ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის არმიღების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.11.2021
ავტორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის"
ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
ნომერი
#2-14332/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-16
ბიუროს ნომერი 93

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ 2-14332/21 15-11-2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას მოგეხსენებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვეზე მეტია შიმშილობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებები უარს აცხადებენ განახორციელონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც იცავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის სიცოცხლის უფლებას. გამომდინარე აქედან, ჩვენი ფრაქცია არ მიიღებს მონაწილეობას პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, რითაც აცხადებს პოლიტიკურ ბოიკოტს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქნელი რისკების განეიტრალებამდე. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ უარს აცხადებს 2021 წლის 16 ნოემბერს პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge