„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე
ნომერი
#07-3/116/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 30-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. 3. ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის წესდებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.“. 2. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;“. 3. 36-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე.“; გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული, ან მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“. 4. 38-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.“. ბ) მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს.“. 5. 71-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის ამ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების და ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უხუცესი მოადგილე. თუ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული, ან მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის პირებს, მათ ფუნქცია-მოვალეობებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსსა და რაოდენობას. დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა თბილისისა, შესაძლებელია ჰყავს ერთი მოადგილე და თუ მუნიციპალიტეტში 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები (მოადგილეთა რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული). ამასთანავე, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ ფრაქციაში 9 წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილისა. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ისე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, ფუნქცია-მოვალეობათა განაწილება გამარტივდეს, შესაბამისად დაიხვეწოს მენეჯმენტი და საქმიანობა გახდეს უფრო ეფექტური, მიზანშეწონილია ორგანულ კანონში განხორციელდეს ცვლილება და შეიცვალოს აღნიშნული მოადგილეების არჩევის პრინციპი. ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრაციისას ფრაქცია ვალდებულია ჰქონდეს პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის მსგავსად მიზანშეწონილია პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება ამოღებული იქნეს და ახლადშექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისათვის მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულება დარჩეს. მეტიც, საკრებულოში ფრაქციის შექმნის წესი განსხვავდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში გაწერილი პრინციპისგან, შესაბამისად, იმისათვის, რომ პარტიის წარმომადგენლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისევე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია და გაიზარდოს ფრაქციის როლი და სტატუსი, მიზანშეწონილია შეიცვალოს საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი და იყოს პარლამენტის რეგლამენტის ანალოგიური რეგულირება. ამასთანავე, მოქმედი რედაქცია იძლევა შესაძლებლობას საკრებულოებში ხელოვნურად შეიქმნას მცირე ფრაქციები, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას და მეტიც არ გამოხატავს ამომრჩევლის მიერ არჩევნებში გამოხატულ ნებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მუნიციპალიტეტის საკრებულოების თანამდებობის პირთა არჩევის პრინციპი და მათი რაოდენობა, ასევე ფრაქციის შექმნის წესი რეგულირდება საკანონმდებლო აქტით. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის დარეგულირებისათვის, აუცილებელია საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შევიდეს შესაბამისი ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ისე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, ფუნქცია-მოვალეობათა განაწილება გამარტივდება, შესაბამისად დაიხვეწება მენეჯმენტი და საქმიანობა გახდება უფრო ეფექტური. გარდა ამისა, კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია მუნიციპალიტეტების საკრებულოებში იძლევა შესაძლებლობას ხელოვნურად შეიქმნას ფრაქციები, რომელთაც თავის მხრივ ჰყავთ თავმჯდომარე და მოადგილე. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით კი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შექმნიან მხოლოდ ერთ ფრაქციას, შესაბამისად გამოირიცხება მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი რედაქციის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, საერთო ჯამში შემცირდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს მათთან დაკავშირებულ შესაბამის ხარჯებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოებთან დაკავშირებით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები:         იცვლება ფრაქციის შექმნის წესი, შესაბამისად კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“; იცვლება კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი, შესაბამისად ახლადშექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისთვის პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება ამოღებული იქნება და დარჩება მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულება; კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 და 31 პუნქტები და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების ახლებური წესი; 32-ე მუხლს ემატება ა1 და დ1 ქვეპუნქტები, შესაბამისად მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის ჩამონათვალს ემატება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა; ახალი რედაქციით ყალიბდება 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, შედეგად მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის; პირველი მოადგილე; 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე“; 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნება; 71-ე მუხლის ახალი რედაქციის მიხედვით კონკრეტდება ჩანაწერი, კერძოდ განისაზღვრება რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე წინამდებარე განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებიდან მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომის ჩატარებამდე მიზანშეწონილია წინამდებარე კანონპროექტის ამოქმედება, რათა შესაძლებელი გახდეს ყველა ცვლილების დროული იმპლემენტაცია, ფრაქციის ახალი წესით შექმნა, მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეებისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების ახალი წესით არჩევა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კლების კუთხით, რადგან კოდექსის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შექმნიან მხოლოდ ერთ ფრაქციას, შესაბამისად გამოირიცხება მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი რედაქციის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, საერთო ჯამში შემცირდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს მათთან დაკავშირებულ შესაბამის ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებული ამოქმედების შემთხვევაში, იქნება გავლენა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეებსა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებზე, რომლებიც საკრებულოს რიგითი წევრებისგან განსხვავებით, რომლებსაც მხოლოდ ხარჯები უნაზღაურდებათ, აიღებენ განსხვავებულ ხელფასს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრი: სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრი: სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე