თემატური მოკვლევა - „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების ელგუჯა გოცირიძისა და ზაზა ლომინაძის დამატების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-14002/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-10-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 32

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 13 ოქტომბერი 2021 14:00 2021 წლის 13 ოქტომბერი, 14:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/78; 01.10.2021). მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ცოტნე ყავლაშვილი პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/70; 11.08.2021). მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე და ინფრასტრუქტურის 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/69; 04.08.2021). მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ანდრია ბასილაია პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ (№07-2/76; 29.09.2021). მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ანდრია ბასილაია პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/79; 04.10.2021). მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მამუკა ბარათაშვილი პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე 6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფანგანის კანდიდატურა (№07- 1/10; 09.09.2021). მომხსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ბეჟან წაქაძისა და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/82; 16.06.2021). (II მოსმენა) პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი 8. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ლევან მგალობლიშვილის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/63; 25.05.2021). (II მოსმენა) პასუხისმგებლები: ი. ჩხენკელი, ი. ცუხიშვილი, გ. სირაძე
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი N32 ქ. თბილისი 13 ოქტომბერი, 2021 წ. სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: თამილა შაბაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ანზორ ბოლქვაძე (გოჩა ენუქიძის უფლებამონაცვლე), გელა მიქაძე, ხატია წილოსანი (ელგუჯა გოცირიძის უფლებამონაცვლე), ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, რომან გოცირიძე (სულხან სიბაშვილის უფლებამონაცვლე), ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, სოზარ სუბარი (ვასილ ჩიგოგიძის უფლებამონაცვლე), ნატო ჩხეიძე, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა (ნინო წილოსანის უფლებამონაცვლე); მამუკა ხაზარაძე (სულ 16 წევრი). მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი; საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი მსხილაძე; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ისკო დასენი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1 განსახილველი საკითხები 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 20222025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/78; 01.10.2021). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/70; 11.08.2021); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/69; 04.08.2021). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე, 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ (№072/76; 29.09.2021). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე, 5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/79; 04.10.2021). მომხსენებელი: მამუკა ბარათაშვილი 6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფანგანის კანდიდატურა (№07- 1/10;09.09.2021). მომხსენებელი: გიორგი მსხილაძე 2 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ბეჟან წაქაძისა და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/82; 16.06.2021). (II მოსმენა) მომხსენებელი: ისკო დასენი 8. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ლევან მგალობლიშვილის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/63; 25.05.2021). (II მოსმენა) მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 9. თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ - „მეწამეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი მოისმინეს: 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/78; 01.10.2021). მომხსენებელმა წარმოადგინა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და აღნიშნა, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში. ბუნებრივია პანდემიამ ეკონომიკური რეცესია გამოიწვია საქართველოშიც, რის შედეგადაც მივიღეთ რეალური ეკონომიკური კლება 6,2%-ის ოდენობით. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი დამტკიცდა გასული წლის დეკემბერში, რა დროსაც საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო და შესაბამისად მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებდა, რაც დიდ გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე. 2020 წლის ბოლოსთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით ეკონომიკის მყისიერი აღდგენის მოლოდინები არ არსებობდა და 2021 წლის ბიუჯეტიც დაიგეგმა მეტწილად პანდემიის მართვისა და მისი გავრცელების შესაკავებლად 3 დაწესებული შეზღუდვების ეფექტის ნაწილობრივ გასანეიტრალებლად. ბიუჯეტი, შეზღუდული ფისკალური რესურსის მიუხედავად, ითვალისწინებდა მოსახლეობის და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დაფინანსებას. 2021 წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო და იანვარში რეალური ეკონომიკის კლებამ 11,5%, ხოლო თებერვალში 5,1% შეადგინა. ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში დადებითი დინამიკა პირველად მარტში დაფიქსირდა, თუმცა ჯამურად, პირველ კვარტალში ეკონომიკური კლების მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა. ეკონომიკური პარამეტრები რადიკალურად შეიცვალა აპრილიდან, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დადებითი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ივლისში განახლდა მაკროეკონომიკური პროგნოზები და განხორციელდა ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში. განახლებული პროგნოზების საბაზისო სცენარის მიხედვით: • ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-დან გაიზარდა 7,7%-მდე; • მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3,8%-ის ნაცვლად განისაზღვრა 7,5%-ის ოდენობით; • მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 53,4 მლრდ ლარიდან გაიზარდა 57,2 მლრდ ლარამდე; • ბიუჯეტის დეფიციტი 7,6%-დან შემცირდა 6,9%-მდე; • მთავრობის ვალის მაჩვენებელი 60,8%-დან შემცირდა 54,6%-მდე. საბიუჯეტო ცვლილებები და განახლებული პროგნოზები ეფუძნებოდა 5 თვის მონაცემებს, თუმცა პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შენარჩუნდა ივნისი-აგვისტოს პერიოდშიც. მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 29,9% შეადგინა, ივლისში 9,9%, ხოლო აგვისტოში 10,3%, შედეგად, 8 თვის წინასწარი მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა 12,0%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაიზარდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 9,5%-ს შეადგენს. ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, ასევე გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი, რომელიც განახლებული პროგნოზის მიხედვით 8,0%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდის და მშპ-ს დეფლატორის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი და ნაცვლად ივლისში პროგნოზირებული 57,2 მლრდ ლარისა, 58,4 მლრდ ლარს შეადგენს. 4 რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს - ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებშიც საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. 4,5%-ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 82,6 მლრდ ლარამდე. 2022 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 15 193,0 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,0 მლნ ლარით (17,6%-ით). მშპ-სთან მიმართებაში 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. 2022 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 602.3 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 262,1 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 340,2 მლნ ლარს; • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 359.2 მლნ ლარით; • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 616.9 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 5 359.7 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 1 257.2 მლნ ლარს (მუნიციპალიტეტების დღგ 2021 წელთან შედარებით იზრდება 143.8 მლნ ლარით); • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 876.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც 76,9 მლნ ლარით აღემატება 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელს; • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 84.1 მლნ ლარით, რაც 4,1 მლნ ლარით მეტია 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე; • ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 524.2 მლნ ლარს; • სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 129.4 მლნ ლარით, რაც 49,4 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით. პანდემიის საპასუხო ღონისძიებების დაფინანსების შედეგად, 2020-2021 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა და მშპ-სთან მიმართებაში 2020 წელს 26,2%, ხოლო 2021 წელს 24,7% შეადგინა. 2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა ჯამში დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 22,0%-ს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 5 2024-2025 წლებში კლებადი ტენდენცია აქვს და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში არ შემცირებულა კაპიტალური ხარჯების მოცულობა და მშპ-სთან მიმართებაში 2020 წელს 9,0%, ხოლო 2021 წელს 8,2% შეადგინა. 2022 წელს კაპიტალური ხარჯების ჯამში დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ს 7,0%-7,1%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ დიდი შემცირებაა და საჭირო იქნება დამატებითი არადეფიციტური რესურსების მოძიება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვრა შემდეგნაირად: • 2022 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრის მიღმა − 2 750.7 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 4.3%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%); • 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 52.1%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების საორიენტაციო შეფასება (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.6%-ით − ჯამი: მშპ-ის 52.7% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%). წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: • შემოსავლები - 13 930.2 მლნ ლარი (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 681.1 მლნ ლარით); ➢ საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 13 071.4 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 008.8 მლნ ლარით; ➢ სხვა შემოსავლების პროგნოზი 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 130.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 670.0 მლნ ლარის ოდენობით; ➢ გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები განისაზღვრება 188.8 მლნ ლარამდ; 6 • არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200.0 მლნ ლარს; • ფინანსური აქტივების კლების (სესხების განისაზღვრება 150.0 მლნ ლარის ოდენობით; • ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრება 4 403.8 მლნ ლარის ოდენობით მათ შორის: ➢ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 300.0 მლნ ლარს. ➢ საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 903.8 მლნ ლარს; ➢ საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 200.0 მლნ ლარს. ამავდროულად ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 230,0 მლნ ლარის ოდენობით, შესაბამისად ვალდებულებების წმინდა ზრდა 3 173,8 მლნ ლარს შეადგენს. დაბრუნება) მაჩვენებელი სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 18 443.3 მლნ ლარს (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 1 055.5 მლნ ლარით). აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი); 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით. სამინისტროების მიხედვით გათვალისწინებულია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 5 941.8 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 151.1 მლნ ლარით. შემცირება გამოწვეულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების მოსალოდნელი პროგნოზების შემცირებით. ✓ მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3 998.7 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 143.8 მლნ ლარით. მათ შორის: 7 o საპენსიო უზრუნველყოფა - 2 885.0 მლნ ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), o მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 982.6 მლნ ლარი (გაზრდილია 91.6 მლნ ლარით); ზრდა დაკავშირებულია 2021 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე ზრდასთან; o სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 75.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც და ჯამში მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარს. ✓ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 733.9 მლნ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია 276.6 მლნ ლარით. შემცირება დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების საპროგნოზო მოცულობების შემცირებით. ✓ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 31.0 მლნ ლარი; ✓ შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 8.8 მლნ ლარამდე; ✓ იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 102.2 მლნ ლარი; ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 6.7 მლნ ლარი. სულ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილია ჯამურად 108.9 მლნ ლარი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 844.0 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 387.3 მლნ ლარით. მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1 502.4 მლნ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 22.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში გათვალისწინებულია 1 318.7 მლნ ლარამდე. ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ✓ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 862.3 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 323.4 მლნ ლარით. მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე; ✓ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 463.8 მლნ ლარზე მეტი; ✓ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 379.9 მლნ ლარით; 8 ✓ მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 49.5 მლნ ლარამდე; ✓ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია 75.0 მლნ ლარი; ✓ იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა - 6.7 მლნ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 637.5 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 112.7 მლნ ლარით; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 343.0 მლნ ლარით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 577.0 მლნ ლარს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. მათ შორის: ✓ მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50,0 მლნ ლარამდე; ✓ მეწარმეობის განვითარება - 273.3 მლნ ლარი, რომელიც ითვალისწინებს 2021 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის ხელშეწყობის გაფართოებულ პროგრამებს. პროგრამა ნაწილობრივ ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და 2022 წელს ბანკის რესურსი შეადგენს 45.0 მლნ ლარს; ✓ მთის კურორტების განვითარება 120.0 მლნ ლარი, თანხები გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის; ✓ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 22.7 მლნ ლარი; ✓ საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 15,3 მლნ ლარამდე; ✓ ინტერნეტიზაციის (Log-in Georgia (WB)) პროექტისთვის - 34,0 მლნ ლარამდე; ✓ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 80,2 მლნ ლარი; სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გათვალისწინებულია - 81 810,0 ლ. სსიპ - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის გათვალისწინებულია - 3 200,0 ლ. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – საქსტატისთვის გათვალისწინებულია - 12 500,0 ლ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის გათვალისწინებულია - 1 530,0 ლ. აზრი გამოთქვეს: ალექსანდრე რაქვიაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ, ბეჟან წაქაძემ, სოზარ სუბარმა, ბექა ლილუაშვილმა, ნატო ჩხეიძემ. 9 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულებას „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივობის მართვის პროექტი“, - ხელი მოეწერა 2016 წლის 28 მარტს, რომელიც ითვალისწინებდა 40,000.000 აშშ დოლარის გამოყოფას. სასესხო შეთანხმება ითვალისწინებდა გურიის რეგიონში შერჩეული გზების რეაბილიტაციის, პერიოდულ შეკეთებასა და საგზაო ქსელის მოვლა - შენახვის სამუშაოების განხორციელებას, რომელიც გულისხმობდა შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული 5 წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. ვინაიდან გურიის რეგიონში შერჩეული გზების რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და საგზაო ქსელის მოვლა - შენახვის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა და ასევე COVID-19 პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნულ კომპონენტზე გამოყოფილი დაფინანსება მიმართულიყო გურიის რეგიონში შერჩეული გზების მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 8 დეკემბერს წერილის საფუძველზე და 2020 წლის 24 დეკემბრის N2569 მთავრობის განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს წერილით მიმართა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივობის მართვის პროექტის“ ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზაციისა და პროექტის დახურვის 10 არსებული ვადის 2023 წლის 30 ივნისამდე გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით სასესხო ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების თხოვნით. გამოყოფილი 40,000.000 აშშ დოლარიდან უკვე ჩამორიცხულია 29,000.000 აშშ დოლარი, კიდევ ჩამოირიცხება დარჩენილი 11,000.000 აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 3. მომხსენებლის ინფორმაციით საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმებაზე“. 2018 წლის 27 ნოემბრის, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებდა ქ. თბილისში მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებულ საინვესტიციო კომპონენტებს: • შემგროვებელი ავტომობილების პარკის და გადამზიდი სადგურის განახლებას; • მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესებას. სესხის ოდენობა - 15 მილიონი ევრო; შეთანხმებით გათვალისწინებული სესხის ფარგლებში, თბილისის მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოიყო 4 350 000 ევრო. თუმცა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული თანხა არ არის საკმარისი და აღნიშნული პროექტის განხორციელებას დამატებით ესაჭიროება 3 030 000 ევრო. აქედან გამომდინარე, 2021 წლის 1 ივლისს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმების N1 ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს თავდაპირველი სესხის - 15 000 000 ევროს გაზრდას 3 030 000 ევროთი. შესაბამისად, ჯამურად სესხის თანხა, რაზეც მოხდება პროცენტის დარიცხვა, შეადგენს 18 030 000 ევროს. ცვლილება ასევე ითვალისწინებს სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გაგრძელდებას 2024 წლის 1 ივლისამდე. სესხის საპროცენტო განაკვეთია - ცვლადი, EURIBOR+1%; 11 ვალდებულების საკომისიო: 0.5%; ადმინისტრირების გადასახდელი - სესხის თანხის 1% (ერთჯერადი გადასახადი); აზრი გამოთქვეს: მამუკა ხაზარაძემ, ირაკლი ზარქუამ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 4. მომხსენებლის ინფორმაციით საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“. 2021 წლის 9 სექტემბერს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება „თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი“ ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ტექნიკისა და მანქანების შეძენას. კერძოდ ესენია: • • • • • მყარი ნარჩენების მართვის მანქანები; მარშრუტების ოპტიმიზაციისა და მანქანების პარკის მართვის სისტემები; გარე დასუფთავების მანქანები; გარე განათების მომსახურების მანქანები; სანიაღვრე სისტემების მომსახურების მანქანები. სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა - 9.6 მილიონი ევრო; სესხის დაფარვის ვადა - 10 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 3 წელი); საპროცენტო განაკვეთი - ცვლადი, EURIBOR+1%; ვალდებულების საკომისიო: 0.5%; ადმინისტრირების გადასახდელი - სესხის თანხის 1% (ერთჯერადი გადასახადი); პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის 31 დეკემბერი. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა, 12 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 5. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განხილვა მომხსენებლის არყოფნის გამო გადაიდო. მოისმინეს: 6. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის - გიორგი მსხილაძის მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფანგანის კანდიდატურაზე. მომხსენებელმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევად წარმოადგინა გიორგი ფანგანის კანდიდატურა. წარდგენის შემდეგ კანდიდატმა ისაუბრა საკუთარ სამუშაო გამოცდილებაზე, ხედვაზე და მოსაზრებებზე კომისიის წევრად საქმიანობის შესახებ. ბოლოს კანდიდატმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (მომხრე-9), რეკომენდაცია გაუწია გიორგი ფანგანის კანდიდატურას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევად. 13 მოისმინეს: 7. საქართველოს პარლამენტის წევრის - ისკო დასენის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ბეჟან წაქაძისა და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ლიცენზიას, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაუგრძელდა მოქმედების ვადა, რომელიც იწურება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს უსასყიდლოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა, გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 8. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ლევან მგალობლიშვილის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა ენერგეტიკის სექტორის თხოვნით, საკითხის დამატებით შესწავლისთვის გადაიდოს მომდევნო სხდომისთვის. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა, გადაწყვიტეს: კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის გადადებას. 14 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ 2021 წლის 13 ოქტომბრის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს დაემატოს მე-9 საკითხი - თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ - „მეწამეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“. მოისმინეს: 9. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ - „მეწამეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა, გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის დაწყებას. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი დავით სონღულაშვილი თამილა შაბაშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 15