„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
21.12.2004,
სარეგისტრაციო კოდი: 430.020.000.05.001.001.626) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
472 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის
უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო/სამხედრო/სასპორტო
პროფესიული განათლების მქონე პირს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ვერ გაივლის პირი, რომელსაც არა აქვს უმაღლესი
განათლება.
საქართველოში სახელოვნებო სფეროს სპეციალისტებს ამზადებს რამდენიმე ათეული
სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლო დაწესებულება, მაგრამ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსი გააჩნიათ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას“,
“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს“,
„თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას“, „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“,
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და „ბათუმის ხელოვნების სასწავლო
უნივერსიტეტს“. დანარჩენი სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებებიდან კი დაახლოებით
15 სასწავლებელს გააჩნია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ყველა
სხვა არსებული სახელოვნებო სასწავლო დაწესებულება ამ ეტაპზე არ არის უფლებამოსილი
გასცეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი. შესაბამისად,
პირს, რომელსაც აქვს სახელოვნებო სფეროში პროფესიული განათლება ვერ გაივლის
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია“, “საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“, „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“,
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“
და „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“ ვერ უზრუნველყობს საქართველოს
მასშტაბით შესაბამისი რაოდენობის სახელოვნებო სპეციალისტების მომზადებას. აგრეთვე,
ძალზე იშვიათია, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო სახელოვნებო სასწავლებლის
კურსდამთავრებული პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში,
განსაკუთრებით
ეს
ეხება
რეგიონებში
არსებულ
სასწავლო
დაწესებულებებს.
ზემოაღნიშნული პრობლემა დაახლოებით 15 წელია არსებობს. სახელოვნებო სფეროს
კვალიფიციური სპეციალისტების (პედაგოგების) ნაკლებობა წლიდან წლამდე უფრო და
უფრო საგრძნობი ხდება. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ყოველწლიურად იზრდება სახელოვნებო სფეროს პედაგოგთა რიცხვი, რომლებსაც არ
გააჩნიათ შესაბამისი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია. შედეგად, ხშირია შემთხვევა, როდესაც
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელოვნებო საგნების მასწავლებლად
მუშაობენ სხვა საგნის სპეციალისტები (მაგ. დაწყებითი კლასების მასწავლებელი).
1|გ ვ ე რდ ი
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიზრდება
სახელოვნებო სფეროს შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტთა (პედაგოგთა)
პროფესიული კონკურენცია, რაც უზრუნველყობს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის
ამაღლებას. თანდათან აღმოიფხვრება სახელოვნებო სფეროს მასწავლებელთა დეფიციტი.
გაიზრდება პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა.
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები და
სახელოვნებო პროფესიული განათლება, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლება,
შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60
კრედიტიანი პროგრამა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-2
პუნქტში ემატება სიტყვა „სახელოვნებო“.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:
„2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს
არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი
სახელოვნებო/სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან
იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
2|გ ვ ე რდ ი
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიან პროგრამას ახორციელებენ
შემდეგი უნივერსიტეტები:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ქართული უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო
უნივერსიტეტი";
შპს - საქართველოს უნივერსიტეტი;
შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
შპს - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
შპს - ევროპის უნივერსიტეტი;
სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტი;
შპს თბილისის თავისუფალი აკადემია;
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის წინაპირობაა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნის გამოცდის ჩაბარება. საგნის გამოცდაზე
რეგისტრაციისას აპლიკანტი იხდის თანხას ორმოცდაათი ლარის ოდენობით (2023 წლამდე
არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა).
საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტი გადის დამატებით
გამოცდას
(გასაუბრებას)
შერჩეულ
უნივერსიტეტში.
სახელმწიფოს
მიერ
უნივერსიტეტისთვის წინასწარ დადგენილი კვოტის (სახელმწიფო დაფინანსებით
ადგილების) ფარგლებში საუკეთესო შედეგის მქონე აპლიკანტები იღებენ 100% სახელმწიფო
გრანტს, ხოლო დანარჩენ აპლიკანტებს შესაბამის უნივერსიტეტებში ფასიანი სასწავლო
ადგილების არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ხარჯებით გაიარონ
სასწავლო პროგრამა. 2020-2021 სასწავლო წლის მდგომარეობით, სახელმწიფო დაფინანსების
(გრანტის) ფარგლებში ცხრამეტ სხვადასხვა საგანზე გამოყოფილია ათასი ადგილი (კვოტა).
სწავლის ღირებულება ერთ სტუდენტზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანზე
შეადგენს ათას ცხრაას ლარს, ხოლო მუსიკის საგანზე ორი ათას ასორმოცდაათ ლარს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტით ფართოვდება იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება გაიაროს მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა, რის საფუძველზეც სახელოვნებო
3|გ ვ ე რდ ი
პროფესიული განათლების დიპლომის მქონე სახელოვნებო სფეროს სპეციალისტებს მიეცემა
საშუალება
განახორციელონ
პედაგოგიური
საქმიანობა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ სახელოვნებო სფეროს საგნების
პედაგოგებად დასაქმდნენ შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე პირები.
შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა
ექნებათ ეტაპობრივად ჩაანაცვლონ სახელოვნებო სფეროს საგნების შესაბამისი
კვალიფიკაციის არ მქონე პედაგოგები (მაგ. დაწყებითი კლასების მასწავლებლები და სხვები,
რომლებიც ითავსებდნენ სახელოვნებო საგნების სასწავლო საათებს) კვალიფიციური და
მცოდნე სპეციალისტებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოში არსებობს 15 სახელოვნებო პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებება (ერთ-ერთი სსიპ თბილისის სახელოვნებო კოლეჯი
დღესდღეობით ვერ ფუნქციონირებს შენობის არქონის გამო). 2013 წლიდან 2021 წლის
ჩათვლით მომზადებულია 5647 პროფესიული განათლების მქონე სახელოვნებო სფეროს
სპეციალისტი. ამ ეტაპზე რვაასცხრამეტი აქტიური სტუდენტია. საშუალოდ ერთი
სახელოვნებო სფეროს სპეციალისტის მომზადება ჯდება ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე
(პროგრამის
სრული
ღირებულება
დამოკიდებულია
შემადგენელი
მოდულების
ღირებულებაზე). არ მოიპოვება სტატისტიკა, რამდენი პროფესიული განათლების მქონე
სახელოვნებო სპეციალისტია შრომის ბაზარზე, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში შემდგომი დასაქმების მიზნით მზადყოფნას გამოთქვამენ გაიარონ
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა. თუმცა,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შესულია პროფესიული
განათლების მქონე სახელოვნებო სფეროს სპეციალისტთა დასაქმების მსურველი პირის
დაახლოებით 30 ოფიციალური განაცხადი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მსურველი გაცილებით მეტია, მაგრამ დღესდღეობით
არსებული საკანონმდებლო შეზღუდვის გამო, სპეციალისტთა უმრავლესობას ოფიციალური
განაცხადი არ შემოაქვთ.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილების
განხორციელებით
გაიზრდება
სახელოვნებო სფეროს პროფესიული განათლების მიღებით და მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის გავლით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა, რის
საფუძველზეც გაიზრდება სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი საგანმანათლებლო
დაწესებულებათა შემოსავლები.
აგრეთვე, გაიზრდება სახელოვნებო დაწესებელებების რიცხვი, რომლებიც ეცდებიან
მოიპოვონ შესაბამისი ავტორიზაცია (ავტორიზაციის მოპოვების პროცედურის ჯამური
საფასურის ოდენობა არ არის ფიქსირებული და გამოითვლება პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის, ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობის, ექსპერტთა ჯგუფის მივლინების საჭიროების და სხვა
კრიტერიუმებით, საფასური მერყეობს 9158.00 ლარიდან 21530.00 ლარამდე), რაც
აუცილებელია პროფესიული განათლების მქონე სახელოვნებო სპეციალისტების
მოსამზადებლად. შედეგად, ავტორიზაციის მსურველ დაწესებულებათა გაზრდილი
რაოდენობის პირობებში, ცვლილებას შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
4|გ ვ ე რდ ი
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის მიღებით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ
სახელოვნებო პროფესიული განათლების დიპლომის მქონე სახელოვნებო სფეროს
სპეციალისტებმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდგომი დასაქმების
მიზნით, გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით ფართოვდება იმ
პირთა წრე, ვინც ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში შემდგომი დასაქმების მიზნით შეძლებს გაიაროს მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა. პროფესიული განათლების მქონე
სახელოვნებო
სფეროს
სპეციალისტებს
ექნებათ
შესაძლებლობა,
დასაქმდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც დადებითად აისახება მათ შემოსავლებზე.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სახელოვნებო
სფეროს
საგნების
მასწავლებლებად დასაქმებული ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი
კვალიფიკაცია, შესაძლებელია, კანონპროექტის მიღების შედეგად, შეუმცირდეთ ან აღარ
ჰქონდეთ სასწავლო საათები, რაც უარყოფითად იმოქმედებს მათ შემოსავლებზე.
2021 წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (პედაგოგთა ვაკანსიების ვებგვერდზე www.teachersjobs.ge) გამოცხადებული იყო სახელოვნებო სფეროს საგნის 824 ვაკანსია
(საჯარო და კერძო). მოქმედი დაწყებითი კლასების პედაგოგებიდან (7100) დაახლოებით 3588
(50%) ითავსებს სახელოვნებო სფეროს სასწავლო საგნებს (სახელოვნებო სფეროს სასწავლო
საათები ჯამში შეადგენს დაახლოებით 114293 სასწავლო საათს, მათ შორის 57516 ხელოვნების
და 56777 მუსიკის სასწავლო საათი, ხოლო საშუალო ანაზღაურება შეადგენს საათში 30.00
ლარს). შესაბამისად ჩანაცვლების შემთხვევაში შეიძლება დასაქმდეს დაახლოებით 3500
ხელოვნების სფეროს სპეციალისტი. გასათვალისწინებელია, რომ ახალ მასწავლებლებს,
სამსახურის დასაწყებად, შესაბამისი პროფესიული განათლების გარდა, დასჭირდებათ,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა. შესაბამისად, ჩანაცვლება შეიძლება
განხორციელდეს
ეტაპობრივად.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილება
შესაძლებლობას იძლევა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო
სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის და ცოდნის არმქონე მასწავლებლები ჩანაცვლდენ
სახელოვნებო სფეროს კვალიფიციური სპეციალისტებით.
5|გ ვ ე რდ ი
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მდგომარეობით, სულ 207 პედაგოგის
დეფიციტია, მათ შორის მუსიკის 18 და ხელოვნების 17, თუმცა პრაქტიკოსი პედაგოგების
სკოლიდან გასვლის შედეგად (ეს არსებული პედაგოგებია, ვისაც სტატუსი შეუწყდებათ 2021
წლის დეკემბერში, რადგან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვერ დაადასტურეს
საგნობრივი კომპეტენცია ან ვერ შეაგროვეს შესაბამისი ქულები სტატუსის ასამაღლებლად და
ტოვებენ სკოლას) მასწავლებელთა მოსალოდნელი დეფიციტებიდან იქნება - მუსიკის
მასწავლებელი 862 (აქედან დაწყებითი კლასების 515 მასწავლებელი ითავსებდა მუსიკას) და
ხელოვნების მასწავლებელი 1054 (აქედან 667 დაწყებითი კლასების პედაგოგი ითავსებდა
ხელოვნებას).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში სახელოვნებო სფეროს საგნების შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე
პედაგოგები (მაგ. დაწყებითი კლასების მასწავლებლები და სხვები, რომლებიც ითავსებენ
სახელოვნებო საგნების სასწავლო საათებს), ჩანაცვლდენ სახელოვნებო პროფესიული
განათლების დიპლომის მქონე სახელოვნებო სფეროს კვალიფიციური და მცოდნე
სპეციალისტებით,
რაც
დადებით
გავლენას
იქონიებს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლის ხარისხზე. სხვა მხრივ, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
6|გ ვ ე რდ ი
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული სახელოვნებო განათლების
რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი.
7|გ ვ ე რდ ი