად
საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. ამჟამად არსებული მდგომარეობა ფრიად საგანგაშოა
და მოითხოვს სასწრაფო ჩარევას საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვინაიდან ხდება
იურიდიული პროფესიის დემონიზირება, მასში შესულია ასობით სხვადასხვა თაღლითი,
რომლებიც ყოველდღე ატყუებენ მომხმარებელს ფსევდო-ადვოკატის ამპლუაში.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: