საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა და ადვოკატთა საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების გაძლიერების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041216529535
12.11.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: მოსამართლეთა და ადვოკატთა საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების
გაძლიერების საკითხი
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ,
შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებს მიღების საკითხი: – საქართველოს მოსამართლეთა
მიერ და ადვოკატთა მიერ მათ წინააღმდეგ მიღებული დისციპლინურ/ეთიკის საკითხებზე
გადაწყვეტილებები საჩივრდებოდეს საერთო წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში,
სარჩელის წარდგენის გზით. ___ ამგვარი უფლება– საკუთარი უფლებების სასარჩელო წესით
დაცვის უფლება გააჩნიათ პროკურორებს და პოლიციის მუშაკებს, სასამართლოების
მოხელეებს, თანაშემწეებს, სხდომის მდივნებს, აღმასრულებლებს, საჯარო და კერძო
სექტორში დასაქმებულ იურიდიული პროფესიის მქონე ნებისმიერ სხვა პირებს.
მოსამართლეთა და ადვოკატთა გარიყვა სასარჩელო წესით საკუთარი უფლებების დაცვის
სფეროდან უდიდეს დისკრიმინაციას წარმოადგენს ერთიან იურიდიულ პროფესიაში, ამ
გარემოებას შეაქვს დისონანსი და დისკრიმინაციის ეფექტი მოსამართლედ გამწესებულ და
ადვოკატის პროფესიაში შესული იურისტების მიმართ. თუ პროკურორს აქვს სარჩელის
წარდგენის უფლება საკუთარი უფლებების დასაცავად, რატომ არ აქვთ იგივე უფლება
მოსამართლეებს და ადვოკატებს? გთხოვთ, განიხილოთ ორივე საკანონმდებლო
წინადადების მიღების შესაძლებლობა/მიზანშეწონილობა მოსამართლეთა და ადვოკატთა
კორპუსის მონაწილეობით.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ.
მობილური:
ელფოსტა: