„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი; ალექსანდრე ელისაშვილი
ნომერი
#07-3/115/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები: „4. რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ, გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, მეპატრონე იურიდიული ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მეპატრონე იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა განპირობებულია, ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემით, როგორიცაა მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდა ქვეყნის მასშტაბით, რასაც არაერთი გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეპატრონეების, მფლობელების მიერ ცხოველების მიტოვებაა. მიუსაფარი, უსახლკარო ცხოველების საკითხი ის მნიშნველოვანი პრობლემაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და მაღალ ინტერესი მიმართულია აღნიშნული პრობლემის მოგვარებისკენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში არ არსებობს ერთიანი სტატისტიკა თუ რა რაოდენობის მიუსაფარი ცხოველი, კერძოდ კი მიუსაფარი ძაღლი და კატა ცხოვრობს ქვეყანაში. მათი რიცხვი იზრდება ყოველდღიურად, ვინაიდან არ არსებობს რეგულაცია, რომელიც მიმართული იქნება სისტემურად აღნიშნული პრობლემის მოგვარებისკენ და შეამცირებს მიუსაფარი, ქუჩის ცხოველების (ძაღლები და კატები) პოპულაციის ზრდას. კანონპროექტის მიღება განპირობებულია მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციის არ არსებობით, რომელიც განსაზღვრავს სამართლებრივად მეპატრონის მიერ ცხოველის (ძაღლებისა და კატების) მიტოვების საკითხს. ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ. ცხოველის მიტოვების მიზეზი მრავალგვარია. ამასთან, არ არსებობს პრევენციული მექანიზმი, შესაბამისად დღეს არც ერთი ცხოველია არ არის დაცული საკუთარი პატრონის მიერ გულგრილი დამოკიდებულებისგან - მიტოვება, ქუჩაში გაგდება, მიზანმიმართული დაკარგვა. დღეს-დღეობით არ არსებობს შინაური ცხოველის მეპატრონის ზუსტად გაწერილი უფლებამოვალეობები, რომელიც დაიცავს ცხოველს მიტოვებისა და ქუჩაში გაგდებისგან. შინაურ ცხოველთა დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად ცხოველის მიტოვება გათანაბრებულია ცხოველისადმი სასტიკ, ძალადობრივ მოპყრობასთან და ევროპის სხვა და სხვა სახელმწიფოში აღნიშნული ქმედება დარეგულირებულია კანონმდებლობით, განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები. კანონპროექტის მიზანია მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან. ამასთან, კანონპროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს მკაცრი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ საკითხი დღეის მდგომარეობით არ რეგულირდება არც ერთი საკანონმდებლო აქტით, ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები მოცემულ საკანონმდებლო აქტში, რაც უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება ქართულ საკანონმდებლო სივრცეში პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების საკითხის დარეგულირება, რაც იქნება ერთგვარი პრევენციული მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოველის მიტოვების და მათდამი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების შემცირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლში, კერძოდ, 103-ე მუხლს ემატება მე-4 და მე-5 ნაწილები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 103 მუხლის მე-4 ნაწილით, განისაზღვრება რომ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ, - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, მეპატრონე იურიდიული ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ხოლო, მე-5 ნაწილით დარეგულირდება პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებითი შემთხვევები. მოცემულ შემთხვევაში, პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტით გარკვეული შემთხვევებისათვის დგინდება პასუხისმგებლობის ზომები, მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს სწორედ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, საგულისხმოა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსით და ამ ეტაპზე არ იგეგმება ადამიანური რესურსის მატება ამ მიზნით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება და ამოქმედება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმდენად, რამდენადაც სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმების შემთხვევაში, სახდელს გადაიხდიან ბიუჯეტში. დღეის მდგომარეობით მეპატრონის მეირ რეგისტრირებული ცხოველის მიტოვება არ იწვევს დაჯარიმებას. პროექტის მიხედვით აღნიშნული ქმედება ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლის ჩამდენი ფიზიკური პირიც დაჯარიმდება -500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე დაჯარიმდება - 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების, წლის განმავლობაში, განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით. თუ დავუშვებთ, რომ ჯამურად რეგისტრირებული ცხოველების ოდენობა შეადგენს საშუალო წლიური რეგისტრაციის მაჩვენებლის 10-მაგ ოდენობას (2017-2020 წწ. რეგისტრაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით), ხოლო აღნიშნულიდან მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფება წლიურად 1%, მაშინ საშემოსავლო ნაწილზე მინიმალური ზეგავლენა შეადგენს წლიურად 84137 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ჩაიდენენ; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 და მე5 ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ამ სამართალდარღვევების სიმძიმე და მათი ჩადენის შემთხვევათა მზარდი მაჩვენებელი. ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ევროპის ქვეყნებში მოქმედებს, კომპანიონ/შინაურ ცხოველთა დაცვის ევროპის საბჭოს კონვენცია (European convention for the protection of pet animals), რომელიც განსაზღვრავს ძირეულ უფლებებს შინაურ ცხოველთა დაცვის სფეროში. თავისთავად, სხვა და სხვა ქვეყნებში აღნიშნული საკითხები განსხვავებულადაა დარეგულირებული, ქვეყნების შიდა კანონმდებლობით, თუმცა უმეტესი მათგანი ითვალისწინებს მკაცრ ჯარიმებს და რეგულაციებს ცხოველებისადმი გულგრილი, სასტიკი დამოკიდებულებისას.1 მნიშვნელოვანი მაგალითია საფრანგეთის გამოცდილება, რომლის კანონმდებლობითაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, დასახიჩრება, სექსუალური ძალადობა, მიტოვება ისჯება ჯარიმით -30 000 ევროს ოდენობით და/ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. ასევე, საგულისხმოა ნიდერლანდების მიერ მიღებული მთელი რიგი კანონები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონი, რომელიც ცხოველისადმი ცუდად მოპყრობის, მისი მიტოვების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას 17 000 ევროს ოდენობით, ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, ყოველგვარი გირაოს გადახდის გარეშე. იტალიის კანონმდებლობაც ითვალისწინებს ჯარიმას ქუჩაში ცხოველის მიტოვებისთვის, რაც განისაზღვრება ჯარიმით 10 000 ევროს ოდენობით ან/და 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან პირობითი სასჯელით. 1 იხ. https://rm.coe.int/168007a67d ავსტრიაში ცხოველისადმი სასტიკი, გულგრილი მოპყრობა ისჯება ჯარიმით 7 500 ევროს ოდენობით, ლუქსემბურგში ჯარიმის თანხა შეადგენს 2 000 ევროს, ბულგარეთში 500 ევროს, ესპანეთში ჯარიმა განისაზღვრება - 100 000 ევროს ოდენობით, გერმანიაში 50 000 ევროს ოდენობით, ხოლო ირლანდიაში აღნიშნული თანხა შეადგენს 250 000 ევროს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში კვლევებმა და პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ ცხოველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების და გადაცდომების რიცხვი შეამცირა. გაუმჯობესდა ასევე ხალხის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები, რაც ასევე გულისხმობს შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამკაცრებას. მხედველობაშია მისაღები და გასათვალისწინებელია ევროპის ქვეყნების გამოცდილება და მათი საკანონმდებლო ბაზა. ევროპის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ცხოველების მიტოვება იწვევს მეპატრონისთვის გაცილებით მკაცრი სახდელის დაკისრებას, ვიდრე ეს გათვალისწინებულია წინამდებარე პროექტით.2 ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი; ალექსანდრე ელისაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იოსელიანი; ალექსანდრე ელისაშვილი. 2 ლევან იხ. https://www.fondation-droit-animal.org/proceedings-aw/legal-standards-and-animal-welfare-in-europeancountries/