საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ფიფიას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-6958/21; 28.05.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14098/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-14098/21 10-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე განიხილა ნიკოლოზ ფიფიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6958/21; 28.05.2021). იგი ითხოვს შრომის კოდექსში შემდეგი შინაარსის ნორმის დამატებას: შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნორმირებულ სამუშაო დროს (სამუშაო საათებში) დასაქმებულის მიერ შეთავსებით პედაგოგიური, სახელოვნებო ან შემოქმედებითი საქმიანობა არ წარმოადგენს არასრულ სამუშაო განაკვეთს და ჩაითვლება საპატიოდ თუ შეთავსებითი სამუშაოს შესრულებით არსებითად არ ზიანდება დამსაქმებლის სამუშაო ინტერესები. დამსაქმებელს უფლება აქვს განსაზღვროს საპატიო მიზეზად მიჩნეული დროის ხანგრძლივობა. საპატიო მიზეზით ნორმირებულ სამუშო დროზე ნაკლები სამუშაო საათების შესრულება არ იქნება ნაკლები სახელფასო ანაზღაურების საფუძველი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო: წინადადებაში მოცემული ფრაზა - „...ჩაითვლება საპატიოდ თუ შეთავსებითი სამუშაოს შესრულებით არსებითად არ ზიანდება დამსაქმებლის სამუშაო ინტერესები“, საკმაოდ ბუნდოვანია და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. წინადადებით წარმოდგენილი საკითხი პრაქტიკაში ურთიერთშეთანხმებით რეგულირდება და ამის დავალდებულება დამსაქმებლისთვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს როგორც ფინანსური (ხელფასი გადაუხადოს დასაქმებულს, როცა ის არ იმყოფება სამუშაოზე და ამის გამო შეიძლება სხვა დასაქმებულის აყვანა გახდეს საჭირო რომელსაც ასევე უნდა გადაუხადოს ხელფასი), ასევე დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მხრივ, როდესაც საჭირო კადრი არ იმყოფება სამსახურში სამუშაო საათებში. წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არ აქვს აღებული არც ასოცირების შესახებ შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, „დასაქმებულის უფლება, დასაქმდეს ერთზე მეტ სრულ ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია“. თუმცა ამ შემთხვევაშიც დამსაქმებელს უფლება აქვს არ აუკრძალოს დასაქმებულს შეთავსებითი სამუშაოს შესრულება და დართოს ამის ნება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge