საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-9314/21; 05.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-14236/21
12-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2021 წლის 9 ნოემბერს სხდომაზე განიხილა მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტებთან დაკავშირებით (№1-9314/21; 05.07.2021).
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ომისა და თავდაცვის ძალების
ვეტერანებისთვის გათვალისწინებული ფულადი გასაცემლების 1500 ლარამდე გაზრდას.
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007
წლის 11 იანვრის № 4 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, შემოღებულ იქნა
ყოველთვიური ფულადი გასაცემელი - საყოფაცხოვრებო სუბსიდია, კანონით განსაზღვრული
სოციალური
კატეგორიების
საყოფაცხოვრებო-
კომუნალური
საჭიროებების
უზრუნველსაყოფად. განისაზღვრა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა წრე და
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები. 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო
სუბსიდია ენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის
მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში
აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად. შესაბამისად, პენსიის მიმღები
ვეტერანები ასაკით პენსიასთან ერთად იღებენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, ხოლო
„სახელმწიფო
კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები სოციალურ
პაკეტს ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23
ივლისის № 279 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიერ ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული
დამსახურების და მათი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს მათთვის დაწესებული ფულადი გასაცემლების
გაზრდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
კანონის
პროექტის
ვეტერანებისთვის
გადამუშავებულ
განსაზღვრული
ფულადი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
საკანონმდებლო წინადადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
ვარიანტში
უკვე
გასაცემლების
გათვალისწინებულია
არსებითი ზრდა.
კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ