საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოვალისათვის გადახდევინებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემის წესის დადგენასთან დაკავშირებით (№1-6696/21; 24.05.2021); ბ) საქართველოოს მოქალაქე ალექსანდრე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება  ბრალდებულის/დაკავებულის ინფორმირება უფასო ადვოკატის უფლების შესახებ (№1-7021/21; 31.05.2021).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14290/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-15
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-14290/21 12-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:  ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოვალისათვის გადახდევინებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემის წესის დადგენასთან დაკავშირებით (N1-6696/21; 24.05.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 ნოემბერი);  ალექსანდრე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება  ბრალდებულის/დაკავებულის ინფორმირება უფასო ადვოკატის უფლების შესახებ (N1-7021/21; 31.05.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ნოემბერი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge