საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8963/21; 28.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-14101/21
10-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
2021 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე განიხილა მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8963/21; 28.06.2021). იგი ითხოვს შრომის კოდექსში
შემდეგი შინაარსის ნორმების დამატებას:
ხელფასების ინდექსაცია ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიხედვით; მინიმალური
დაუბეგრავი ხელფასის შემოღება და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 10%-მდე შემცირება;
სამუშაო დროის ზედა ზღვარის დაწესება: 8 საათიანი სამუშაო დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა, 160
საათიანი სამუშო თვე; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 1,5-ჯერ მეტი ოდენობით; ღამის ცვლაში
და უქმე დღეს შესრულებული სამუშაოს გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება; შესვენების
ანაზღაურება, რომელიც 8 საათიან სამუშაო დროში უნდა შევიდეს; ხელფასის ორ კვირაში ერთხელ
გაცემა;
ნებისმიერი
დამსაქმებელმა
0.07 პროცენტისა;
ანაზღაურებისა
დასაქმებულს
შინაგანაწესით
თუ
ანგარიშსწორების
გადაუხადოს
ფულადი
დაყოვნებული
ჯარიმის
დაყოვნების
ყოველი
დღისთვის
თანხის 1%
ნაცვლად
მოქმედი
დაკისრების
აკრძალვა;
ბიზნესის
მიერ
დასაქმებულის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა; სტაჟირების ან გამოსაცდელი ვადით
აყვანილი პირის უხელფასოდ მუშაობის აკრძალვა და მათთვის მაქსიმუმ ერთთვიანი ხელშეკრულების
გაფორმება; მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარიდან, პროფესიების მიხედვით; ასაკობრივი
ზღვარის
გაუქმება
ნებისმიერ
სამუშაოზე;
შრომის
ინსპექციისთვის
სამუშაო
ადგილზე
დასაქმებულების მდგომარეობის შემოწმების და მათი ადგილზე გამოკითხვის უფლების მიცემა და
სხვა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა
შემდეგი მიზეზების გამო:
1.
წინადადებით
წარმოდგენილი
ნორმების
დიდი
ნაწილი
გაუმართლებლად
დიდ
ვალდებულებებს აკისრებს დამსაქმებელს, რაც ზიანს მიაყენებს ბიზნესის განვითარებას, გამოიწვევს
ეკონომიკური ზრდის შეფრხებას და უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში უმუშევრობისა და
სიღარიბის დონეზე.
2. წინადადებაში არაა წარმოდგენილი რა ზეგავლენა ექნება საბიუჯეტო შემოსავლებზე
დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას და გადასახადის შემცირებას.
3. შრომის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „შესასრულებელ
სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ
დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა“. გამოსაცდელ ვადაზე
ერთთვიანი ლიმიტის დაწესება მიზანშეუწონელია, რადგან ხშირად ეს ვადა არასაკმარისია
სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დასადგენად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
„გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება. ამ ანაზღაურების ოდენობა და
გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“.
4. სტაჟიორი ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული
ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ერთი თვე ხშირ შემთხვევაში არაა
საკმარისი ამისათვის. ამიტომ, სტაჟირების ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე ერთთვიანი ლიმიტის
დაწესება სტაჟიორისთვის საზიანოა. შრომის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად: „ანაზღაურებისგარეშე
სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს“.
იმ შემთხვევაში, თუ პირველი ექვსი თვის ანაზღაურებაც იქნება სავალდებულო, დამსაქმებლებს
შეუმცირდებათ სტაჟიორის აყვანის ინტერესი, რაც სტაჟირების გავლის მსურველების ინტერესებს
ეწინააღმდეგება. ამასთან, შრომის კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით: „დამსაქმებელს ეკრძალება
სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას.
სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ
დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა“. ამ და სხვა
შრომითი დებულებების აღსრულებაზე ზედამხედველია შრომის ინსპექცია.
5. წინადადების ავტორი ითხოვს ასაკობრივი ზღვარის გაუქმებას ნებისმიერ სამუშაოზე. ამ
საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის მე-2 მუხლში მადისკრიმინირებელი
ნიშნებიდან ერთ-ერთია „ასაკი“. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევაზე სანქცია
გათვალისწინებულია კოდექსის 78-ე მუხლში. ამასთან, კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად:
„დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს
სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის
მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება“.
6. წინადადების ავტორი ითხოვს შრომის ინსპექციისთვის სამუშაო ადგილზე დასაქმებულების
მდგომარეობის შემოწმების და მათი ადგილზე გამოკითხვის უფლების მიცემას. თუმცა, ეს უფლება
შრომის ინსპექციას უკვე აქვს მინიჭებული: „შრომის ინსპექციის“ შესახებ საქართველოს კანონის
თანახმად, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფლად,
წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი
დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში; გამოჰკითხოს სამუშაო
ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი; შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის
სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა
ან/და ხელსაწყო.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ კახაძე