„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2021 - 2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-14275/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-11-16

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-14275/21 12-11-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 25 ივნისის #697-IVმს-Xმპ დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“ გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე; პატივისცემით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის წევრი ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-8814/21 29-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 25 ივნისის #697-IVმს-Xმპ დადგენილების “საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 20212022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” მე-2 პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საკონკურსო კომისიის დებულებას. დანართი: 10 ფურცელზე პატივისცემით, საჯარო სამართლის იურდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო”. 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 220 000 ლარით. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საპენსიო სააგენტომ. 4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან (გარე აუდიტორთან) − შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო”-სთან გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა