საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი სრულფასოვანი კვებისათვის საჭირო თანხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან გამოყოფის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-16069/21
14-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე მ. ჭყონიას მიერ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი, სრულფასოვანი კვებისათვის
საჭირო თანხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან გამოყოფის
შესახებ (1-14093/21; 25.10.2021).
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 14
დეკემბერს განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
I . საკანონმდებლო წინადადების არსი
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მხრიდან მოხდეს იმ თანხების გამოყოფა, რომლითაც საჯარო სკოლებში
შესაძლებელი იქნება ბავშვთა ერთჯერადი, სრულფასოვანი კვება. საკანონმდებლო
წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ ბავშვთა განათლებაში ჩადებული ინვესტიცია
წარმატების წინაპირობაა.
II. კომიტეტის შეფასება
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტს გააჩნია შემდეგი პოზიცია:
როგორც
ცნობილია,
სამინისტრო
იკვლევს
ამჟამად
საქართველოს
ზემოაღნიშნულ
განათლებისა
საკითხს
და
და
მეცნიერების
შედეგები
შესაბამისად
საქართველოს მთავრობასაც წარედგინება. აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში
მოსწავლეთა კვების საკითხზე 2021 წლის 1 დეკემბერს მინისტრის საათის ფორმატშიც
იყო საუბარი. კომიტეტს მიაჩნია, რომ მოსწავლეთა კვების პრობლემის თაობაზე
მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროს მიერ კვლევის შედეგად შემუშავებული
პოზიცია, რომელშიც უნდა ჩანდეს ისეთი საკითხებიც როგორიცაა სახელმწიფო
ბიუჯეტთან მიმართება და
აგრეთვე ის თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა,
დიფერენცირებული თუ ერთგვაროვანი.
III. დასკვნითი ნაწილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო იგი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041216119227
25.10.2021
საქართველოს პარლამენტი
თავმჯდომარეს
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილს
პრემიერ მინისტრს
სათაური: საკანონმდებლო წინადადება
შინაარსი: განათლების სამინისტროს მხრიდან მოხდეს თანხის გამოყოფა იმისათვის რომ
საჯარო სკოლებში მოხდეს ბავშვთა ერთჯერადი სრულფასოვანი კვება. ბავშვთა
განათლებაში ჩადებული ინვესტიცია წარმატების წინაპირობაა და ნათელი მომავლის..
პატივისცემით,
მარიამ ჭყონია
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: