საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბაქრაძის მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 16-19 ნოემბრის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე
ნომერი
#2-14335/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-16
ბიუროს ნომერი 93

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-14335/21 15-11-2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიმდინარე სასესიო კვირაში ვიყენებ პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და უარს ვაცხადებ პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობაზე, სანამ არ მოხდება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვისა და ჯანმრთელობის რისკების აღმოფხვრისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ზომების მიღება. პატივისცემით, უფრაქციო პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge