საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ (№1-9558/21; 09.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14050/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-14050/21 09-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N75/5), წამყვანი კომიტეტის სტატუსით, განსახილველად გადაეცა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ (N1-9558/21; 09.07.2021). საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 2021 წლის 9 ნოემბერს. საკითხის საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება, სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს 50 მლნ ლარიანი სპეციალიზებული რეზერვის შექმნას, საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მისაღებად. როგორც დავით მებაღიშვილი აღნიშნავს სამწუხაროდ, დგება ისეთი შემთხვევები, როდესაც სოციალური კამპანიებით მოგროვილი თანხა არ არის საკმარისი და დაგვიანებით ხდება მკურნალობის დაწყება. მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2020 წელს შესული 474 განცხადებიდან 307 შემთხვევაში მიიღო სამინისტრომ დადებითი გადაწყვეტილება საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ სამკურნალოდ მოთხოვნილი 41 მილიონი ლარის ნაცვლად, უწყებამ გამოყო მხოლოდ დაახლოებით 5 მილიონი ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, გათვალისწინებული იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი. ასეთი ტიპის პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე, რეფერალური მომსახურების პროგრამა მუდმივად ამოწურვადი იქნება სპეციფიკური მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტების სრულად დასაფინანსებლად. შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში თვლის, რომ დაფინანსების მექანიზმის თვალსაზრისით არსებული რეფერალური პროგრამა პასუხობს საჭიროებას და ახალი პროგრამების შექმნა ვერ აღმოფხვრის დაფინანსებაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაჩნია და გაცხადებული აქვს, რომ ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსური რისკების მინიმიზაციის გზით. აღნიშნულის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით. 2021 წელს სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტი 2,010,516,000 ლარს შეადგენს. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და მისი ბიუჯეტი 40,000,000 ლარია. როგორც მოქალაქე დავით მებაღიშვილის წერილშია მოყვანილი, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანების ოდენობამ 2019-2020 წლებში დაახლოებით 12 მლნ ლარი შეადგინა (მოთხოვნილი იყო 75 მლნ ლარი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, თუკი შეიქმნება სპეციალიზებული სარეზერვო ფონდი მოსახლეობის მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიღებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის, იმ პირობით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეძლებს ამ მიზნებისთვის დამატებითი ასიგნებების მობილიზებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების გამო, საკანონმდებლო წინადადება შეიძლება გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის საპასუხო ქმედებების შემცირების პარალელურად. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იზიარებს საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების პოზიციას 50 მლნ ლარის ოდენობის სპეციალიზებული რეზერვის შექმნის თაობაზე. ამდენად, კომიტეტს საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული სპეციალიზებული რეზერვის შექმნის იდეის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, თუმცა დაფინანსებაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, COVID 19ის ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და მის საპასუხოდ მასშტაბური ფინანსური ქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ (N19558/21; 09.07.2021) კომიტეტის მიერ ამ ეტაპზე ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/ 97257-08-03-2-202107301403 N 08-03/97257 30/07/2021 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თქვენი 2021 წლის 15 ივლისის N7424/4-13/21 წერილით წარმოდგენილი დავით მებაღიშვილის საკანონმდებლო წინადადება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ და გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ხოლო საგამონაკლისო, არასტანდარტული შემთხვევების დაფინანსების მექანიზმები, მათ შორის საზღვარგარეთ პაციენტების მკურნალობის შემთხვევაში, განისაზღვრება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება არსებული მაკრო-ფისკალური პარამეტრების გათვალისწინებით, ყოველწლიურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რეფერალური მომსახურების (ისევე როგორც შესაძლო ახალი პროგრამის) პროგრამის ბიუჯეტი, ასეთი ტიპის პროგრამების შინაარსიდან გამომდინარე, მუდმივად ამოწურვადი იქნება სპეციფიკური მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტების სრულად დასაფინანსებლად. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ვთვლით, რომ დაფინანსების მექანიზმის თვალსაზრისით არსებული რეფერალური მომსახურების პროგრამა პასუხობს საჭიროებას და ახალი პროგრამის შექმნა ვერ აღმოფხვრის დაფინანსებაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს. ნინო ათუაშვილი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - მ.შ. იურიდიული დეპარტამენტი
დანართი
11/9/2021 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia KA030130598326621 საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge 09 / ნოემბერი / 2021 წ. № 01/17534 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს ბატონო დიმიტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი N7423/4-13/21 წერილი მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიზნით, 50 მლნ ლარის ოდენობის სპეციალიზებული რეზერვის შექმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიზანს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს ფინანსური რისკების მინიმიზაციის გზით. აღნიშნულის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით. 2021 წელს სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტი 2,010,516,000 ლარს შეადგენს. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და მისი ბიუჯეტი 40,000,000 ლარია. როგორც მოქალაქე დავით მებაღიშვილის წერილშია მოყვანილი, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანების ოდენობამ 2019-2020 წლებში დაახლოებით 12 მლნ ლარი შეადგინა (მოთხოვნილი იყო 75 მლნ ლარი). გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, თუკი შეიქმნება სპეციალიზებული სარეზერვო ფონდი მოსახლეობის მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიღებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის, იმ პირობით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეძლებს ამ მიზნებისთვის დამატებითი ასიგნებების მობილიზებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების გამო, საკანონმდებლო წინადადება შეიძლება გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის საპასუხო ქმედებების შემცირების პარალელურად. პატივისცემით, მინისტრის პირველი მოადგილე file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/84874a68-96d0-4623-8f90-d59161e4541f.html თამარ გაბუნია 1/1