საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/80; 06.10.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-13762/21
02-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის მომართვის საფუძველზე გთხოვთ, კანონის
პროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელებას საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონის პროექტზე: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის
დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე,, (07-2/80; 06.10.2021).
დანართი: 1ფ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-13659/21
01-11-2021
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ მაია ბითაძეს
ქალბატონო მაია,
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/80; 06.10.2021),
საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N87/3; 12.10.2021) გადაწყვეტილებით,
სავალდებულო კომიტეტად განსაზღვრულია რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი. კანონპროექტის განხილვის ბოლო ვადაა 02.11.2021.
საკითხის შესწავლის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციებისა და
პოზიციების შეჯერების აუცილებლობა, რაც მითითებულ ვადაში ვერ მოხერხდება.
მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოზარ სუბარი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge