საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა შპს “ღონე ქვეყნისა“-ს (ქალაქი ქუთაისი, კერძო სკოლა) მიერ წარმოდგენილ მამის დღის 19 დეკემბერს აღნიშვნის შესახებ (№1-6481/21; 20.05.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14093/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-14093/21 10-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე განიხილა შპს „ღონე ქვეყნისა“ (ქალაქი ქუთაისი, კერძო სკოლა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მამის დღის - 19 დეკემბრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით (№1-6481/21; 20.05.2021). კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას შემდეგი მიზეზის გამო: საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებულია 17 უქმე დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი უქმე დღეების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საქართველოზე მეტი უქმე დღე არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა. წინადადების მიხედვით, ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მამის დღის დაარსება მისცემს შვილებს საშუალებას გამოხატონ მათდამი სიყვარული, პატივისცემა, მადლიერება, ზრუნვა. ეს თავისუფლად შესაძლებელია შრომის კოდექსში კიდევ ერთი უქმე დღის დამატების გარეშეც. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge