საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4059/21; 31.03.2021); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშები (№1-4029/21; 31.03.2021); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4030/21; 31.03.2021).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (274 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (286 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (290 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (201 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (213 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (214 KB)
📄 წერილი (87 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-13955/21
08-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს №№ 41/2, 41/3 და 41/4 გადაწყვეტილებებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო
ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4059/21; 31.03.2021) და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (№1-4029/21; 31.03.2021) და
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (№1-4030/21; 31.03.2021).
აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს.
მითითებული ანგარიშების სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია
2021 წლის 12 ნოემბრამდე.
მიმდინარე წლის 7 ნოემბერს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა,
რომელმაც
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით ითხოვა დასახელებული
საკითხების განხილვის ვადების გაგრძელება.
ვითვალისწინებთ
რა
აღნიშნული
კომიტეტის
თხოვნას,
მოგმართავთ
შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების
თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge