საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიშის (№1-5165/21;20.04.2021) განხილვის ვადის 22 ნოემბრამდე გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-13654/21
01-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 10 სექტემბერს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მოგვმართა
თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის
შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიშის (№1-5165/21; 20.04.2021) 30 დღით
ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის
შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიშის ახალი ვადის განსაზღვრა 2021
წლის 20 ნოემბრამდე.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-11835/21
10-09-2021
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N53/13, 13.05.2021 გადაწყვეტილებით, რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად
გადმოეცა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიში (№1-5165/21;
20.04.2021)
აღნიშნული ანგარიშის სავალდებულო წესით განხილვის ვადა თავდაპირველად
განსაზღვრული იყო 2021 წლის 3 ივნისამდე, ხოლო შემდეგ ბიუროს გადაწყვეტილებით
(N60/16, 31.05.2021) გაგრძელდა 2021 წლის 10 სექტემბრამდე.
მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოზარ სუბარი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge