„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.10.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/84/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამავე მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. ამასთან, ხსენებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს ამავე ნაწილით გათვალისწინებული უწყებებს. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი ხელშემკვრელი ქვეყნის ნებართვის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს მიერ გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, ქართველი გადამზიდველი ახორცილებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი ქართული სანებართვო დოკუმენტი (რომელსაც უშუალოდ გადამზიდველზე გასცემს უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყება) კი უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსთვის, თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების დამუშავება/გამოყენების მიზნით, რაც აუცილებელია ხელშელმკვრელ ქვეყნებთან კვოტების განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია, ფლობდეს ინფორმაციას როგორც ქართველი, ისე უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის თაობაზე (რაც საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას). ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხდება ხსენებული ნებართვების გადაკეთება ან/და გასხვისება, რაზეც სააგენტოს მხრიდან ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგის ღონისძიებები. ამასთან, აღნიშნული მონიტორინგის მეტად ეფექტურად ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს გააჩნდეს გადამზიდველების საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომა რათა შესწავლილ იქნეს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ნებართვების რეალურად გამოყენების შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახმელეთო ტრანსპორტის დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სააგენტოს გააჩნდეს წვდომა ხსენებულ ინფორმაციაზე სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების მეტად ეფექტურად წარმოებისათვის და დარგის სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო რეგულაციის (ცვლილების) გარეშე შეუძლებელია საგადასახადო საიდუმლოებაზე დაშვების მოპოვება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, გაუმჯობესდება პირობები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. საგადასახადო ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სააგენტოსთვის გახდება ქმედითი ბერკეტი ეფექტიანად უზრუნველყოს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სათანადო ანალიტიკური/სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და სააგენტოს საშუალება მიეცემა მეტად ეფექტურად განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომელსაც საგადასახადო ორგანომ, გამონაკლისის სახით შეუძლია გადასცეს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, დაემატება სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. შესაბამისად, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების წარმოშობას. არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ვრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: წე კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.