საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (თინათინ ბერძენიშვილი) მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადების (№1-10035/21; 19.07.2021) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-13877/21
04-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს დაევალა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (თინათინ
ბერძენიშვილი) მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
საკანონმდებლო წინადადების განხილვა (№1-10035/21; 19.07.2021).
კომიტეტი ელოდება საკანონმდებლო წინადადებაზე შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან
პოზიციების მიღებას. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ
თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge