საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-11-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 48
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 15 ნოემბერი, 13.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1.საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
2.საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის,
გიორგი ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე.
3.საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის (07-3/85; 22.06.2021) განხილვა.
მომხსენებელი: კახა კახიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2021 წლის 15 ნოემბერი, 13.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N48
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ირმა
ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, სავალან მირზოევი, დავით
კაჭარავას
უფლებამონაცვლე
ზაურ
დარგალი
და
ლევან
ბეჟაშავილის
უფლებამონაცვლე რომან გოცირიძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: ნიკა იაკობიშვილი - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1.
საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
2.
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის I
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე.
3.
საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების
გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (07-3/85; 22.06.2021) განხილვა.
მომხსენებელი: კახა კახიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომის დღის წესრიგის პროექტის წარდგენის შემდეგ
კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ კომიტეტის სხდომაზე
მომხსენებლის გამოუცხადებლობის გამო მესამე საკითხის განხილვა ამოეღოთ დღის
წესრიგის პროექტიდან.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ
წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული
დღის წესრიგი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის I
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2021 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ
გირჩი ჯაფარიძის გადაწყვეტილება არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება და
კომიტეტი ვალდებულია მხარი დაუჭიროს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს
პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის
შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2021 წლის 2 ნოემბერს
წარდგენილი განცხადების ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ვადამდე
შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტის წევრების მხრიდან განხილულ საკითხთან
დაკავშირებით არ გამოთქმულა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის I
მოსმენით განხილვა;
მოისმინეს: მიხეილ სარჯველაძის მოხსენება.
მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის წარმოდგენამდე
მოკლედ მიმოიხილა საკითხის პრეისტორია, კერძოდ მან ყურადღება გაამახვილა იმ
ფაქტზე,
რომ
სახელმწიფოს
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
პრიორიტეტია
ხელისუფლების საქმიანობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და
მაქსიმალური გამჭვირვალობა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი
ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული შესაბამისი პროცესების განხორციელებაში
და ამ მიმართულებით არსებობს უკვე საკმაოდ კარგი პრაქტიკა და გამოცდილება.
საქართველოს პარლამენტში, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შექმნილია ღია
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომლის მიერ შემუშავებული
„ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის“ რიგი ვალდებულებები
დაედო საფუძვლად განსახილველად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის შემუშავებას. კერძოდ: პარლამენტის კომიტეტების
სხდომების ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის ვადების შემოღება,
კანონპროექტებთან
დაკავშირებით
პარლამენტის
კომიტეტების
სხდომების
აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება და პარლამენტის კომიტეტებში შექმნილი სამუშაო
ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
2
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის
საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების
მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი ითვალისწინებს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნას, თუმცა, სამუშაო
ჯგუფის საქმიანობის წესი, სტრუქტურა, თემატიკა, სამუშაო პროცესის ვადები,
მიზნები და შედეგების გამოქვეყნების ვალდებულება რეგლამენტირებული არ არის.
შესაბამისად სამუშაო შეხვედრები, მეტწილად ატარებს შიდა, ნაკლებად
ფორმალიზებულ ხასიათს.
რეგლამენტის პროექტის მიზანს წარმოადგენს სწორედ სამუშაო ჯგუფთან
დაკავშირებული
საკითხების
უფრო
მეტად
ფორმალიზე,
მაქსიმალური
გამჭვირვალობისათვის.
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
გადაწყვეტილების გამოცემა და გამოქვეყნება. ამ გადაწყვეტილებამ უნდა
განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, განსახილველი თემატიკა და სამუშაო
ჯგუფში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია. ზუსტდება კომიტეტის სამუშაო
ჯგუფის შემადგენლობისა და ხელმძღვანელს განსაზღვრის წესი; დგინდება
ვალდებულებები, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მისი შემადგენლობის, მიზნებისა და მუშაობის ვადების
შესახებ, რაც ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე ჯგუფის შექმნიდან 14 დღის
ვადაში. იგივე ვადაში გამოქვეყნებას ექვემდებარება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის
შემდეგ შედგენილი შეხვედრის ოქმი და ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის მუშაობის
შედეგების შესახებ. წესრიგდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მოწვევასთან და
გამართვასთან დაკავშირებული საკითხები
რეგლამენტის პროექტით
განისაზღვრება აგრეთვე კონკრეტული ვადა (14 დღე),
რომლის განმავლობაშიც პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს კომიტეტის
სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ერთი მხრივ სამუშაო
ჯგუფთან
დაკავშირებული
რეგულაციების
მაქსიმალური
ფორმალიზება
მისასალმებელია და ემსახურება მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზანს, თუმცა
შენარჩუნებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დახურული ფორმატებიც.
მაგალითისათვის მომხსენებელმა დაასახელა „brainstorming“(ბრეინშტორმინგი) მუშაობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ღია ფორმატში ვერ იქნება ეფექტური და
შედეგიანი, აგრეთვე აღნიშნა, რომ
სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძვლებით
გათვალისწინებულ საკითხებზე პარლამენტის ცალკეულ წევრთა ჯგუფის მიერ
განხორციელებულ საქმიანობაზე (მათ შორის სამუშაო ჯგუფის მსგავს საქმიანობაზე),
თუ ის არ მიმდინარეობს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფორმით, არ გავრცელდება
პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მომხსენებელმა ბოლოს ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ წარმოდგენილი
ცვლილებების თანახმად, რეგლამენტის პროექტი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
1 თვის შემდეგ, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის და
კომიტეტების აპარატებმა გაანალიზონ შემოთავაზებული ცვლილებები და მოამზადონ
შესაბამისი ტექნიკური ბაზა. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭებას.
რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში, ფართო კონსულტაციები
მიმდინარეობდა როგორც საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის
მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის იმ
წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან საბჭოს საქმიანობაში. მათ მიერ
განსახილველად წარმოდგენილი პროექტი გახლავთ დისკუსიების შედეგად
შეჯერებული ვერსია.
3
მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, მის
აპარატს რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში კარგი და ნაყოფიერი
თანამშრომლობისათვის.
აზრი გამოთქვეს:
გურამ მაჭარაშვილმა მომხსენებელს მიმართა შემდეგი შეკითხვებით:
პირველი - წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის
თანახმად გათვალისწინებული და დაზღვეულია ის შემთხვევა, როდესაც სამუშაო
ჯგუფში შემავალ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ არაღია ფორმატში სამუშაო
შეხვედრა, თუმცა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის წევრების გარდა,
არიან სხვადასხვა მოწვეული სპეციალისტებიც. შესაძლებელი იქნება ამ ფორმატის
შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც თუ პარლამენტის წევრთა სამუშაო შეხვედრას
დაესწრება ამ სპეციალისტებიდან რომელიმე?
მეორე - სამუშაო ჯგუფი, საქმიანობის განსხვავებული ფორმატებით იქმნება იმ
მიზნით,
რომ
დაეხმაროს
კომიტეტს
სხვადასხვა
სამუშაო
პროცესების
განხორციელებაში; ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მაქსიმალური
ფორმალიზება გამჭვირვალობის მიზნით, ხომ არ გადააქცევს სამუშაო ჯგუფის
საქმიანობას საკომიტეტო საქმიანობის იდენტურად, რომლის სხდომებიც ყოველთვის
არის ღია, საჯარო და ყველას შეუძლია დასწრება?
მიხეილ სარჯველაძემ გურამ მაჭარაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებთან
დაკავშირებით განმარტა, რომ რეგლამენტის პროექტის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის
არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს პარლამენტში ალტერნატიული
ფორმები შეზღუდული არ იყოს და არსებობდეს განსხვავებული ფორმით მუშაობის
შესაძლებლობა, ამგვარ ჯგუფს, პირობითად შეიძლება არასტანდარტული ჯგუფიც
ვუწოდოთ, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს პარლამენტის წევრების
გარდა, სხვა სპეციალისტებსაც შეეძლებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი
დაადგენს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, მაშინ 48-ე მუხლის პირველი-მერვე
პუნქტები დასაცავი იქნება. რაც შეეხება ღიაობის პრინციპს, როგორც მიხეილ
სარჯველაძემ განმარტა, იგულისხმება არა სამუშაო შეხვედრებზე დასწრება, არამედ
რეგლამენტით განსაზღვრული წესით, რელევანტური ინფორმაციის - კონკრეტულად
გაწერილი დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნება.
გიორგი კახიანმა დასვა შეკითხვა ასევე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის „ღიაობის“ და
მისი უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ მისი აზრით,
რეგლამენტის პროექტის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერი, რომ სამუშაო ჯგუფის
საქმიანობა არის ღია, გულისხმობს იმას, რომ ამ შეხვედრაზე დასწრება შეუძლია
ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც დასწრება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ
წინასწარ ეცოდინება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის თარიღი, რომელსაც ამავე მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
გიორგი კახიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ღიაობის პრინციპი, შესაძლოა გარკვეულ
სირთულეებს შეუქმნის და ნაკლებად მოქნილს გახდის სამუშაო ჯგუფის საქმიანობას,
იმ თვალსაზრისით, რომ თუ იარსებებს 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით დეკლარირებული
ვალდებულება, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა არის ღია, მაშინ უნდა არსებობდეს
ამ შეხვედრების (კომიტეტის სხდომის ანალოგიურად) გამართვის თარიღის, წინასწარ,
რამოდენიმე
დღით
ადრე
დაანონსების
ვალდებულებაც
სხვაგვარად
ამ
დეკლარირებული ღიაობის პრინციპის განხორციელება შეუძლებელია, მითუმეტეს
რომ ცვლილებების მიხედვით შემოტანილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრების
დახურვის მექანიზმიც. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე სხვა
დაინტერესებული პირის დასწრების უზრუნველყოფას, შესაძლოა გადაწყდეს
სხვაგვარი ჩანაწერით რეგლამენტში.
მიხეილ სარჯველაძემ გიორგი კახიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან
დაკავშირებით, განმარტა, რომ რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებული „ღიაობის“
პრინციპი გულისხმობს რეგლამენტით განსაზღვრული წესით,
ინფორმაციის
4
საჯაროდ გამოქვეყნებას და სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სხვა დაინტერესებული
პირის დასწრებას, რისთვისაც წინასწარ დაანონსება შეხვედრის თარიღის, მისი აზრით
საჭირო არ იქნება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ორი პრინციპი „ღიაობა“
და „მოქნილობა“, იმგვარად უნდა იქნეს დაბალანსებული, რომ ერთმანეთს ხელი არ
შეუშალოს, ამიტომ, მისი აზრით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის წინასწარ დაანონსება,
კომიტეტის სხდომის ანალოგიური მაღალი სტანდარტით, დაბრკოლება იქნება
სამუშაო ჯგუფის მოქნილი საქმიანობისათვის.
მომხსენებელი დაეთანხმა გიორგი კახიანს, რომ რეგლამენტის პროექტის მეორე
მოსმენით განხილვამდე გაგრძელდეს მსჯელობა განსხვავებული და უფრო მისაღები,
დაბალანსებული ფორმულირების შემუშავების მიზნით.
ირმა ზავრადაშვილმა მომხსენებელს მიმართა შეკითხვით, თუ რამ გამოიწვია
რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა? ღიაობის და
საჯაროობის თვალსაზრისით რა შეიცვლება როგორც სამუშაო ჯგუფების, ისე
კომიტეტის საქმიანობაში? სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფორმალიზება და
რეგლამენტირება, ხომ არ იქნება პირიქით, ზედმეტი ბიუროკრატიისაკენ
გადადგმული ნაბიჯი და შეაფერხებს ჯგუფის მოქნილ საქმიანობას?
მიხეილ სარჯველაძემ ირმა ზავრადიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებთან
დაკავშირებით განმარტა, რომ სხვაობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო
ჯგუფისა და კომიტეტის ამჟამინდელ საქმიანობასა და ცვლილებების შემდეგ
განხორციელებულ საქმიანობაში. დღევანდელი რეალობა, როგორც მომხსენებელმა
აღნიშნა არის იმგვარი, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატს იყენებს თითქმის ყველა
კომიტეტი, მაგრამ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პრაქტიკაა
დამკვიდრებული. განსხვავებულია აგრეთვე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობის ფორმატები, ასევე
არ არის გათვალისწინებული ღიაობასთან დაკავშირებული არანაირი მექანიზმი და
დამოკიდებულია მხოლოდ კეთილ ნებაზე. ცვლილებების განხორციელების შემდეგ
დამკვიდრდება ღიაობისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტები, ასევე
სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ფორმატიც იქნება ფორმალიზებული, ერთიანი ყველა
კომიტეტისათვის.
მოხდება
რეგლამენტით
განსაზღვრული
დოკუმენტების
გამოქვეყნება.
ცვლილებების
შედეგად
იარსებებს
საქმიანობის,
როგორც
ფორმალიზებული, ისე არაფორმალიზებული (მე-9 პუნქტის შესაბამისად)
საშუალებები.
ირაკლი ქადაგიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ღიაობის და გამჭვირვალობის
მიზნით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფორმალიზება მაინც აჩენს გარკვეულ
შეკითხვებს, მაგალითად, როდესაც საუბარია ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რა ტიპის
დოკუმენტაციის გამოქვეყნება იგულისხმება ამ შემთხვევაში? სამუშაო ჯგუფის
საქმიანობის პროცესში ყოველთვის იარსებებს „ნედლი“, შუალედური მასალა,
რომლის გამოქვეყნებაც, მისი აზრით, მიზანშეწონილი არ იქნება; შესაძლოა ჯგუფის
მუშაობის პროცესში, გამოითქვას იმგვარი თამამი მოსაზრებებიც, რომელთა
გამოქვეყნებაც არ იქნება მიზანშეწონილი და შემდგომში შეაფერხებს სამუშაო
შეხვედრებზე აზრის თავისუფალი გამოთქმის პროცესს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პროცესში.
ირაკლი ქადაგიშვილმა, აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაო ჯგუფის
ვადის დადგენის დროს შესაძლოა არსებობდეს მრავალი მნიშვნელოვანი და
ლოგიკური კომპონენტი, ამიტომ მხოლოდ ორი კომპონენტით შეზღუდვა არ მიაჩნია
მიზანშეწონილად.
გიორგი კახიანი დაეთანხმა ირაკლი ქადაგიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას
სამუშაო ჯგუფის ვადის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სამუშაო ჯგუფის
საქმიანობა თვითონ კომიტეტის ინტერესშია და მისი ვადების დადგენა და
დეკლარირება რა მიზანს ემსახურება, შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით არ
5
ჩანს, მითუმეტეს, რომ გაწერილია აგრეთვე სამუშაო ჯგუფის ვადის გაგრძელების
პროცედურაც.
მიხეილ სარჯველაძემ ირაკლი ქადაგიშვილისა და გიორგი კახიანის მიერ გამოთქმულ
მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფი რეგლამენტის
თანახმად იქმნება არა ცალკეული დეპუტატების საქმიანობის, არამედ კომიტეტის
საქმიანობის ხელის შეწყობის მიზნით, ამიტომ მიზნშეოწინილია, რომ ამ ჯგუფის
მუშაობისათვის, რომელიც ანგარიშვალდებულია კომიტეტის წინაშე გონივრული ვადა
იყოს განსაზღვრული, მითუმეტეს რომ ამგვარი ვადა დადგენილია მაგალითად,
თემატური მოკვლევის ჯგუფისათვის. მისი აზრით, ვადის განსაზღვრის
აუცილებლობა ობიექტურად საჭიროა, სხვაგვარად ალტერნატივა იქნება ვადის არ
განსაზღვრა, რაც მიზანშეწონილი არ უნდა იყოს.
ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ
ეთანხმება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში რეგლამენტის პროექტზე
მუშაობის დროს გამოთქმულ და შემოთავაზებულ მოსაზრებას, რომ დაკონკრეტდეს
თუ რა ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება მოხდება საქართველოს პარლამენტის ვებ
გვერდზე, კონკრეტულად, გამოქვეყნდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი და
სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგები, შესაბამისად რეგლამენტის პროექტში ამჟამად
არსებული ჩანაწერი შესწორდება და საბოლოო სახით ჩამოყალიბდება დამატებითი
მსჯელობის შემდგომ.
ირაკლი
ქადაგიშვილმა
მომხსენებელს
მიმართა
დაზუსტებისათვის
რა
სამართელებრივი სტატუსი ექნებოდა „პარლამენტართა ჯგუფს“ და რა ბმა ექნებოდა ამ
ჯგუფს კომიტეტის საქმიანობასთან? თუ ამ ჯგუფს შექმნიან კომიტეტის
შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრები, მაშინ ამ ჯგუფის შექმნით, რომელიც
არ არის ფორმალიზებული, ხომ არ ვაჩენთ იმგვარ მექანიზმს, რომელიც კომიტეტის
საქმიანობის მონოლითურობას (არა პოლიტიკური ნიშნით) ერთგვარად პრობლემებს
შეუქმნის?
მიხეილ სარჯველაძემ ირაკლი ქადაგიშვილის მიერ დასმულ შეკითხვასთან
დაკავშირეით, დააზუსტა, რომ დეპუტატთა ჯუფი არცერთ შემთხვევაში არ იქნება
კომიტეტებში ავტონომიური სამუშაო მექანიზმების გაჩენის შესაძლებლობა. ეს
ჯგუფი, მითუმეტეს არ იქნება შეზღუდული მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული
კომიტეტის წევრობით, შესაძლოა სხვადასხვა კომიტეტის წევრი დეპუტატები
შეიკრიბნენ საკითხის დასამუშავებლად. ცვლილებების მიზანია, რომ არსებობდეს
ჩანაწერი, რომელიც დეპუტატთა ამგვარ შეკრებას გაათავისუფლებს სამუშაო
ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ფორმალიზებული პროცედურისაგან.
1.
კენჭისყრები:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა
და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი
ჯაფარიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დაგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
6
3.
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე
გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის I
მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
I მოსმენით
განხილვისათვის;
რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი
ქადაგიშვილი.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკა იაკობიშვილი
სხდომის მდივანი
7