საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041216254227
30.10.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: დაზუსტებული საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ
შინაარსი: ვინაიდან: (1) 2009-2021 წლებში ქ. თბილისის მერების მიერ გაცემულია 3000-ზე
მეტი სპეციალური ზონალური შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურის
სავალდებულო დასკვნების გარეშე (იხ. ცნობისათვის ქალაქ თბილისის საკრებულოს
27.03.2009 წლის 4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "განაშენიანების რეგულირების
წესები"–ს 24.3 მუხლი და ანალოგიური ნორმატიული შინაარსის საკრებულოს 24/05/2016
წლის #14/39 დადგენილება), და (2) ამგვარმა ფართომასშტაბიანმა თვითნებობისა და
კორუფციის 12- წლიანი უპრეცედენტო დანაშაულებრივმა პრაქტიკამ მაღალჩინოსან საჯარო
მოხელეთა მხრიდან უდიდესი ზიანი მიაყენა დედაქალაქის მოსახლეობას და საჯარო
ინტერესებს და (3) აღნიშნული დანაშაულის ფაქტებზე რეაგირებას და გამოძიებას საკმაოდ
დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს; – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,
გთავაზობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლში შეიტანოთ ცვლილება,
რომლითაც აღნიშნული კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული სამოხელეო
დანაშაულებისთვის ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება 15–დან 20 წლამდე. ამგვარი
საკანონმდებლო ცვლილების მიღებას ასევე ექნება შემაკავებელი ეფექტი ქ. თბილისის
მერიაზე და მის მიერ კ2 კოეფიციენტების გაზრდის საქმეებში თბილისის არქიტექტურის
სამსახურიც იქნება ჩაბმული, 12 წლის დაგვიანებით და საბოლოოდ ამუშავდება შემდები
შინაარსის ნორმატიული დანაწესი: "სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე
გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს რეკომენდაციისა და
მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი
დასკვნის საფუძველზე."
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #: 59001013409
მობილური: +995577529937
ელფოსტა: zvani777@gmail.com