საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 16 დეკემბრის №1/29 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14238/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-11-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 30

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09 ნოემბერი 2021 14:00 2021 წლის 9 ნოემბერი, 14 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (1-14270/21/10; 29.10.2021) მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/63; 25.06.2021) III - მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: ქეთევან მჭედლიშვილი, მანანა კრავეიშვილი 3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია 4. შპს „ღონე ქვეყნისა“ (ქალაქი ქუთაისი, კერძო სკოლა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მამის დღის 19 დეკემბერს აღნიშვნასთან დაკავშირებით განხილვა (N1-6481/21/10). მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე 5. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ფიფიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვა (1-6958/21/10). მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე 6. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვა (1-8315/21/10). მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე 7. საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვა (1-8963/21/10) მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე 8. საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ განხილვა (1-9558/21/10) მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა 9. საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით განხილვა (1-9314/21/10). მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: დაზმირ ჯოჯუა, ირაკლი ციმინტია 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის და თანმდევი კანონპროექტები კენჭსაყრელი საკითხი (N07-2/75; 16.09.2021) მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი; აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა სხდომა - N30 თარიღი - 2021 წლის 9 ნოემბერი ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, -VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ვლადიმერ კახაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, დავით კაჭარავა (დიმიტრი ხუნდაძის უფლებამონაცვლე), ზაალ მიქელაძე, ზაზა ლომინაძე, ვიქტორ სანიკიძე (ანტონ ობოლაშვილის უფლებამონაცვლე), რამინა ბერაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი. სხდომას არ ესწრებოდა: დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი, დავით სერგეენკო, ნონა მამულაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ირმა ზავრადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (1-14270/21/10; 29.10.2021) 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/63; 25.06.2021) III - მოსმენით განხილვა. 3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ. 4. შპს „ღონე ქვეყნისა“ (ქალაქი ქუთაისი, კერძო სკოლა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მამის დღის 19 დეკემბერს აღნიშვნასთან დაკავშირებით განხილვა (N1-6481/21/10). 5. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ფიფიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვა (1-6958/21/10). 6. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვა(18315/21/10). 7. საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვა (1-8963/21/10) 8. საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ განხილვა (1-9558/21/10) 9. საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის 1 თაობაზე“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით განხილვა (1-9314/21/10). 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის და თანმდევი კანონპროექტები კენჭსაყრელი საკითხი (N07-2/75; 16.09.2021) შემდეგ, კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ვლადიმერ კახაძემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა. შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (1-14270/21/10; 29.10.2021)„ განსახილველად სიტყვა გადასცნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს. მან კომიტეტის წევრებს ცხრა თვის ეკონომიკური მაჩვენებლების და ცალკეული სამინისტროების მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: კერძოდ, ეკონომიკური ზრდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 11.3 პროცენტი შეადგინა. აქედან, 2021 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.5 პროცენტი, ხოლო II კვარტალში ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის პირველი ნახევრის საშუალო რეალურმა ზრდამ 12.5% შეადგინა. 2021 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკურ აქტივობაში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ხელოვნება, გართობა და დასვენება 41.8 პროცენტი, წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 38.6 პროცენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია 34.5 პროცენტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 34.4 პროცენტი, სამთომომპოვებითი მრეწველობა 30.4 პროცენტი, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 28.9 პროცენტი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა 28.6 პროცენტი. კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 18.9 პროცენტი, განათლება 3.6 პროცენტი. ინფლაცია 2021 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 12.3 პროცენტი შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 7.1 პროცენტის დონეზეა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების 15.9 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მაჩვენებელში; • ტრანსპორტის ჯგუფი: ფასები გაიზარდა 20.3%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა; • საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 11.8%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა; 2 • ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც 0.72 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე; • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 12.5%-ით, რაც 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ლარის გაცვლითი კურსი 2021 წლის სექტემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 4.7 პროცენტით გამყარდა და 3.12 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებთან, გამყარდა 7.0 პროცენტით. საგარეო სექტორი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 009.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4 047.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.6 პროცენტს შეადგენს. თურქეთის - 14.8 პროცენტს, რუსეთის - 11.4 პროცენტს, ჩინეთის - 10.8 პროცენტს, აზერბაიჯანის - 7.9 პროცენტს. მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი 16.0 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის - 14.9 პროცენტს, რუსეთის - 14.3 პროცენტს, აზერბაიჯანის - 13.4 პროცენტს, თურქეთის - 7.8 პროცენტს, უკრაინის - 7.2 პროცენტს. მთლიანი ექსპორტი სავაჭრო პარტნიორების მიხედვით (III კვ., 2021) დანარჩენი ქვეყნები 611,121 21% სომხეთი 171,251 6% ევროკავშირის ქვეყნები 444,976 15% აზერბაიჯანი 400,156 13% უკრაინა 216,009 7% თურქეთი 233,295 8% რუსეთი 426,218 14% ჩინეთი 478,267 16% სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 19.2 პროცენტით, მომდევნო ადგილებს იკავებენ: მსუბუქი ავტომობილები 11.3 პროცენტი, ფეროშენადნობები 10.6 პროცენტი, ყურძნის ნატურალური ღვინოები 5.6 პროცენტი და სპირტიანი სასმელები 3.5 პროცენტი. 3 მთლიანი ექსპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (III კვ., 2021) სპილენძის მადნები 571,719 19% დანარჩენი საქონელი 1,305,642 44% მსუბუქი ავტომობილები 338,217 11% ფეროშენადნობები 316,458 11% სამკურნალო საშუალებები 72,582 2% მინერალური და მტკნარი წყლები 104,143 3% ღვინოები 166,765 6% სპირტიანი სასმელები 105,766 4% მთლიან იმპორტში ევროკავშირის წილი 23.1 პროცენტია. თურქეთის - 17.7 პროცენტი, რუსეთის - 10.2 პროცენტი, ჩინეთის - 8.5 პროცენტი, აშშ - 6.3 პროცენტი. მთლიანი იმპორტი სავაჭრო პარტნიორების მიხედვით (III კვ., 2021) სომხეთი 326,977 5% დანარჩენი ქვეყნები 1,367,687 19% ევროკავშირის ქვეყნები 1,621,519 23% უკრაინა 315,135 4% აშშ 441,964 6% ჩინეთი 599,946 9% თურქეთი 1,247,506 18% აზერბაიჯანი 389,662 6% რუსეთი 718,001 10% იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომელსაც მთლიან იმპორტში 9.0 პროცენტიანი წილი უკავია. შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები 8.2 პროცენტი, სპილენძის მადნები და კონცენტრატები 7.5 პროცენტი, სამკურნალო საშუალებები 3.7 პროცენტი და ნავთობის აირები 3.0 პროცენტი. 4 მთლიანი იმპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (III კვ., 2021) ნავთობი 576,311 სპილენძის მადნები 8% 530,171 7% სამკურნალო საშუალებები 257,294 4% ნავთობის აირები 207,391 3% ტელეფონები 157,600 2% გამომთვლელი სატვირთო მანქანები ავტომობილები 110,924 86,100 2% 1% მსუბუქი ავტომობილები 632,543 9% დანარჩენი საქონელი 4,470,063 64% ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობაში ექსპორტის 10.4%-იან კლებაში მთავარი წვლილი შეიტანა მადნებმა და სპილენძის კონცენტრატებმა (39.8%-იანი კლება), საბურავებმა (30.3%-იანი კლება), მადნებმა და ძვირფასი ლითონების კონცენტრატებმა (100.0%-იანი კლება). ზრდის მიმართულებით მთავარი წვლილი შეიტანა ძვირფასი ლითონების ჯართმა (191.8%-იანი ზრდა), ფეროშენადნობებმა (179.4%-იანი ზრდა), კაკალმა (20.3%-იანი ზრდა). იმპორტის 22.5%-იან ზრდაში მთავარი წვლილი შეიტანა ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა (63.0%-იანი ზრდა), მსუბუქმა ავტომობილებმა (49.1%-იანი ზრდა), სატვირთო ავტომობილებმა (95.1%-იანი ზრდა). კლების მიმართულებით მთავარი წვლილი შეიტანა სხვა მანქანებმა (ამოთხრის ან გაბურღვისათვის) (89.0%-იანი კლება), ტურბორეაქტიულმა და ტურბოხრახნიანმა ძრავებმა (99.2%-იანი კლება), რძემ და ნაღებმა, შესქელებული ან შაქრის დამატებით (72.8%-იანი კლება). თურქეთთან ვაჭრობაში ექსპორტის 63.4%-იან ზრდაში მთავარი წვლილი შეიტანა შავი ლითონების ჯართმა (1 993.9%-იანი ზრდა), ტრიკოტაჟის ნაწარმმა (69.6%-იანი ზრდა), ნახევარფაბბრიკატებმა ნახშირბადიანი ფოლადისაგან (140.5%-იანი ზრდა). კლების მიმართულებით მთავარი წვლილი შეიტანა მსუბუქმა ავტომობილებმა (85.3%-იანი კლება), ცხიმებმა (37.9-იანი კლება), ფქვილმა და ხორცის, თევზის გრანულებმა (27.2%-იანი კლება). იმპორტის 27.2%-იან ზრდაში მთავარი წვლილი შეიტანა სამარშრუტო ავტომობილებმა (226.6%-იანი ზრდა), სატვირთო ავტომობილებმა (147.4%-იანი ზრდა), მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით (42.3%-იანი ზრდა). კლების მიმართულებით მთავარი წვლილი შეიტანა მოსაპირკეთებელმა ფილებმა (100.0%-იანი კლება), ცემენტმა (30.3%-იანი კლება), ციტრუსების ნაყოფმა (ახალი ან გამხმარი) (41.7%-იანი კლება). რუსეთთან ვაჭრობაში ექსპორტის 38.1%-იან ზრდაში მთავარი წვლილი შეიტანა ფეროშენადნობებმა (45.8%-იანი ზრდა), მინერალურმა და მტკნარმა წყლებმა (53.5%-იანი ზრდა), ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა (15.1%-იანი ზრდა). კლების მიმართულებით მთავარი წვლილი შეიტანა სამკურნალო საშუალებებმა (41.4%-იანი კლება), ელექტრულმა წყალგამახურებლებმა (23.5%-იანი კლება), სპილენძის ჯართმა და ნარჩენებმა (83.7%-იანი კლება). იმპორტის 14.7%-იან ზრდაში მთავარი წვლილი შეიტანა ნავთობის აირებმა და ნახშირწყალბადებმა (156.0%-იანი ზრდა), მზესუმზირის ზეთმა (40.6%-იანი ზრდა), სატელეფონო აპარატებმა (41.9%-იანი ზრდა). კლების მიმართულებით მთავარი წვლილი შეიტანა ხორბალმა და მესლინმა (22.2%-იანი კლება), შაქარმა (99.7%-იანი კლება), ელექტროენერგიამ (48.8%-იანი კლება). 5 ტურიზმი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1 301 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია (2020 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 1 598 ათასს შეადგენდა), რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 18.5 პროცენტით ნაკლებია (წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია). ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით შემდეგია: • უკრაინა (114.6 ათასი კაცი, 195.7%-იანი ზრდა); • ევროკავშირი (98.2 ათასი კაცი, 49.3%-იანი ზრდა); • ისრაელი (65.4 ათასი კაცი, 158.5%-იანი ზრდა); • თურქეთი (225.5 ათასი კაცი, 19.2%-იანი კლება); • რუსეთი (142.0 ათასი კაცი, 27.6%-იანი კლება); • სომხეთი (107.5 ათასი კაცი, 54.0%-იანი კლება); ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 865.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 73.5 პროცენტით მეტია (366.6 მლნ აშშ დოლარით მეტი) გასული წლის მაჩვენებელზე (წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი). ფულადი გზავნილები 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.2 პროცენტით გაიზარდა და 1 484.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (326.4 მლნ აშშ დოლარით მეტი). წმინდა ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყნების მიხედვით შემდეგია: • იტალია (278.4 მლნ აშშ დოლარი, 32.5%-იანი ზრდა); • რუსეთის ფედერაცია (235.8 მლნ აშშ დოლარი, 17.8%-იანი ზრდა); • აშშ (207.6 მლნ აშშ დოლარი, 36.0%-იანი ზრდა); • საბერძნეთი (171.6 მლნ აშშ დოლარი, 13.4%-იანი ზრდა); • თურქეთი (30.5 მლნ აშშ დოლარი, 29.1%-იანი კლება). ნაერთი ბიუჯეტი ✓ 2021 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 671 258.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 10 736 493.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.6%. ✓ გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9 406 008.8 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 9 504 670.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.0%. ✓ გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 367 324.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 314 346.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 85.6%. ✓ სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 897 925.2 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 917 476.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2%. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებლები ათასი ლარი დასახელება შემოსავლები გეგმა ფაქტი +/- 10 671 258,0 10 736 493,2 65 235,2 % 100,6 6 დასახელება გადასახადები საშემოსავლო გადასახადი მოგების გადასახადი დამატებული ღირებულების გადასახადი აქციზი იმპორტის გადასახადი ქონების გადასახადი სხვა გადასახადი გრანტები სხვა შემოსავლები გეგმა ფაქტი +/- % 9 406 008,8 2 664 803,7 764 743,5 4 236 418,6 9 504 670,5 2 717 371,8 790 921,7 4 337 872,3 98 661,7 52 568,1 26 178,2 101 453,7 101,0 102,0 103,4 102,4 1 235 258,6 59 153,7 387 008,7 58 622,0 367 324,0 897 925,2 1 277 620,1 60 811,8 394 497,7 -74 424,9 314 346,0 917 476,7 42 361,5 1 658,1 7 489,0 -133 046,9 -52 978,0 19 551,5 103,4 102,8 101,9 -127,0 85,6 102,2 არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 323 385.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (271 374.2 ათასი ლარი) 119.2%-ია. ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 61 276.3 ათასი ლარი, რაც (100 669.3 ათასი ლარი) 60.9%-ია. საპროგნოზო მაჩვენებელის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წლის სახელმწიფოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრა 7.0%-ის ფარგლებში (განახლებული პროგნოზით 6.8%). საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს (-2 435.5) მლნ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის - 4.2 %-ია. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრულ პარამეტრებთან „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 3%-ს. COVID-19 გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით 2021 წლის სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაიგეგმა, ორგანული კანონით განსაზღვრულ ზღვარს მიღმა - 6.9%-ის ფარგლებში (განახლებული პროგნოზით 6.8%). საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელმა შეადგინა (-2 338.6) მლნ ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 4.0 %-ია. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 60%-ს. საანგარიშო პერიოდის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 49.5%. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.7%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 50.2%-ს შეადგენს. სახელმწიფო ვალი 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ნაშთმა შეადგინა 30 374.5 მლნ ლარი, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი შეადგენს 5 468.3 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი - 24 906.2 მლნ ლარს. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებლები ათასი ლარი 7 დასახელება შემოსავლები გადასახადები გრანტები სხვა შემოსავლები გეგმა ფაქტი +/- % 8 959 992,3 8 996 209,6 36 217,3 100,4 8 020 336,0 328 324,0 611 332,3 8 086 134,0 312 867,0 597 208,6 65 798,0 -15 457,0 -14 123,7 100,8 95,3 97,7 გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 020 336.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 8 086 134.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 328 324.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 312 867.0 ათასი ლარი (მათ შორის, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული სახსრები - 53 990.6 ათასი ლარი) ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 95.3%. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 611 332.3 ათასი ლარის ოდენობით, მობილიზებულ იქნა 597 208.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 97.7%. არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 161 837.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (161 389.3 ათასი ლარი) 100.3%-ია. ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 81 584.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (100 669.3 ათასი ლარი) 81.0%-ია. სახელმწიფო ვალის აღება და დაფარვა ვალდებულებების ზრდამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 3 651 800.0 ათასი ლარი, მათ შორის: ➢ ➢ ➢ ➢ (-644 976.7) ათასი ლარი1 - საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წმინდა ზრდა; 956 793.2 ათასი ლარი - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან მიღებული საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები; 1 626 843.1 ათასი ლარი - ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები; 1 713 140.5 - ევრობონდები; ვალის მომსახურება და დაფარვა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მიერ ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მიიმართა 3 073.9 მლნ ლარი, მათ შორის: ➢ ➢ საგარეო ვალდებულებები - 2 660.6 მლნ ლარი ✓ მომსახურება - 216.8 მლნ ლარი; ✓ დაფარვა - 2 443.8 მლნ ლარი; საშინაო ვალდებულები - 413.3 მლნ ლარი; ✓ მომსახურება - 381.3 მლნ ლარი; ✓ დაფარვა - 32.0 მლნ ლარი; საგარეო ვალის აღება 1 გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში წმინდა საშინაო ვალის ზრდა განსაზღვრულია (-150) მლნ ლარით, თუმცა საანგარიშო პერიოსის ბოლოსთვის საშინაო ვალის დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებით წმინდა ზრდა შეადგინა (-645.0) მლნ ლარი. 8 ათას ლარებში დასახელება ბიუჯეტის მხარდაჭერის კრედიტები საანგარიშო პერიოდის ფაქტი 3,339,983.6 ევრობონდები 1,713,140.5 WB 213,750.5 AIIB 222,619.4 ADB 1,133,863.9 KfW 56,609.3 საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები 956,793.2 WB 166,944.4 NEFCO 3,349.5 IFAD 15,443.4 EIB 247,422.3 EBRD 212,107.3 CEB 5,558.3 AIIB 18,407.9 ADB 224,312.9 კუვეიტი 3,563.6 საფრანგეთი 34,401.0 იაპონია 96.4 გერმანია 25,186.2 სულ კრედიტები 4,296,776.7 საშინაო ფასიანი ქაღალდები 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ჩატარდა ფასიანი ქაღალდების 33 აუქციონი, გამოშვებული იყო სახაზინო ფასიანი ქაღალდები 748 400.0 ათასი ლარის მოცულობით, აქედან 2, 5 და 10 წლის ვადის მქონე სახაზინო ობლიგაციები ემიტირებული 538 400.0 ათასი ლარის ოდენობით სრულად წარმოადგენს ე. წ. „ბენჩმარკ ბონდებს“. 2018 წლიდან „ბენჩმარკ ბონდების“ რეგულარულმა ემისიამ გამოიწვია ინვესტორების მეტად დაინტერესება და სტაბილური შემოსავლიანობის მრუდის (Yield Curve) შექმნა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. ამავე პერიოდში დაიფარა 1 420 000.0 ათასი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი. ფასიანი ქაღალდების გამოშვების კომპოზიცია: ✓ 14.0% იყო 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები; ✓ 14.0% - 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები; ✓ 18.7% - 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები; ✓ 44.0% - 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები; ✓ 9.2% - 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. საანგარიშო პერიოდში სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებულმა თანხამ 740 648.2 ათასი ლარი, ხოლო ძირითადი თანხის დაფარვამ 1 385 625.0 ათასი ლარი შეადგინა. სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შედეგად, საშინაო ვალდებულების კლებამ შეადგინა 644 976.7 ათასი ლარი. 9 სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი დამტკიცდა გასული წლის დეკემბერში, თუმცა საანგარიშო პერიოდში „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 1 114 239.0 ათასი ლარით და განისაზღვრა 19 498 746.8 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 14 868 800.2 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 14 459 068.6 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 97.2%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 74.2%-ია. საქართველოს 2011-2021 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების წლიური, კვარტლის გეგმიური და საკასო მაჩვენებლები (ათას ლარებში) წლიური 9 თვის გეგმა 9 თვის ფაქტი 9 თვის ფაქტი/წლიურ მაჩვენებელთან % 22,000,000.0 90.0% 20,000,000.0 80.0% 72.7% 18,000,000.0 71.2% 71.3% 68.6% 67.3% 69.4% 65.7% 69.4% 70.4% 74.2% 70.0% 65.7% 16,000,000.0 60.0% 14,000,000.0 12,000,000.0 50.0% 10,000,000.0 40.0% 8,000,000.0 30.0% 6,000,000.0 20.0% 19,498,746.8 14,868,800.2 14,459,068.6 15,923,792.9 11,947,413.0 11,206,046.4 13,469,689.0 9,436,988.1 9,343,495.5 12,590,181.6 8,990,958.4 8,272,260.2 11,764,835.4 8,514,382.3 8,168,362.1 10,292,234.1 7,629,628.3 7,340,609.3 9,703,127.1 7,208,173.1 6,911,526.1 9,009,812.2 6,747,604.3 6,182,802.1 8,104,217.6 5,474,242.6 5,326,573.5 7,806,801.8 6,330,055.1 5,674,325.1 2,000,000.0 7,459,279.5 5,092,486.5 5,023,456.2 4,000,000.0 0.0 10.0% 0.0% 2011 წელი2012 წელი2013 წელი2014 წელი2015 წელი2016 წელი2017 წელი2018 წელი2019 წელი2020 წელი2021 წელი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 13 851 677.2 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 10 360 954.5 ათასი ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა - 9 975 389.2 ათასი ლარი, რაც კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 96.3%-ია, ხოლო წლიური დაზუსტებული მაჩვენებლის - 72.0%-ია (დამტკიცებული მაჩვენებლის - 71.8%-ია). 10 სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 2 573 280.3 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 1 766 002.5 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ - 1 747 747.2 ათასი ლარი, რაც კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 99.0%-ია, ხოლო წლიური დაზუსტებული მაჩვენებლის 67.9%-ია (დამტკიცებული მაჩვენებლის - 68.6%-ია). სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 318 411.0 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 240 465.0 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ - 235 845.6 ათასი ლარი, რაც კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 98.1%-ია, ხოლო წლიური დაზუსტებული მაჩვენებლის - 74.1%-ია (დამტკიცებული მაჩვენებლის - 74.4%-ია). სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება განისაზღვრა 2 755 378.2 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 501 378.2 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ - 2 500 086.6 ათასი ლარი, რაც კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 99.9%-ია, ხოლო წლიური დაზუსტებული მაჩვენებლის - 90.7%-ია (დამტკიცებული მაჩვენებლის - 91.4%-ია). 2021 წლის 9 თვის ასიგნებების სტრუქტურა (საკასო შესრულება) ხარჯები 69.0% არაფინანსური აქტივების ზრდა 12.1% ვალდებულების კლება 17.3% ფინანსური აქტივების ზრდა 1.6% სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით „შრომის ანაზღაურების” მუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 1 224 229.2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 1 200 481.1 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 98.1%-ს შეადგენს. „შრომის ანაზღაურების” მუხლის საკასო შესრულება „ხარჯების“ საკასო შესრულების 12.0%-ია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი გადასახდელების 8.3%-ს შეადგენს. „საქონელი და მომსახურების” მუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განსაზღვრულ იქნა 1 373 865.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 1 214 420.4 ათასი ლარი, რაც გეგმის 88.4%-ს შეადგენს. „საქონელი და მომსახურების” მუხლის საკასო შესრულება „ხარჯების“ საკასო შესრულების 12.2%-ია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი გადასახდელების 8.4%-ს შეადგენს. 11 „პროცენტის” მუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განსაზღვრულ იქნა 601,185.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 598,367.0 ათასი ლარი, რაც გეგმის 99.5%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 4.1%-ს შეადგენს. პროცენტის მუხლიდან საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებაზე მიმართული იქნა 216 843.9 ათასი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებაზე - 381 268.9 ათასი ლარი. „სუბსიდიების” მუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა 604 752.9 ათასი ლარით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 559 924.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 92.6%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 3.9%-ს შეადგენს. „გრანტების” მუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განსაზღვრულ იქნა 624 819.8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 531 233.1 ათასი ლარი, რაც გეგმის 85.0%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 3.7%-ს შეადგენს. „სოციალური უზრუნველყოფის” მუხლით საანგარიშო პერიოდში საკასო შესრულებამ შეადგინა 4 423 174.1 ათასი ლარი, რაც დაზუსტებული გეგმიური პარამეტრის (4 430 889.6 ათასი ლარი) 99.8 %-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 30,6%-ს შეადგენს. „სხვა ხარჯების” მუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 1 501 213.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საკასო ხარჯი გაწეული იქნა 1 447 788.9 ათასი ლარის მოცულობით, რაც გეგმის 96.4%-ს. „სხვა ხარჯების” მუხლის საკასო შესრულება „ხარჯების“ საკასო შესრულების 14.5%-ია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების - 10.0%-ს შეადგენს. 2021 წლის 9 თვის ხარჯების სტრუქტურა (საკასო შესრულება) სოციალური უზრუნველყოფა 44.3% სხვა ხარჯები 14.5% გრანტები 5.3% სუბსიდიები 5.6% პროცენტი 6.0% საქონელი და მომსახურება 12.2% შრომის ანაზღაურება 12.0% 12 საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მლნ ლარი ღონისძიება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება მათ შორის, COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარჯები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ფულადი დახმარება/ კომპენსაცია შშმ პირებისათვის ფულადი დახმარება/კომპენსაცია ფულადი დახმარება/კომპენსაცია დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირებისათვის ახალი კორონავირუსიდან გამომდინარე მოსახლეობის კომუნალური გადასახადების და გაზრდილი ტარიფის სუბსიდისიდირება ბიზნესის მხარდაჭერა საშემოსავლო გადასახადის შეღავათი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობა მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო/სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება2 საკრედიტო-საგარანტიო სქემა*3 მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა - მცირე გრანტები პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის განმავლობაში სურსათის მწარმოებლებისთვის ელექტრონერგიაზე ტარიფის ზრდის 50%-ის სუბსიდირება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სულ • თანხა 764.5 149.7 369.1 74.9 27.3 148.3 118.6 314.3 225.6 8.8 7.6 32.5 14.3 16.7 6.6 2.1 1,447.8 ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებისა და მართვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სსიპ-ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით და აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ქვეყანაში „COVID – 19“-ის მასიური გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების რიგი ღონისძიებები, მათ შორის შესყიდულ იქნა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები, განხორციელდა საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება/სამედიცინო მეთვალყურეობა, საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალით და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საეჭვო და დადასტურებელი შემთხვევის მართვა და პაციენტების სტაციონარული მკურნალობა (საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება გაეწია 14.0 ათასზე მეტ ბენეფიციარს), საანგარიშო პერიოდში შესყიდულია 4 483.5 ათასამდე დოზა ვაქცინა, ხოლო ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 3 483.5 ათასი დოზა (მათ შორის, 723.1 ათასი დონაციის სახით). სულ ზემოაღნიშნული მიზნებისათვის საანგარიშო 2 7.6 მლნ ლარი მიმართულია სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშიდან; 14.8 მლნ ლარი დაფარულია 2020 წლის ბოლოს სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშზე „სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემის” დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული თანხებიდან; 3 13 • • • • • • პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხაზით მიმართულ იქნა 719.9 მლნ ლარი; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების (16 წლის ასაკიდან) წახალისება, ლატარიის „აიცერი და მოიგე“ გათამაშების დაფინანსება. აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 848.4 ათასი ლარი; სსიპ - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განახორციელა 33.8 ათასი პირის (საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული არეებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები) და უცხო ქვეყნის მოქალაქეები) განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 17.1 მლნ ლარი; ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი: მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი ოჯახები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, ინდივიდუალური მეწარმეები და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები) ფულადი დახმარების/კომპენსაციის დაფინანსება: ➢ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 65 000-დან 100 000მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის − ოჯახის წევრზე 35 ლარის (ერთწევრიანი ოჯახისთვის − 70 ლარის, ორწევრიანი ოჯახისთვის − 90 ლარის; საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 254.9 ათასზე მეტმა პირმა); სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, ოჯახზე 100 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 172.4 ათასზე მეტმა პირმა). სულ საანგარიშო პერიოდში მიიმართა 74.9 მლნ ლარი; ➢ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, თვეში 100 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 45.9 ათასზე მეტმა პირმა). სულ მიიმართა 27.3 მლნ ლარი; ➢ დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 139.6 ათასზე მეტმა პირმა). სულ მიმართული თანხა 148.0 მლნ ლარი; ➢ ინდივიდუალური მეწარმეებისა და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისთვის, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის ოდენობით განსაზღვრული დახმარება გაიცა 1 233 პირზე, სულ მიმართული თანხა 369.9 ათასი ლარი; ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო 2021 წელს გაგრძელდა მოსახლეობის სოციალური დახმარება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით, კერძოდ: ელექტროენერგიის 200 კილოვატ/საათი ან 200 კილოვატ/საათზე ნაკლები მოცულობის, ბუნებრივი გაზის 200 მ³ ან 200 მ³-ზე ნაკლები მოცულობის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის სუბსიდირება (იანვარ - თებერვალი). გარდა ამისა, განხორციელდა 2021 წლის იანვრიდან ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება (იანვარ - აგვისტო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ტარიფის ზრდის სრული ოდენობით 200 კილოვატ/საათზე მეტ, მაგრამ არა უმეტეს 301 კილოვატ/საათის მოცულობაზე. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიზნებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიმართულ იქნა სულ 118.6 მლნ ლარი (მათ შორის: კომუნალური გადასახადების სუბსიდირება - 83.2 მლნ ლარი; ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება - 35.4 მლნ ლარი); საქართველოს საჯარო სკოლებისათვის დარიგებულია 2.9 მლნ ერთეული პირბადე და 106.1 ათასი ერთეული (5 ლიტრიანი) ხელის სადეზინფექციო საშუალება. ასევე, საჯარო სკოლებში განსახორციელებელ სადენზიფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შეძენილია 15.2 ათასი ლიტრი სადენზიფექციო კონცენტრატი (იატაკის). შესყიდულია 10.0 ათასი ცალი უკონტაქტო ელექტრო თერმომეტრი, 3.0 ათასი ერთეული დისპანსერი და 1.8 ათასი ცალი დეზობარიერი; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის COVID – 19-ით ინფიცირებული ავადმყოფების დახმარების აღმოჩენის მიზნით, განხორციელდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა. საანგარიშო პერიოდში 350-მდე კოვიდ - ინფიცირებულ ადამიანს გაეწია სამედიცინო მომსახურება; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე გავრცელდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა; 14 • • • • • • • COVID - 19 პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, სოციალური დახმარების ფაგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე კონფლიქტით დაზარალებულ ობოლ და შშმ ბავშვებს გადაეცათ ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების 322 კალათა; საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს მიეწოდა საჭირო სამედიცინო საშუალებები, მათ შორის სწრაფი ტესტები, იმუნიზაციის ვაქცინები, დიაბეტის წამლები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტები; ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების საპასუხოდ 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა გარდამავალი პირობები ბიზნესის მხარდაჭერის არსებულ პროგრამაში - საკრედიტო საგარანტიო სქემა. აგრეთვე, გაგრძელდა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა და შემუშავდა ბიზნესის ხელშეწყობის დამატებითი ეფექტური მექანიზმები სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით. დაემატა სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშემწყობი პროგრამა. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პროგრამების ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ➢ სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში 4 510 ბენეფიციარის პროცენტის სუბსიდირებისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 8.8 მლნ ლარი; ➢ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 689 ბენეფიციარი და თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 14.3 მლნ ლარი; ➢ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ბენეფიციარებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, 2020 წლის ბოლოს სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშზე „სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემის” დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული თანხებიდან, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით გაცემული ტრანშების შესამისად განხორციელდა საგარანტიო თანების განთავსება დეპოზიტებზე 60 ბენეფიციარისათვის 14.8 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან - 87 ბენეფიციარისათვის 17.7 მლნ ლარის ოდენობით; ➢ ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისა და გაჯანსაღებისათვის მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით 14 ბენეფიციარისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 0.1 მლნ ლარი. აგრეთვე, ღონისძიების ორგანიზების ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებით 12 ბენეფიციარისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 1.8 მლნ ლარი, სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით - 385 ბენეფიციარისათვის 4.5 მლნ ლარი, ხოლო სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით - 63 ბენეფიციარისათვის 1.2 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიზნებისთვის მიმართულ იქნა სულ 7.6 მლნ ლარი სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშიდან; საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება, ხელშეკრულება გაფორმდა 8 კომპანიასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული დასასუბსიდირებელი ფქვილის მოცულობამ შეადგინა 50.0 ათასი ტონა. საანგარიშო პერიოდში მიმართული იქნა 16.7 მლნ ლარი; საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად საანგარიშო პერიოდში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იქნა 12 638 ფერმერი, შესაბამისად ბარათზე დარიცხული ქულების/სუბსიდიის თანხიდან ათვისებული სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 2.1 მლნ ლარი; საანგარიშო პერიოდში სურსათის მწარმოებლებისთვის ელექტრონერგიაზე ტარიფის ზრდის 50%-ის სუბსიდირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხაზით მიმართული იყო 6.6 მლნ ლარი; საანგარიში პერიოდში 225.6 მლნ ლარი საშემოსავლო გადასახადის შეღავათის (ხელფასის პირველი 750 ლარზე) სარგებელი მიიღო ბიზნესმა იმ დამსაქმებელებზე, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო სულ 2020 წლის მაისიდან - 542.1 მლნ ლარზე მეტი. ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდები 15 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები განისაზღვრა 40 000.0 ათასი ლარით. საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 13 219.7 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 9 479.6 ათასი ლარი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები განისაზღვრა 410 000.0 ათასი ლარით. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების დაზუსტებისა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის N632 განკარგულების თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები გაიზარდა 5 000.0 ათასი ლარით და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ფონდის მოცულობა განისაზღვრა 415 000.0 ათასი ლარით. საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნების მოცულობამ შეადგინა 401 335.4 ათასი ლარი, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა - 243 659.0 ათასი ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ასიგნებები განისაზღვრა 15 000.0 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებებით მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნების მოცულობამ შეადგინა 15 000.0 ათასი ლარი, ხოლო სახაზინო სამსახურის მიერ გადარიცხულმა თანხებმა - 7 241.8 ათასი ლარი. ინფორმაცია სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ მლნ ლარი დასახელება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიში მიზნობრივი გრანტები ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული დეპოზიტური ნაშთი სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშებზე რიცხული ნაშთი ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ნაშთები სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ნაშთები სულ ანგარიშებზე რიცხული ნაშთი ფულადი სახსრები 01.01.2021 2,311.4 533.4 33.4 41.6 788.9 ფულადი სახსრები 01.10.2021 743.7 520.7 41.5 65.8 629.9 345.1 563.8 4,617.5 576.4 659.4 3,237.5 16 სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულება მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით ათასი ლარი დასახელება სულ ჯამი სამინისტროები საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვა უწყებები საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2021 წლის 9 თვის ფაქტი შესრულება წლიურ გეგმასთან შესრულება კვარტალურ გეგმასთან 19,498,746.8 13,959,294.0 2021 წლის 9 თვის დაზუსტებული გეგმა 14,868,800.2 10,441,383.6 14,459,068.6 10,207,745.8 74.2% 73.1% 97.2% 97.8% 88,900.0 78,963.0 64,888.6 73.0% 82.2% 642,815.0 468,127.3 396,276.8 61.6% 84.7% 2,456,630.0 1,611,817.0 1,676,758.1 68.3% 104.0% 296,500.0 215,524.7 183,466.7 61.9% 85.1% 6,092,964.0 4,733,710.4 4,641,339.9 76.2% 98.0% 170,700.0 133,191.8 122,725.6 71.9% 92.1% 930,000.0 802,589.6 769,214.1 82.7% 95.8% 780,000.0 588,800.0 574,382.5 73.6% 97.6% 628,575.0 464,080.0 447,829.6 71.2% 96.5% 1,872,210.0 1,344,579.7 1,330,863.8 71.1% 99.0% 5,539,452.8 4,427,416.6 4,251,322.8 76.7% 96.0% 64,736.0 49,359.4 38,148.4 58.9% 77.3% 6,250.0 5,533.2 4,664.1 74.6% 84.3% 700.0 525.5 413.2 59.0% 78.6% 16,000.0 16,354.5 14,825.7 92.7% 90.7% 16,811.0 13,169.5 10,885.1 64.7% 82.7% 74,455.8 46,180.1 40,314.0 54.1% 87.3% 2021 წლის დამტკიცებული გეგმა 17 დასახელება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთო სასამართლოები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი 2021 წლის დამტკიცებული გეგმა 2021 წლის 9 თვის დაზუსტებული გეგმა 2021 წლის 9 თვის ფაქტი შესრულება წლიურ გეგმასთან შესრულება კვარტალურ გეგმასთან 4,250.0 3,215.5 2,728.4 64.2% 84.9% 12,500.0 9,577.5 7,403.5 59.2% 77.3% 86,000.0 53,868.0 48,913.4 56.9% 90.8% 6,500.0 5,205.0 3,075.0 47.3% 59.1% 890.0 668.0 584.8 65.7% 87.5% 680.0 490.0 443.2 65.2% 90.5% 790.0 605.8 486.9 61.6% 80.4% 760.0 573.0 510.5 67.2% 89.1% 650.0 477.5 439.1 67.6% 92.0% 640.0 487.5 426.6 66.7% 87.5% 650.0 490.0 461.7 71.0% 94.2% 880.0 680.0 640.0 72.7% 94.1% 18 დასახელება წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სსიპ - საპენსიო სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს პროკურატურა საქართველოს დაზვერვის სამსახური სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი სსიპ - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია საქართველოს საპატრიარქო სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2021 წლის დამტკიცებული გეგმა 2021 წლის 9 თვის დაზუსტებული გეგმა 2021 წლის 9 თვის ფაქტი შესრულება წლიურ გეგმასთან შესრულება კვარტალურ გეგმასთან 660.0 507.0 449.1 68.0% 88.6% 137,500.0 107,391.0 97,300.6 70.8% 90.6% 3,400.0 3,400.0 3,372.7 99.2% 99.2% 2,550.0 1,972.8 1,728.3 67.8% 87.6% 41,400.0 30,810.0 29,190.2 70.5% 94.7% 13,800.0 10,400.0 10,103.4 73.2% 97.1% 1,400.0 1,050.5 1,515.3 108.2% 144.2% 7,300.0 5,604.0 5,178.6 70.9% 92.4% 7,900.0 6,432.5 5,855.1 74.1% 91.0% 2,150.0 1,666.0 1,615.9 75.2% 97.0% 260.0 198.5 187.1 72.0% 94.3% 60,400.0 46,163.0 44,341.5 73.4% 96.1% 8,500.0 5,851.0 4,105.1 48.3% 70.2% 69,200.0 51,900.0 52,268.9 75.5% 100.7% 2,400.0 2,266.8 1,534.7 63.9% 67.7% 2,460.0 1,935.0 1,803.4 73.3% 93.2% 25,000.0 20,673.5 18,698.6 74.8% 90.4% 7,000.0 5,700.0 3,914.8 55.9% 68.7% 19 დასახელება სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატა სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ა(ა)იპ - ათასწლეულის ფონდი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერები დონორების მიერ დაფინანსებული საერთოსახელმწიფოებრივი გადასახდელები სხვა დანარჩენი ხარჯები 2021 წლის დამტკიცებული გეგმა 2021 წლის 9 თვის დაზუსტებული გეგმა 2021 წლის 9 თვის ფაქტი შესრულება წლიურ გეგმასთან შესრულება კვარტალურ გეგმასთან 10,120.0 7,821.2 7,233.8 71.5% 92.5% 4,250.0 3,192.7 2,992.6 70.4% 93.7% 1,430.0 1,298.0 988.3 69.1% 76.1% 5,330.0 4,125.0 4,096.5 76.9% 99.3% 9,000.0 7,036.5 5,069.8 56.3% 72.0% 450.0 337.5 326.7 72.6% 96.8% 250.0 192.0 160.2 64.1% 83.5% 4,200.0 2,837.5 2,183.8 52.0% 77.0% 2,700.0 2,113.3 1,701.9 63.0% 80.5% 0.0 0.0 764.1 #DIV/0! #DIV/0! 0.0 0.0 64.4 #DIV/0! #DIV/0! 4,814,300.0 3,887,081.5 3,767,213.3 78.3% 96.9% 3,028,000.0 2,662,230.0 2,660,612.9 87.9% 99.9% 570,000.0 415,000.0 413,268.9 72.5% 99.6% 226,000.0 379,215.3 355,157.5 157.1% 93.7% 219,900.0 187,600.0 154,162.5 70.1% 82.2% 770,400.0 243,036.2 184,011.5 23.9% 75.7% როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა: მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამები 99,9%-ით შესრულდა, მოსახლეობის ჯანდაცვის პროგრამების კუთხით კი გაწეული ხარჯი ჯამში შეადგენს მილიარდ 594 მილიონ ლარს, 95%-ზე მეტია აქ შესრულება. საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა ვერტიკალური პროგრამების ფარგლებში შესრულების მაჩვენებელი 113%-ია. უშუალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 9 თვის განმავლობაში მიიმართა 719,2 მილიონი ლარი და აქ დღეის მდგომარეობით უკვე გაწეული ხარჯი 843 მილიონ ლარზე მეტია. გეგმიური მაჩვენებელი აქ გვაქვს 950 მილიონი ლარი. 20 სამწუხაროდ, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ეს ფული არ გვეყოფა, ამ კვირაში გვექნება დამატებითი განხილვა და დიდი ალბათობით, მალე წარმოვადგენთ პარლამენტში ცვლილებების პროექტს, რომელიც საჭირო იქნება ჯანდაცვის ნაწილში დამატებითი დაფინანსებისთვის, რათა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინასება სრულად უზრუნველვყოთ“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს და კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა: 2020 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში. პანდემიამ ეკონომიკური რეცესია გამოიწვია საქართველოშიც, რის შედეგადაც მივიღეთ რეალური ეკონომიკური კლება 6,2%-ის ოდენობით. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი დამტკიცდა გასული წლის დეკემბერში, რა დროსაც საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო და შესაბამისად მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებდა, რაც დიდ გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე. 2020 წლის ბოლოსთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით ეკონომიკის მყისიერი აღდგენის მოლოდინები არ არსებობდა და 2021 წლის ბიუჯეტიც დაიგეგმა მეტწილად პანდემიის მართვისა და მისი გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების ეფექტის ნაწილობრივ გასანეიტრალებლად. ბიუჯეტი, შეზღუდული ფისკალური რესურსის მიუხედავად, ითვალისწინებდა მოსახლეობის და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დაფინანსებას. 2021 წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო და იანვარში რეალური ეკონომიკის კლებამ 11,5%, ხოლო თებერვალში 5,1% შეადგინა. ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში დადებითი დინამიკა პირველად მარტში დაფიქსირდა, თუმცა ჯამურად, პირველ კვარტალში ეკონომიკური კლების მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა. ეკონომიკური პარამეტრები რადიკალურად შეიცვალა აპრილიდან, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. საბოლოო ჯამში II კვარტალში ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 11.3 პროცენტი შეადგინა. დადებითი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივლისში განაახლა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, საბაზო სცენარში 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან გაიზარდა 7.7%-მდ, ხოლო მიმდინარე პროგნოზით - 9.5%. ასევე, გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი (განახლებული პროგნოზით 8.0%). რეალური ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის განახლებული პროგნოზების მიხედვით გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად მომზადდა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა მიმდინარე წლის ივლისში. ივლისში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებითი რესურსების 21 მიმართვა, კერძოდ 2021 წლისათვის გაზრდილია პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ჯანდაცვის დანახარჯების დაფინანსება, ინფიცირებულთა მკურნალობის, ვაქცინაციის და ზოგადად პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად. 1. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშვებული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020-2021 წლებში წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, დონორული დაფინანსების მობილიზების მიზნით. შედეგად 2020-2021 წელს, მიღწეულ იქნა შეთანხმება 1.95 მლრდ ევროზე (2.34 მლრდ აშშ დოლარი) მეტი რესურსის მოზიდვის თაობაზე. 2020-2021 წლის 9 თვის მდგომარეობით უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებების მთლიანმა რესურსმა შეადგინა 1.84 მლრდ ევრო (2.20 მლრდ აშშ დოლარი), საიდანაც 1.68 მლრდ ევრო (2.01 მლრდ დოლარი) იყო პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ სპეციალურად და დამატებით მოზიდული თანხა. აღნიშნული რესურსიდან, 2021 წლის 9 თვის მდგომარეობით, ჩამორიცხულ იქნა 1.525 მლრდ ევრო (1.83 მლრდ აშშ დოლარი) ძირითადად საბიუჯეტო დახმარების ტიპის სესხების სახით, რაც გულისხმობს რომ ჩამორიცხული რესურსი მიიმართა სწორედ პანდემიასთან დაკავშირებული საჭიროებების დასაფინანსებლად. ხელმოწერის თარიღი დასახელება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის“ (DPO) საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის “COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი“-ს სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი“ საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის სასესხო შეთანხმება (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა) საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა) საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა) საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა) საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება „დამატებითი სესხი ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის“ (DPO) საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება (ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარინობის პროგრამა: COVID-19-ის კრიზისის შემსუბუქება) რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) „საქართველოს ეკონომიკის WB 30.03.2020 WB 01.05.2020 AII B 21.05.2020 AFD 22.05.2020 AFD 22.05.2020 KF W 28.05.2020 AD B 02.06.2020 WB 07.07.2020 AII B 28.07.2020 KF W 07.08.2020 კოვიდისთვის დამატებით მოზიდულიდა ნ ჩამორიცხული (მლნ ევრო) ხელმოწე რილი თანხა (მლნ ევრო) მ.შ. კოვიდის გარეშე დაგეგმილი კოვიდისთვის დამატებით მოზიდული ჩამორიცხული თანხა (მლნ ევრო) 45.0 45.0 - 45.0 45.0 73.1 73.1 65.5 65.5 91.3 91.3 80.9 80.9 70.0 30.0 40.0 70.0 40.0 120.0 30.0 90.0 120.0 90.0 90.0 30.0 60.0 90.0 60.0 92.3 92.3 92.3 92.3 45.0 45.0 45.0 45.0 45.0 45.0 45.0 45.0 180.0 180.0 180.0 180.0 22 ხელმოწერის თარიღი დასახელება კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად“) ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს), საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს), და საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) შორის „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის IV“ სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა) საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „COVID- 19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება“ საგრანტო შეთანხმება გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის ფარგლებში (COVID-19-ის პანდემია) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) მისაღები სახსრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფინანსური შეთანხმება "ფისკალური მდგრადობის პროგრამა" (გრანტი) საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) სასესხო შეთანხმება "თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაო ადგილებისთვის" საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) სასესხო შეთანხმება "წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამა" GUMIP ცვლილება და რეპროგრამირება კოვიდ პანდემიის კონტექსტში საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „COVID- 19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება“ სასესხო შეთანხმება ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს), საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს), და საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) შორის „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის III“ სასესხო და საგრანტო შეთანხმება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი) საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება) სულ Euro სულ USD EU 22.09.2020 AD B 29.10.2020 KF W 29.10.2020 imf EU 28.09.2020 AD B 9.12.2020 AD B 15.10.2020 EIB 21.12.2020 KF W 29.10.2020 EU 31.08.2018 WB 17.05.2021 WB 09.06.2021 ხელმოწე რილი თანხა (მლნ ევრო) კოვიდისთვის დამატებით მოზიდული ჩამორიცხული თანხა (მლნ ევრო) 150.0 150.0 75.0 75.0 170.8 170.8 170.8 170.8 5.8 5.8 5.4 5.4 171.8 171.8 171.8 171.8 75.0 75.0 60.0 60.0 42.4 42.4 42.4 42.4 115.3 115.3 70.9 70.9 100.0 100.0 50.0 50.0 15.0 15.0 14.9 14.9 3.0 28.0 3.0 85.0 85.0 - - 28.7 28.7 2.6 2.6 1,679.6 2,015.5 1,525.5 1,830.6 1,410.5 1,692.6 28.0 1,839.6 2,207.5 მ.შ. კოვიდის გარეშე დაგეგმილი კოვიდისთვის დამატებით მოზიდულიდა ნ ჩამორიცხული (მლნ ევრო) 25.0 160.0 192.0 23 2. COVID-19 პანდემიისთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებების დაფინანსება 2020-2021 წლებში (9 თვის მდგომარეობით) COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებზე ფაქტიურად მიმართული იქნა: მლნ ლარი ღონისძიება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება მათ შორის, COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მისახლეობის სოციალური დაცვის მიმართულება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ფულადი დახმარება/ კომპენსაცია შშმ პირებისათვის ფულადი დახმარება/კომპენსაცია ფულადი დახმარება/კომპენსაცია დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირებისათვის COVID-19-დან გამომდინარე მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება/გაზრდილი ტარიფის სუბსიდისიდირება (2021 წლიდან) 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება მათ შორის, StopCoV ფონდიდან გამოყიფილი და გადახდილი ერთჯერადი სოციალური დახმარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება სამშენებლო სექტორის ხელშეწყობა მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო/სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება საკრედიტო-საგარანტიო სქემა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის განმავლობაში სურსათის მწარმოებლებისთვის ელექტრონერგიაზე ტარიფის ზრდის 50%-ის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სხვა ღონიძიებები მათ შორის, რთველის ხელშეწყობა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა - მცირე გრანტები საშემოსავლო გადასახადის შეღავათი სულ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებზე მიმართული ასიგნებები ეკონომიკის ხელშემწყობი სხვა დამატებითი პაკეტები კომერციული ბანკების ლიკვიდურობის ზრდა საგადასახადო ზედმეტობის (დღგ-ის) დაბრუნება სულ ჯამი • 2020 წელი ფაქტი 417.8 16.7 918.0 64.7 26.0 2021 წლის გეგმა 985.8 165.0 389.7 75.1 27.3 2021 წლის 9 თვე 764.5 149.7 369.1 74.9 27.3 148.3 148.3 139.0 118.6 491.4 33.3 352.1 8.8 47.0 50.0 17.7 6.2 16.7 16.7 29.2 2.1 2.1 0.0 13.0 6.6 127.0 136.3 60.3 104.3 136.3 60.3 2.5 316.2 15.0 225.0 14.3 225.6 1,924.1 1,866.9 1,485.7 1,634.0 594.0 1,040.0 3,558.1 1,700.0 1,382.7 1,700.0 3,566.9 1,382.7 2,868.4 131.2 382.7 187.8 122.8 14.8 588.3 9.0 51.2 ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებისა და მართვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სსიპ24 • • • ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით და აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ქვეყანაში „COVID – 19“-ის მასიური გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების რიგი ღონისძიებები, მათ შორის შესყიდულ იქნა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები, განხორციელდა საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება/სამედიცინო მეთვალყურეობა, საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალით და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საეჭვო და დადასტურებელი შემთხვევის მართვა და პაციენტების სტაციონარული მკურნალობა (საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება გაეწია 14.0 ათასზე მეტ ბენეფიციარს), საანგარიშო პერიოდში შესყიდულია 4 483.5 ათასამდე დოზა ვაქცინა, ხოლო ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 3 483.5 ათასი დოზა (მათ შორის, 723.1 ათასი დონაციის სახით). სულ ზემოაღნიშნული მიზნებისათვის საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხაზით მიმართულ იქნა 719.9 მლნ ლარი; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების (16 წლის ასაკიდან) წახალისება, ლატარიის „აიცერი და მოიგე“ გათამაშების დაფინანსება. აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 848.4 ათასი ლარი; სსიპ - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განახორციელა 33.8 ათასი პირის (საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული არეებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები) და უცხო ქვეყნის მოქალაქეები) განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 17.1 მლნ ლარი; ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი: მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი ოჯახები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, ინდივიდუალური მეწარმეები და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები) ფულადი დახმარების/კომპენსაციის დაფინანსება: ➢ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 65 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის − ოჯახის წევრზე 35 ლარის (ერთწევრიანი ოჯახისთვის − 70 ლარის, ორწევრიანი ოჯახისთვის − 90 ლარის; საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 254.9 ათასზე მეტმა პირმა); სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, ოჯახზე 100 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 172.4 ათასზე მეტმა პირმა). სულ საანგარიშო პერიოდში მიიმართა 74.9 მლნ ლარი; ➢ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, თვეში 100 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 45.9 ათასზე მეტმა პირმა). სულ მიიმართა 27.3 მლნ ლარი; ➢ დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 139.6 ათასზე მეტმა პირმა). სულ მიმართული თანხა 148.0 მლნ ლარი; 25 • • • • • • ➢ ინდივიდუალური მეწარმეებისა და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისთვის, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის ოდენობით განსაზღვრული დახმარება გაიცა 1 233 პირზე, სულ მიმართული თანხა 369.9 ათასი ლარი; ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო 2021 წელს გაგრძელდა მოსახლეობის სოციალური დახმარება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით, კერძოდ: ელექტროენერგიის 200 კილოვატ/საათი ან 200 კილოვატ/საათზე ნაკლები მოცულობის, ბუნებრივი გაზის 200 მ³ ან 200 მ³-ზე ნაკლები მოცულობის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის სუბსიდირება (იანვარ - თებერვალი). გარდა ამისა, განხორციელდა 2021 წლის იანვრიდან ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება (იანვარ - აგვისტო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ტარიფის ზრდის სრული ოდენობით 200 კილოვატ/საათზე მეტ, მაგრამ არა უმეტეს 301 კილოვატ/საათის მოცულობაზე. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიზნებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიმართულ იქნა სულ 118.6 მლნ ლარი (მათ შორის: კომუნალური გადასახადების სუბსიდირება - 83.2 მლნ ლარი; ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება - 35.4 მლნ ლარი); საქართველოს საჯარო სკოლებისათვის დარიგებულია 2.9 მლნ ერთეული პირბადე და 106.1 ათასი ერთეული (5 ლიტრიანი) ხელის სადეზინფექციო საშუალება. ასევე, საჯარო სკოლებში განსახორციელებელ სადენზიფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შეძენილია 15.2 ათასი ლიტრი სადენზიფექციო კონცენტრატი (იატაკის). შესყიდულია 10.0 ათასი ცალი უკონტაქტო ელექტრო თერმომეტრი, 3.0 ათასი ერთეული დისპანსერი და 1.8 ათასი ცალი დეზობარიერი; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის COVID – 19-ით ინფიცირებული ავადმყოფების დახმარების აღმოჩენის მიზნით, განხორციელდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა. საანგარიშო პერიოდში 350-მდე კოვიდ ინფიცირებულ ადამიანს გაეწია სამედიცინო მომსახურება; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე გავრცელდა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა; COVID - 19 პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, სოციალური დახმარების ფაგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე კონფლიქტით დაზარალებულ ობოლ და შშმ ბავშვებს გადაეცათ ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების 322 კალათა; საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს მიეწოდა საჭირო სამედიცინო საშუალებები, მათ შორის სწრაფი ტესტები, იმუნიზაციის ვაქცინები, დიაბეტის წამლები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტები; ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების საპასუხოდ 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა გარდამავალი პირობები ბიზნესის მხარდაჭერის არსებულ პროგრამაში - საკრედიტო საგარანტიო სქემა. აგრეთვე, გაგრძელდა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა და შემუშავდა ბიზნესის ხელშეწყობის დამატებითი ეფექტური მექანიზმები სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით. დაემატა სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშემწყობი პროგრამა. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პროგრამების ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ➢ სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში 4 510 ბენეფიციარის პროცენტის სუბსიდირებისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 8.8 მლნ ლარი; ➢ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 689 ბენეფიციარი და თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 14.3 მლნ ლარი; ➢ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ბენეფიციარებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, 2020 წლის ბოლოს სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშზე „სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემის” დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული თანხებიდან, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით გაცემული ტრანშების შესამისად განხორციელდა საგარანტიო თანების 26 • • • • განთავსება დეპოზიტებზე 60 ბენეფიციარისათვის 14.8 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან - 87 ბენეფიციარისათვის 17.7 მლნ ლარის ოდენობით; ➢ ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისა და გაჯანსაღებისათვის მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით 14 ბენეფიციარისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 0.1 მლნ ლარი. აგრეთვე, ღონისძიების ორგანიზების ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებით 12 ბენეფიციარისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 1.8 მლნ ლარი, სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით - 385 ბენეფიციარისათვის 4.5 მლნ ლარი, ხოლო სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით - 63 ბენეფიციარისათვის 1.2 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიზნებისთვის მიმართულ იქნა სულ 7.6 მლნ ლარი სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშიდან; საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება, ხელშეკრულება გაფორმდა 8 კომპანიასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული დასასუბსიდირებელი ფქვილის მოცულობამ შეადგინა 50.0 ათასი ტონა. საანგარიშო პერიოდში მიმართული იქნა 16.7 მლნ ლარი; საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად საანგარიშო პერიოდში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იქნა 12 638 ფერმერი, შესაბამისად ბარათზე დარიცხული ქულების/სუბსიდიის თანხიდან ათვისებული სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 2.1 მლნ ლარი; საანგარიშო პერიოდში სურსათის მწარმოებლებისთვის ელექტრონერგიაზე ტარიფის ზრდის 50%-ის სუბსიდირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხაზით მიმართული იყო 6.6 მლნ ლარი; საანგარიში პერიოდში 225.6 მლნ ლარი საშემოსავლო გადასახადის შეღავათის (ხელფასის პირველი 750 ლარზე) სარგებელი მიიღო ბიზნესმა იმ დამსაქმებელებზე, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო სულ 2020 წლის მაისიდან - 542.1 მლნ ლარზე მეტი. გადაწყვეტილება: კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუეჯტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა“ ცნობად მიიღო. შემდეგ, კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ვლადიმერ კახაძემ სიტყვა გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელმაც მესამე მოსმენით განხილვისათვის წარმოადგინა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი “საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/63; 25.06.2021)„: მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge; 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. №1 დანართით გათვალისწინებული I სიის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის: 27 ა) 218 – 2111 გრაფები: 4-ცმც (კლეფედრონი) 4-CMC 218 1-(4-chlorophenyl)-2-(methylamino)-1-propanone (4-chloromethcathinone; clephedrone) 4ფ-მდმბ-ბინაკა 219 4F-MDMB-BINACA Methyl(S)-2-(1-(4-fluorobutyl)-1H-indazole-3carboxamido)-3,3-dimethylbutanoate 5ფ-ამბ-პინაკა 2110 5F-AMB-PINACA Methyl 2-({[1-(5-fluoropentyl)-1Hindazol3yl]carbonyl}amino)-3-methylbutanoate (5F-AMB, 5F-MMB-PINACA) 5ფ-მდმბ-პიკა 2111 5F-MDMB-PICA Methyl(S)-2-(1-(5-fluoropentyl)-1H-indole-3carboxamido)-3,3-dimethylbutanoate (5F-MDMB-2201) ბ) 272 გრაფა: N-ეთილჰექსედრონი ,,27 2 2-(Ethylamino)-1-phenyl-1-hexanone N-ethylhexedrone გ) 286 გრაფა: აბ-ფუბინაკა 28 6 AB-FUBINACA N-[(2S)-1-amino-3-methyl-1-oxobutan-2-yl]-1-[(4fluorophenyl)methyl]indazole-3-carboxamide დ) 332 გრაფა: ალფა-პჰპ 332 (RS)-1-Phenyl-2-(pyrrolidine-1-yl)hexan-1-one alpha-PHP ე) 661 გრაფა: დოკ 661 DOC 4-Chloro-2,5-dimethoxyamfetamine ვ) 771 გრაფა: 28 ვალერიფენტანილი 77 1 VALERYLFENTANYL N-(1-phenethylpiperidin-4-yl)-N-phenylpentanamide ზ) 882 გრაფა: კროტონილფენტანილი 88 2 CROTONYLFENTANYL (E)-N-(1-phenethylpiperidin-4-yl)-N-phenylbut-2enamide 2. №1 დანართით გათვალისწინებული III სიის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 162 გრაფა: ეტიზოლამი 16 2 Etizolam 4-(2-Chlorophenyl)-2-ethyl-9-methyl-6H-thieno[3,2f][1,2,4]triazolo[4,3a][1,4]diazepine ბ) 621 გრაფა: ფლუალპრაზოლამი 621 Flualprazolam 8-Chloro-6-(2-fluoro-phenyl)-1-methyl4hbenzo[f][1,2,4]triazolo[4,3-a][1,4]diazepime 3. №1 დანართით გათვალისწინებული IV სიის N1 ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 81 გრაფა: ,, მეთილ ალფა-ფენილაცეტოაცეტატი (მაპა) 81 Methyl 3-oxo-2-phenylbutanoate Methyl alpha-phenylacetoacetate (MAPA) 4. №2 დანართით გათვალისწინებული ნუსხის „ნარკოტიკული საშუალებების“ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 250 – 259 გრაფები: 250 251 252 4-ცმც (კლეფედრონი) 4-CMC (4-chloromethcathinone; clephedrone) 4ფ-მდმბ-ბინაკა 4F-MDMB-BINACA 5ფ-ამბ-პინაკა 5F-AMB-PINACA (5F-AMB, 5F-MMB-PINACA) _ _ _ _ _ _ _ _ _ 29 253 254 255 256 257 258 259 5ფ-მდმბ-პიკა 5F-MDMB-PICA (5F-MDMB-2201) N-ეთილჰექსედრონი N-ethylhexedrone აბ-ფუბინაკა AB-FUBINACA ალფა-პჰპ alpha-PHP დოკ DOC ვალერიფენტანილი VALERYLFENTANYL _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ კროტონილფენტანილი CROTONYLFENTANYL _ _ _ 5. №2 დანართით გათვალისწინებული ნუსხის „ფსიქოტროპული ნივთიერებების“ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა) 172 გრაფა: 172 ეტიზოლამი Etizolam _ _ _ ბ) 621 გრაფა: 621 ფლუალპრაზოლამი _ _ Flualprazolam 6. №2 დანართის შენიშვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 შენიშვნა: _ „51. ფსიქოტროპული ნივთიერებების ეტიზოლამის და ფლუალპრაზოლამის ოდენობების განსაზღვრამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. მომხსენებელმა განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ რაიმე შენიშნები ან რედაქციული ცვლილებები პროექტში არ შესულა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილება განპირობებულია საერთაშორისო ვალდებულებებით და ასახავს გაეროს კონვენციებში შეტანილ ცვლილებებს. კერძოდ, 2020 წელს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების, ასევე „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის“ 1988 წლის კონვენციის თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. 30 გადაწყვეტილება: სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას, რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტის სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/63; 25,06,2021) მომზადებულად მიიჩნიეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის. შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი “საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ „ მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტის დებულებაში ცვლილება ხორციელდება ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის 3.6. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რაც გულისხმობს კომიტეტის მიერ ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო ონლაინ პლატფორმის ანგარიშების გასაჯაროვებას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. როგორც კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ ვლადიმერ კახაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, მათ შორის, პარლამენტის/პარლამენტის კომიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მოხდა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვით პარლამენტის ვებგვერდზე პერიოდულად მოხდება ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო ონლაინ პლატფორმის ანგარიშების გასაჯაროება. გადაწყვეტილება: კომიტეტის სხდომის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ პროექტი მიღებულ იქნეს და დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. შემდეგ, კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხი, კერძოდ, შპს-ს „ღონე ქვეყნისა“ (ქალაქი ქუთაისი, კერძო სკოლა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მამის დღის 19 დეკემბერს აღნიშვნასთან დაკავშირებით (N16481/21/10). წინადადების მიხედვით ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მამის დღის დაარსება მისცემს საშუალებას გამოხატონ მათდამი სიყვარული, პატივისცემა, მადლიერება, ზრუნვა. ეს თავისუფლად შესაძლებელია შრომის კოდექსში კიდევ ერთი უქმე დღის დამატების გარეშეც, მითუმეტეს, რომ საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებულია 17 უქმე დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი უქმე დღეების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საქართველოზე მეტი უქმე არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის. გადაწყვეტილება: კომიტეტმა კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. შემდეგ, 31 კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი, საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ფიფიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვა (1-6958/21/10). წინადადების ავტორი ითხოვს საქართველოს შრომის კოდექსში შემდეგი შინაარსის ნორმის დამატებას: შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნორმირებულ სამუშაო დროს (სამუშაო საათებში) დასაქმებულის მიერ შეთავსებით პედაგოგიური, სახელოვნებო ან შემოქმედებითი საქმიანობა არ წარმოადგენს არასრულ სამუშაო განაკვეთს და ჩაითვლება საპატიოდ თუ შეთავსებითი სამუშაოს შესრულებით არსებითად არ ზიანდება დამსაქმებლის სამუშაო ინტერესები. დამსაქმებელს უფლება აქვს განსაზღვროს საპატიო მიზეზად მიჩნეული ხანგრძლივობა. საპატიო მიზეზით ნორმირებულ სამუშაო დროზე ნაკლები სამუშაო საათების შესრულება არ იქნება ნაკლები სახელფასო ანაზღაურების საფუძველი. კომიტეტზე გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები. კერძოდ, წინადადებაში მოცემული ფრაზა - „.... ჩაითვლება საპატიოდ სამუშაოს შესრულებით არსებითად არ ზიანდება დამსაქმებლის სამუშაო ინტერესები“, საკმაოდ ბუნდოვანია და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. წინადადებით წარმოდგენილი საკითხი პრაქტიკაში ურთიერთშეთანხმებით რეგულირდება და ამის დავალდებულება დამსაქმებლისთვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს როგორც ფინანსური (ხელფასი გადაუხადოს დასაქმებულს, როცა ის არ იმყოფება სამუშაოზე და ამის გამო შეილება სხვა დასაქმებული აყვანა გახდეს საჭირო, რომელსაც ასევე უნდა გადაუხადოს ხელფასი), ასევე დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მხრივ, როდესაც საჭირო კადრი არ იმყოფება სამსახურში სამუშაო საათებში. წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არ აქვს აღებული არც ასოცირების შესახებ შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, „დასაქმებულის უფლება, დასაქმდეს ერთზე მეტ სრულ ად არასრულ სამუშაო განაკვეთზე, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შერულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია“. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დამსაქმებელს უფლება აქვს არ აუკრძალოს დასაქმებულს შეთავსებითი სამუშაოს შესრულება და დართოს ამის ნება. გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრაზე დასმულ აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას. კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეექვსე საკითხი: პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-8315/21/10). საკანონმდებლოწინადადების მიხედვით, შრომის ინსპექციას ახალი ფუნქიები ემატება: დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“, ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული საფუძველით შეწყვეტისას იგი ვალდებული უნდა იყოს გააფრთხილოს შრომის ინსპექცია წინასწარ წერილობითი შეყტობინების გაგზავნით. შრომის ინსპექციას უფლება ეძლევა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების დადგენა (ამჟამად ეს სასამართლოს კომპეტენციაა) და უკანონოდ გათავისუფლებისთვის დამსაქმებლის დაჯარიმება. საქართველოში ათიათასობით დამსაქმებელია და შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული დოკუმენტაციის (წერილობითი შეტყობინებები) წარმოება/დამუშავება დიდ რესურსს მოითხოვს, რაც შრომის ინსპექციაში შტატების დამატების (ეს კი თავის მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტი ხარჯების ზრდას გამოიწვევს) გარეშე ვერ განხორციელდება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კანონიერად თავისუფლდება სამსახურიდან და არ გააჩნიათ პრეტენზიები დამსაქმებელთან, შესაბამისად ამ დოკუმენტების წარმოების პრაქტიკული საჭიროება არ არსებობს და დროისა და რესურსების ფუჭი ფლანგვაა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით დასაქმებულს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივორს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 32 მოქმედი შრომის ჯოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით: „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმბელი ვალდებულია პირვანდელი სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მირ განსაზღვრული ოდენობით“. აგრეთვე, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, პირვანდელი ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ამ მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საკანონამდებლო წინადადების მიხედვით კი შესაბამისი სასამართლოს გადაწყვტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი პირვანდელი სამუშაო ადგილზე აღადგინოს, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი და გადაიხადოს კომპენსაცია საარსებო მინიმუმის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან დასაქმებულის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენამდე, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფამდე. გარდა ამისა, წინადადების მიხედვით, დამსაქმებელმა დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლებისათის უნდა გადაიხადოს ჯარიმა გადახდილი კომპენსაციის პროპორციულად. კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრების მიერ გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით: პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენა, ან მისი უზრუნველყოფა ტოლფასი სამუშაოთი ზოგ შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადებით დამსაქმებელი ვალდებული ხდება, შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობისას, დაამატოს ახალი შტატი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი შეიძლება იყოს მისთვის. მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული კომპენსაციის არსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ თუ შეუძლებელია პირვანდელი სამუშაო ადგილზე პირის აღდგენა, ან მისი უზრუნველყოფა ტოლფასი სამუშაოთი, დამსაქმებელი მაინც არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია, რომელიცაა უკანონოდ ათავისუფლებული პირის სამართლიანი დაკმაყოფილების ალტერნატიული გზა. გაუმართლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებელს დაეკისროს კომპენსაციის გადახდაც, მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს, მოქმედი კანონმდებლობით, იძულებული განაცდურის ანაზღაურება ეკისრება (დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში). კომიტეტზე აღინიშნა, რომ წინადადებით წარმოდგენილი აღნიშნული ნორმები გაუმართლებლად დიდ ტვირთს აკისრებს დამსაქმებელს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბიზნესის განვითარებას და უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის დონეზე. ამასთან, მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული კომპენსაციის საარსებო მინიმუმის ოდენობით ხისტად დადგენა (რასაც გულისხმობს წინადადების ავტორი) არაა სამართლიანი. საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივი კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არაერთი ფაქტორი, რომელთა შორისაა უკანონოდ დათხოვნილი პირის ასაკი, კომპეტენცია, სამუშაო სტაჟი, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და სხვა. თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომა უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე.ზოგიერთი უკანონოდ გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ სასამართლომ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეიძლება საარსებო მინიმიმზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკსიროს დამსაქმებელს, ხოლო საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ნორმის მიღება ამის საშუალებას აღარ მისცმეს სასამართლოს. გადაწყვეტილება: კენჭისყრისას აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებას მხარი არც ერთმა კომიტეტის წევრმა მხარი არ დაუჭირა და უარყოფილ იქნა. კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეშვიდე საკითხი: საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-8963/21/10). საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ავტორი ითხოვს შემდეგი შინაარსის ნორმების დამატებას, კერძოდ, 33 ხელფასების ინდექსაცია ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიხედვით; მინიმალური დაუბეგრავი ხელფასის შემოღება და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 10%-მდე შემცირება; სამუშაო დროის ზედა ზღვარის დაწესება: 8 საათიანი სამუშაო დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა, 160 საათიანი სამუშაო თვე; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 1,5-ჯერ მეტი ოდენობით, ღამის ცვლაში და უქმე დღეს შესრულებული სამუშაოს გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება; შესვენების ანაზღაურება, რომელიც 8 საათიან სამუშაო დროში უნდა შევიდეს; ხელფასის ორ კვირაში ერთხელ გაცემა; ნებისმიერი ანაზღაურებისათუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 1 % ნაცვლად მოქმედი 0.07 პროცენტისა; შინაგანაწესით ფულადი ჯარიმის აკრძალვა; ბიზნესის მიერ დასაქმებულის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა; სტაჟირების ან გამოსაცდელი ვადით აყვანილი პირის უხელფასოდ მუშაობის აკრძალვა და მათთვის მაქსიმუმ ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება; მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარიდან, პროფესიების მიხედვით; ასაკობრივი ზღვარის გაუქმება ნებისმიერ სამუშაოზე; შრომის ინსპექციისთვის სამუშაო ადგილზე დასაქმებულების მდგომარეობის შემოწმების და მათი ადგილზე გამოკითხვის უფლების მიცემა და სხვა. კომიტეტზე სხდომის წევრების მიერ გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები: წინადადებით წარმოდგენილი ნორმების დიდი ნაწილი გაუმართლებლად დიდ ვალდებულებებს აკისრებს დამსაქმებელს, რაც ზიანს მიაყენებს ბიზნესის განვითარებას, გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შეფრხებას და უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის დონეზე. წინადადებაში არაა წარმოდგენილი რა ზეგავლენა ექნება საბიუჯეტო შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას და გადასახადის შემცირებას. შრომის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა“. გამოსაცდელ ვადაზე ერთთვიანი ლიმიტის დაწესება მიზანშეუწონელია, რადგან ხშირად ეს ვადა არასაკმარისია სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დასადგენად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“. სტაჟიორი ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ერთი თვე ხშირ შემთხვევაში არაა საკმარისი ამისათვის. ამიტომ, სტაჟირების ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე ერთთვიანი ლიმიტის დაწესება სტაჟიორისთვის საზიანოა. შრომის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად: „ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს“. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ექვსი თვის ანაზღაურებაც იქნება სავალდებულო, დამსაქმებლებს შეუმცირდებათ სტაჟიორის აყვანის ინტერესი, რაც სტაჟირების გავლის მსურველების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, შრომის კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით: „დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა“. ამ და სხვა შრომითი დებულებების აღსრულებაზე ზედამხედველია შრომის ინსპექცია. წინადადების ავტორი ითხოვს ასაკობრივი ზღვარის გაუქმებას ნებისმიერ სამუშაოზე. ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსის მე-2 მუხლში მადისკრიმინირებელი ნიშნებიდან ერთ-ერთია „ასაკი“. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევაზე სანქცია გათვალისწინებულია კოდექსის 78-ე მუხლში. ამასთან, კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად: „დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება“. წინადადების ავტორი ითხოვს შრომის ინსპექციისთვის სამუშაო ადგილზე დასაქმებულების მდგომარეობის შემოწმების და მათი ადგილზე გამოკითხვის უფლების მიცემას. თუმცა, ეს უფლება შრომის ინსპექციას უკვე აქვს მინიჭებული: „შრომის ინსპექციის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში; გამოკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი; შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო. გადაწყვეტილება: კენჭისყრისას აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებას მხარი არც ერთმა კომიტეტის წევრმა მხარი არ დაუჭირა და უარყოფილ იქნა. 34 კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მერვე საკითხი: საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ (1-9558/21/10). საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს 50 მლნ ლარიანი სპეციალიზებული რეზერვის შექმნას, საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მისაღებად. როგორც დავით მებაღიშვილი აღნიშნავს სამწუხაროდ, დგება ისეთი შემთხვევები, როდესაც სოციალური კამპანიებით მოგროვილი თანხა არ არის საკმარისი და დაგვიანებით ხდება მკურნალობის დაწყება. მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2020 წელს შესული 474 განცხადებიდან 307 შემთხვევაში მიიღო სამინისტრომ დადებითი გადაწყვეტილება საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ სამკურნალოდ მოთხოვნილი 41 მილიონი ლარის ნაცვლად, უწყებამ გამოყო მხოლოდ დაახლოებით 5 მილიონი ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, გათვალისწინებული იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი. ასეთი ტიპის პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე, რეფერალური მომსახურების პროგრამა მუდმივად ამოწურვადი იქნება სპეციფიკური მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტების სრულად დასაფინანსებლად. შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში თვლის, რომ დაფინანსების მექანიზმის თვალსაზრისით არსებული რეფერალური პროგრამა პასუხობს საჭიროებას და ახალი პროგრამების შექმნა ვერ აღმოფხვრის დაფინანსებაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაჩნია და გაცხადებული აქვს, რომ ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსური რისკების მინიმიზაციის გზით. აღნიშნულის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით. 2021 წელს სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტი 2,010,516,000 ლარს შეადგენს. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და მისი ბიუჯეტი 40,000,000 ლარია. როგორც მოქალაქე დავით მებაღიშვილის წერილშია მოყვანილი, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანების ოდენობამ 2019-2020 წლებში დაახლოებით 12 მლნ ლარი შეადგინა (მოთხოვნილი იყო 75 მლნ ლარი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, თუკი შეიქმნება სპეციალიზებული სარეზერვო ფონდი მოსახლეობის მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიღებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის, იმ პირობით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეძლებს ამ მიზნებისთვის დამატებითი ასიგნებების მობილიზებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების გამო, საკანონმდებლო წინადადება შეიძლება გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის საპასუხო ქმედებების შემცირების პარალელურად. გადაწყვეტილება: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იზიარებს საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების პოზიციას 50 მლნ ლარის ოდენობის სპეციალიზებული რეზერვის შექმნის თაობაზე. ამდენად, კომიტეტს საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული სპეციალიზებული რეზერვის შექმნის იდეის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, თუმცა დაფინანსებაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, COVID 19-ის ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და მის საპასუხოდ მასშტაბური ფინანსური ქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ (N1- 9558/21; 09.07.2021) კომიტეტის მიერ ამ ეტაპზე ცნობილ იქნა უარყოფილად. 35 საკითხის საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება, სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ფინანსთა სამნისტროებს. კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეცხრე საკითხი: საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის გათვალისწინებული ფულადი გასაცემლების 1500 ლარამდე გაზრდას. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის № 4 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, შემოღებულ იქნა ყოველთვიური ფულადი გასაცემელი - საყოფაცხოვრებო სუბსიდია, კანონით განსაზღვრული სოციალური კატეგორიების საყოფაცხოვრებო- კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად. განისაზღვრა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა წრე და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები. 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად. შესაბამისად, პენსიის მიმღები ვეტერანები ასაკით პენსიასთან ერთად იღებენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები სოციალურ პაკეტს ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის № 279 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და პირობებით. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიერ ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების და მათი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს მათთვის დაწესებული ფულადი გასაცემლების გაზრდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში უკვე გათვალისწინებულია ვეტერანებისთვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლების არსებითი ზრდა. გადაწყვეტილება: ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. დღის წესრიგით გათვალისიწნებული განსახილველი მეათე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის და თანმდევი კანონპროექტები, (N07-2/75; 16.09.2021) კენჭსაყრელ საკითხად იყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილება: კომიტეტმა კენჭისყრაზე აღნიშნულ კანონპროექტს ერთხმად მხარი დაუჭირა. ვლადიმერ კახაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლელა ასათიანი სხდომის მდივანი 36