საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქამრან მამედოვი, ბანიამინ კასიმოვი, აითაჯ ხალილოვა, ფარიდ ასკეროვი და რაბილ ისმაილოვი) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-13818/21
03-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „სამოქალაქო აქტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის (ქამრან მამედოვის, ბანიამინ კასიმოვის, აითაჯ ხალილოვას,
ფარიდ ასკეროვისა და რაბილ ისმაილოვის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2021 წლის 1 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის
შემოწმების
შედეგები,
რომელიც
ეხებოდა
„სამოქალაქო
აქტების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარდგენის
უფლების
განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელზე
ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის
შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს,
პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს
ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. სულ წარმოდგენილი 26 298 ამომრჩევლის
ხელმოწერიდან (2 077 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ
შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 3 237 ხელმოწერა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც არ
შეიცავს 127-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
გარდა ამისა, წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების
შედეგად გაირკვა, რომ 1 ფურცელი არ იყო დადასტურებული ხელმოწერების
შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ხოლო 1
ფურცელზე
მითითებული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა არ იყო დამოწმებული სანოტარო
წესით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ყოველ ფურცელს ხელმოწერით
ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც
პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების
გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს
სანოტარო ბიუროში. შემოწმებისას, დადგინდა რომ 20 ამომრჩევლის ხელმოწერა არ
არის დადასტურებული ან დამოწმებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
127-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად ბათილად
მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც 127-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი
წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული.
ამასთანავე, ამომრჩეველთა ხელმოწერების შემოწმებისას დადგინდა, რომ
არასრულწლოვან პირთა მიერ განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობამ
შეადგინა 112 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის
მე-13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა,
რომელიც
შესრულებულია
იმ
პირის
მიერ,
რომელიც
არ
აკმაყოფილებს
ამომრჩევლისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე,
ხელმოწერების შემოწმებისას გაირკვა, რომ ერთი ამომრჩევლის მონაცემები მეორდება
და ორჯერ არის მითითებული.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
რიგ
შემთხვევებში
დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის
მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 3
370 ხელმოწერა. შესაბამისად, ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (22 928
ხელმოწერა) არ აღემატება 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას. აქედან გამომდინარე
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ზემოაღნიშნულ
საინიციატივო
ჯგუფს
უარი
განსახილველად წარდგენაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
უნდა
ეთქვას
კანონპროექტის
პარლამენტში