საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8315/21; 17.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-14099/21
10-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
2021 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე განიხილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი
ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№1-8315/21; 17.06.2021).
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა
შემდეგი მიზეზების გამო:
1. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, შრომის ინსპექციას ახალი ფუნქციები ემატება:
- დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებული უნდა
იყოს გააფრთხილოს შრომის ინსპექცია წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
- შრომის ინსპექციას უფლება ეძლევა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას
წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით
დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
- დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების დადგენა (ამჟამად ეს
სასამართლოს კომპეტენციაა) და უკანონოდ გათავისუფლებისთვის დამსაქმებლის დაჯარიმება.
საქართველოში ათიათასობით დამსაქმებელია და შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული
დოკუმენტაციის (წერილობითი შეტყობინებები) წარმოება/დამუშავება დიდ რესურსს მოითხოვს, რაც
შრომის ინსპექციაში შტატების დამატების (ეს კი თავის მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას
გამოიწვევს) გარეშე ვერ განხორციელდება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კანონიერად თავისუფლდება
სამსახურიდან და არ გააჩნიათ პრეტენზიები დამსაქმებელთან, შესაბამისად ამ დოკუმენტების
წარმოების პრაქტიკული საჭიროება არ არსებობს და დროისა და რესურსების ფუჭი ფლანგვაა. ამასთან,
მოქმედი კანონმდებლობით დასაქმებულს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის
გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
2. მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით: „სასამართლოს მიერ
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო
ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის
ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული
ოდენობით“. აგრეთვე, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, პირვანდელ
ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის
გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით კი შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებით,
დამსაქმებელი ვალდებულია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი პირვანდელ
სამუშაო ადგილზე აღადგინოს, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი და გადაიხადოს
კომპენსაცია საარსებო მინიმუმის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან დასაქმებულის,
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენამდე, ან ტოლფასი
სამუშაოთი უზრუნველყოფამდე. გარდა ამისა, წინადადების მიხედვით, დამსაქმებელმა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლებისთვის
კომპენსაციის პროპორციულად.
უნდა
გადაიხადოს
ჯარიმა
გადახდილი
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენა, ან
მისი უზრუნველყოფა ტოლფასი სამუშაოთი ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია ობიექტური
გარემოებებიდან გამომდინარე. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადებით დამსაქმებელი ვალდებული
ხდება, შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობისას, დაამატოს ახალი შტატი,
მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი შეიძლება იყოს მისთვის. მოქმედი
შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული კომპენსაციის არსი მდგომარეობს სწორედ
იმაში, რომ თუ შეუძლებელია პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენა, ან მისი უზრუნველყოფა
ტოლფასი სამუშაოთი, დამსაქმებელი მაინც არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და
ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია, რომელიცაა უკანონოდ გათავისუფლებული პირის
სამართლიანი დაკმაყოფილების ალტერნატიული გზა. გაუმართლებელია დასაქმებულის სამსახურში
აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებელს დაეკისროს კომპენსაციის გადახდაც, მით უმეტეს, რომ ამ
შემთხვევაში დამსაქმებელს, მოქმედი კანონმდებლობით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ეკისრება (დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში).
წინადადებით წარმოდგენილი აღნიშნული ნორმები გაუმართლებლად დიდ ტვირთს აკისრებს
დამსაქმებელს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბიზნესის განვითარებას და უარყოფითი გავლენა
იქონიოს ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის დონეზე.
3. მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული კომპენსაციის საარსებო
მინიმუმის ოდენობით ხისტად დადგენა (რასაც ითხოვს წინადადების ავტორი) არაა სამართლიანი.
საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივი კომპენსაციის
გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არაერთი ფაქტორი, რომელთა შორისაა
უკანონოდ დათხოვნილი პირის ასაკი, კომპეტენცია, სამუშაო სტაჟი, სამსახურის შოვნის პერსპექტივა,
ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და
სხვა. თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომა უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე,
ზოგიერთი უკანონოდ გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ სასამართლომ, აღნიშნული
კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეიძლება საარსებო მინიმუმზე მეტი კომპენსაციის გადახდა
დააკისროს დამსაქმებელს, ხოლო საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ნორმის მიღება
ამის საშუალებას აღარ მისცემს სასამართლოს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ კახაძე